თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2018, 13:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2786,
კომენტარები: 12
მოურინიო: "ჩელსისთან" მატჩები ნაკლებ მნიშვნელობას იძენს"
ჟოზე მოურინიომ თავის ყოფილ გუნდთან დაპირისპირებაზე თავისი შთაბეჭდილება გაგვიზიარა.
მოურინიო:
კვირას "ოლდ ტრაფორდს" ლონდონის "ჩელსი" ეწვევა და უდიდესი მნიშვნელობის მქონე მატჩს ჩაატარებს, მაგრამ ეს მნიშვნელობა მხოლოდ კლუბებს ეხება და არა კონკრეტულად ჟოზე მოურინიოს.

პორტუგალიელი მწვრთნელისთვის თავის ყოფილ გუნდთან დაპირისპირება სულ უფრო და უფრო ცოტას ნიშნავს, რაც მეტი დრო გადის.

მოურინიო "ჩელსიში" ორ სხვადასხვა პერიოდში დაინიშნა გუნდის მთავარ მწვრთნელად და ამ პერიოდში მან ჯამში რვა ტიტული მოიგო, რითაც კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მენეჯერი გახდა.

მისი ბოლო სამუშაო "სტემფორდ ბრიჯზე" კი 2015 წლის დეკემბერში დასრულდა, როცა წარუმატებლად გამოსდიოდა ტიტულის დაცვა და მომდევნო მაისს უკვე "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

"ოლდ ტრაფორდზე" მუშაობის პერიოდში კი ძველმა სამუშაო ადგილმა სხვა მნიშვნელობა შეიძინა და ჟოზეს ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ანტონიო კონტესთან, "ჩელსის" ამჟამინდელ მწვრთნელთან.

მაგრამ ორივე მხარე თანახმაა შერიგებაზე და აღარ სურთ დავის გაგრძელება, რადგან კვირას გაცილებით მნიშვნელოვანი რამ წყდება და ეს ოთხეულში მომხვედრის ბედია.

რაც შეეხება უშუალოდ მოურინიოს დამოკიდებულებას "ჩელსისთან" დაპირისპირების შესახებ, ჟოზე აცხადებს:

"რაც უფრო მეტი დრო გავა, "ჩელსის" წინააღმდეგ თამაში მით უფრო უმნიშვნელო იქნება. ისინი ორი წლის წინ დავტოვე, მომდევნო წელს კი სამი წელი შესრულდება, იმის მომდევნო წელს - ოთხი.

"ჩელსის" მწვრთნელი რომ ვიყავი, ეს განცდა თანდათან უქრებათ, ამიტომ ამ მატჩის მნიშვნელობა მხოლოდ ის არის, რომ ორი დიდი გუნდი მორიგ შეხვედრას გამართავს".


მიუხედავად იმისა, რომ მოურინიოს "ჩელსის" ამჟამინდელ მწვრთნელთან, სამწვრთნელო შტაბთან და გულშემატკივრებთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს, ამავეს ვერ ვიტყვით მის დამოკიდებულებაზე ხელმძღვანელობასთან.

"ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. არ დამავიწყდება, რა კარგად მექცეოდნენ, როცა რთული პერიოდი მქონდა მამის გარდაცვალების გამო.

მათ აჩვენეს, რომ მეგობრად მთვლიდნენ, ადამიანად, ვინც ყველაფერი გააკეთა და პატივს სცემდა კლუბა, ასე რომ, ხელმძღვანელობას რაც შეეხება, იციან, რომ კარგი დამოკიდებულება მაქვს.

არც მაქვს რაიმე პრობლემა, არც არაფერს ვნანობ, არც დისკომფორტში ვარ, გულშემატკივარი კი გულშემატკივრია. ბევრი მათგანისგან ვგრძნობ კეთილგანწყობას, როცა ქუჩაში მხვდებიან, როგორც ეს სამუდამო ურთიერთობისას უნდა იყოს.

როცა "სტემფორდ ბრიჯზე" ჩავდივარ, გულშემატკივართა მხრიდან უარყოფა უბრალოდ რეაქციაა".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: nika_nikusha
24 თებერვალი 2018 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ცუცურა კიდე დაცვაში უნდა ჩაჯდეს 7-3-0 derpthumb
0
№2
ავტორი: GeorgeBest
24 თებერვალი 2018 13:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არასდროს იქება ჩელსისთან მატჩი მნიშვნელობა დაკარგული, სანამ მოგებების სერიას არ დადებს როგორც კონტემ დაუდო. თან რა აგარიში აქვს წაგებული. არ მჯერა რომ როდისმე ეს დაავიწყდება, ან იქაური გულშემატკივრების დახვედრა
0
№3
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2018 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
რევანში გვაქ ჟოზე ასაღებიი am
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
24 თებერვალი 2018 16:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რაც უნდა ის დაარქვას მარა ჩელსის უნდა მოუგონ
0
№5
ავტორი: the class92
24 თებერვალი 2018 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ლივერპულს და ჩელსის მოუგონ და თუ უნდათ სულ ჯერარდზე დაიკიდონ თასის თამაში
0
№6
ავტორი: PaLoMo
24 თებერვალი 2018 18:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
აუცილებლად კოსაგებია თამაშია ყველანაირად გინდა სატურნირო ცხრილი იყოს გინდა სახლშირო გვაქ და გინდ ჩელსისთან დაპირიაოირებ.მეტი მიზეზი რაგვინდა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: kantona-7
24 თებერვალი 2018 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ჩელსი ლივერპული და სიტი ამსამ გუნდს მინდარო ჩაუდოთხოლმე დალშე ბალაყანაზე მკიდიახოლმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: de gea1
24 თებერვალი 2018 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
დავაი მაგის დედაც ვატირე დროა ფეხბურთში 2 მეკარე დადგეს კარში და დანარჩენები მცველები იყვნენ სტადიონზე აბა რაა ეგაა სანახაობა როგორ გბომბავენ და მტელი გალაქტიკა რო გეგადავება facepalm
0
№9
ავტორი: Svanchester
24 თებერვალი 2018 22:36
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
თუ რატომ ვითამაშეთ ასეთი უსახური ფეხბურთი სევილიასთან, ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ხვალე უნდა მივიღოთ ჩელსისთან გამარჯვებით.
0
№10
ავტორი: gela-manchesteri777
24 თებერვალი 2018 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ეხლა რამდენ კაცს აყენებ **** დაცვაში 12-0-1 ეს ტაქტიკა აიღე

ეხლა რამდენ კაცს აყენებ **** დაცვაში 12-0-1 ეს ტაქტიკა აიღე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top