თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2018, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2235,
კომენტარები: 11
ჟოზე: "მომდევნო კვირები საოცარი იქნება"
მოურინიო მოუთმენლად ელის სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩებს.
ჟოზე:
ჟოზე მოურინიო მოუთმენლად ელის მომდევნო რამდენიმე კვირას, რომლის განმავლობაშიც "ოლდ ტრაფორდი" უდიდეს მატჩებს უმასპინძლებს.

ძალიან მოკლე პერიოდში "წითლები" პრემიერ ლიგის ეგიდით ორ კონკურენტ გუნდს დაუპირისპირდება "ჩელსისა" და "ლივერპულის" სახით, შემდეგ კი გადამწყვეტ მატჩებს ჩაატარებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალსა და ინგლისის თასის მეოთხედფინალში "სევილიასა" და "ბრაიტონის" წინააღმდეგ, შესაბამისად.

"ვფიქრობ, "ოლდ ტრაფორდზე" მომდევნო რამდენიმე კვირა საოცარი იქნება. ორი დიდი მატჩი პრემიერ ლიგაში ორი დიდი კონკურენტის წინააღმდეგ, ორი პლეი-ოფის მატჩი, რომლებიც, თუ ყველაფერი კარგად წავა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და ინგლისის თასის მერვედფინალში გაგვიყვანს.

ზოგჯერ სამი, ოთხმატჩიანი გასვლითი შეხვედრების პერიოდი გვაქვს, მაგრამ ამჯერად ოთხ საშინაო მატჩს ჩავატარებთ და მათ შორის მხოლოდ "კრისტალ პალასთან" გასვლაზე თამაში მოგვიწევს, მაგრამ "ოლდ ტრაფორდი" ოთხ დიდ მატჩს უმასპინძლებს",
- განაცხდა მოურინიომ.

მწვრთნელმა ასევე აღიარა, რომ მისთვის დრო შეუმჩნევლად გავიდა სეზონის ამ ეტაპამდე და დაუჯერებელია, როგორ შეიძლება გაართულოს მატჩების განრიგი სათასო ტურნირებზე წარმატებით ასპარეზობამ.

"იუნაიტედს" მოცემულ მდგომარეობაში 12 მატჩი აქვს ჩასატარებელი სეზონის ბოლომდე და მათ შორისაა პრემიერ ლიგაში დარჩენილი 10 ტური, მაგრამ ეს რიცხვი შეიძლება 19-ს გაუტოლდეს.

"დრო გარბის. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ორი დღის წინ ვიყავით ლოს-ანჯელესში წინასასეზონო ტურნეზე, ახლა კი უკვე მარტი დგება. მარტი, აპრილი და მაისი რთული იქნება, თუკი ინგლისის თასზე შორს წავალთ, რადგან ეს ტურნირი პრობლემებს ქმნის. ახლა "ბრაიტონს" ვეთამაშებით, როცა "ვესტ ჰემთან" უნდა გვეთამაშა და არ ვიცით, როდის შევხვდებით "ვესტ ჰემს". ინგლისის თასის ნახევარფინალში თუ გავალთ, არ ვიცი, როდის შედგება ეს მატჩი და ეს ყველაფერი მართლაც ართულებს მდგომარეობას".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 თებერვალი 2018 13:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჰოდა მანდ გამოჩნდება ზუსტად, რა შეგვიძლია და რისი იმედი უნდა გვქონდეს ამ სეზონში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
24 თებერვალი 2018 13:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ეს მატჩები ბევრ რამეს გადაწყვეტს და იმედია ისევ ისე არ გამოიყვანს გუნდს, მითუმეტეს ლივერპულთან დაცვაში არ ჩაჯდებიან
0
№3
ავტორი: vale13
24 თებერვალი 2018 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Manchesteri shemtevi gundi iyo 2013 wlamde exla ki tamashis yurebaze nervebi meshleba erti swrapi sheteve ver vnaxe

Ki mtavari shedegia magram dacvashi jdomas sheteva jobia
0
№4
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2018 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მართლაც რო დიდი თამაშები გველოდება am
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
24 თებერვალი 2018 16:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია ხარისხიანი და შედეგიანი მატჩები იყოს, თორე სევილიასთან რაც ითამაშეს მასეთის დანახვა არ უნდა არცერთ გულშემატკივარს
0
№6
ავტორი: Phil Jones
24 თებერვალი 2018 17:22
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
სათაური რო წავიკითხე ივანიშვილი გამახსენდა საოცარი მომდევნო წელიო თუ რაღაც )))) იმედია ეს მაინც არ გამოვა მატყუარა am
0
№7
ავტორი: RojoDiablo
24 თებერვალი 2018 17:46
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Phil Jones
სათაური რო წავიკითხე ივანიშვილი გამახსენდა საოცარი მომდევნო წელიო თუ რაღაც )))) იმედია ეს მაინც არ გამოვა მატყუარა am

მეოთხე წელზეა ეგ :დ
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: PaLoMo
24 თებერვალი 2018 18:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: GeorgeBest
მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ეს მატჩები ბევრ რამეს გადაწყვეტს და იმედია ისევ ისე არ გამოიყვანს გუნდს, მითუმეტეს ლივერპულთან დაცვაში არ ჩაჯდებიან

ამ 2მატჩიდან 2ვე უნდა კოვიგოთ და მე2გარანტირებულია მერე ჩემპიონთა ლიგას მივაწვებით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: Svanchester
24 თებერვალი 2018 22:42
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
პრემიერ ლიგაში მეორე სეზონი ჩავაგდეთ, ასოციაციის თასს ველოდები წლევანდელ წელს და ლიგაზე საოცრებების და სასწაულის იმედი მაქვს იმ ფეხბურთით რასაც ვთამაშობთ, დაცვა სუსტია რო დაცვითი ფეხბურთით მოვიგოთ ლიგა. არ ვიცი წარმატებულ სეზონად ამ სეზონს ნაღდად არ ჩავთვლი. ლიგის მოგების იმედებით ვიყოთ. :)))
1
№10
ავტორი: gela-manchesteri777
24 თებერვალი 2018 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ციტატა: Svani
პრემიერ ლიგაში მეორე სეზონი ჩავაგდეთ, ასოციაციის თასს ველოდები წლევანდელ წელს და ლიგაზე საოცრებების და სასწაულის იმედი მაქვს იმ ფეხბურთით რასაც ვთამაშობთ, დაცვა სუსტია რო დაცვითი ფეხბურთით მოვიგოთ ლიგა. არ ვიცი წარმატებულ სეზონად ამ სეზონს ნაღდად არ ჩავთვლი. ლიგის მოგების იმედებით ვიყოთ. :)))

და შენ გჯერა რო ამ ტაქტიკით ამ დაცვით და ამ მწვრთნელით წელს ან 4წლის მანძილზე ლიგის ფინალს მაინც რო ვიყომარებთ

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top