თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2018, 14:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2772,
კომენტარები: 22
მოურინიო პოგბას პროფესიონალიზმით მოხიბლულია
ჟოზემ ფრანგი შეაქო.
მოურინიო პოგბას პროფესიონალიზმით მოხიბლულია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ პოლ პოგბამ პროფესიონალიზმი გამოავლინა, როცა თამაშში შეცვლაზე შესვლის შედეგად ერთვებოდა.

ფრანგი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიასა" და პრემიერ ლიგაში "ჰადერსფილდთან" შეხვედრების ძირითად თერთმეტეულში ვერ მოხვდა და თამაშში მხოლოდ მოგვიანებით ჩაერთო.

მოურინიოს ასეთი გადაწყვეტილება კი გამოწვეული იყო იმით, რომ პოგბა თავისთვის ჩვეულ თამაშს ვერ აჩვენებდა, თუმცა პრესა ასევე საუბრობს მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოებაზე.

ერთი რამ კი ცხადია, მოურინიო კმაყოფილია ფრანგის პროფესიონალიზმით და საქმისადმი მის მიდგომას აქებს.

"ვფიქრობ, პროფესიონალიზმი გამოავლინა ორივე შემთხვევაში, როცა სათადარიგოთა სკამზე მოხვდა. "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში სათადარიგოთა სკამზე იყო და პროფესიონალიზმი აჩვენა. სევილიაში სათადარიგოთა სკამზე იყო და ასევე მოიქცა.

"სევილიას" წინააღმდეგ თამაში თქვენც იხილეთ - ვფიქრობ, ყოველთვის უფრო რთულია სათადარიგოთა სკამიდან შემოსვლა, ვიდრე სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა. მოთამაშე სულ სხვაგვარად ემზადება, როცა თავიდანვე იწყებს და გახურების გარეშე 15 თუ 20 წუთში თამაშში ჩართვა და მატჩის რიტმის შენარჩუნება ადვილი არ არის.

ჩემი აზრით, მან კარგად ითამაშა და ზოგჯერ დეტალები უბრალოდ დეტალებია, ხოლო ზოგჯერ ფეხბურთელს ხუთი წუთი სჭირდება იმისათვის, რომ შეცვლაზე შესვლისთვის მოემზადოს. მათ არ უკეთიათ სამუხლეები, არ აცვიათ გეტრები და მაისური. მას კი 10 წამი დასჭირდა იმისათვის, რომ მოედანზე შესასვლეად მზად ყოფილიყო, რაც მის პროფესიონალიზმზე მიუთითებს."


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
22 კომენტარი
№21
ავტორი: misteryou
25 თებერვალი 2018 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ჟოზე არაა პრობლემა, პრობლემაა ლუკაკუ წესიერი თავდამსხმელი არ გვყავს, ხეა ტიპი. ბურთს ვერ იჩერებს ფეხში, სულ 10 კაცით ვთამაშობთ და ეგაა ჩვენი პრობლემა, რეშფორდი არია სასტავის კაცი და სულ ყოველ თამაშში უნდა გვყავდეს 10 ჯერ მეტს იზამს ლუკაკუზე...
0
№22
ავტორი: bigana
25 თებერვალი 2018 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
Ki martali xar lukakuze shesha tavdamsxmwli aramgonia iyos sadme grandshi..magram tavi da tavi mainc moutinioa toca gundi ar utevs da sul tavs icavs kacurad mitxarit gols rogor gaitans? Xo xedavt sanchesic chaaqro am dacvashi sirbilit da eset maniushi mesic ki verafers izavda. Gasagdebia es kaci
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top