თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2018, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2243,
კომენტარები: 11
ჟოზე: "მომდევნო კვირები საოცარი იქნება"
მოურინიო მოუთმენლად ელის სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩებს.
ჟოზე:
ჟოზე მოურინიო მოუთმენლად ელის მომდევნო რამდენიმე კვირას, რომლის განმავლობაშიც "ოლდ ტრაფორდი" უდიდეს მატჩებს უმასპინძლებს.

ძალიან მოკლე პერიოდში "წითლები" პრემიერ ლიგის ეგიდით ორ კონკურენტ გუნდს დაუპირისპირდება "ჩელსისა" და "ლივერპულის" სახით, შემდეგ კი გადამწყვეტ მატჩებს ჩაატარებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალსა და ინგლისის თასის მეოთხედფინალში "სევილიასა" და "ბრაიტონის" წინააღმდეგ, შესაბამისად.

"ვფიქრობ, "ოლდ ტრაფორდზე" მომდევნო რამდენიმე კვირა საოცარი იქნება. ორი დიდი მატჩი პრემიერ ლიგაში ორი დიდი კონკურენტის წინააღმდეგ, ორი პლეი-ოფის მატჩი, რომლებიც, თუ ყველაფერი კარგად წავა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და ინგლისის თასის მერვედფინალში გაგვიყვანს.

ზოგჯერ სამი, ოთხმატჩიანი გასვლითი შეხვედრების პერიოდი გვაქვს, მაგრამ ამჯერად ოთხ საშინაო მატჩს ჩავატარებთ და მათ შორის მხოლოდ "კრისტალ პალასთან" გასვლაზე თამაში მოგვიწევს, მაგრამ "ოლდ ტრაფორდი" ოთხ დიდ მატჩს უმასპინძლებს",
- განაცხდა მოურინიომ.

მწვრთნელმა ასევე აღიარა, რომ მისთვის დრო შეუმჩნევლად გავიდა სეზონის ამ ეტაპამდე და დაუჯერებელია, როგორ შეიძლება გაართულოს მატჩების განრიგი სათასო ტურნირებზე წარმატებით ასპარეზობამ.

"იუნაიტედს" მოცემულ მდგომარეობაში 12 მატჩი აქვს ჩასატარებელი სეზონის ბოლომდე და მათ შორისაა პრემიერ ლიგაში დარჩენილი 10 ტური, მაგრამ ეს რიცხვი შეიძლება 19-ს გაუტოლდეს.

"დრო გარბის. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ორი დღის წინ ვიყავით ლოს-ანჯელესში წინასასეზონო ტურნეზე, ახლა კი უკვე მარტი დგება. მარტი, აპრილი და მაისი რთული იქნება, თუკი ინგლისის თასზე შორს წავალთ, რადგან ეს ტურნირი პრობლემებს ქმნის. ახლა "ბრაიტონს" ვეთამაშებით, როცა "ვესტ ჰემთან" უნდა გვეთამაშა და არ ვიცით, როდის შევხვდებით "ვესტ ჰემს". ინგლისის თასის ნახევარფინალში თუ გავალთ, არ ვიცი, როდის შედგება ეს მატჩი და ეს ყველაფერი მართლაც ართულებს მდგომარეობას".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: LewisHamilton
24 თებერვალი 2018 23:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
უკვე ჩელსისთან თამაშში გამოჩნდება ყველაფერი, აღარ იქნება საჭირო "მომდევნო კვირების" ლოდინი. ეს თამაში თუ ვერ მოვიგეთ არამგონია რომ მერე რამე ამოვქაჩოთ, ფსიქოლოგიურად იქნება უკვე ძნელი..
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top