თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2018, 13:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2792,
კომენტარები: 12
მოურინიო: "ჩელსისთან" მატჩები ნაკლებ მნიშვნელობას იძენს"
ჟოზე მოურინიომ თავის ყოფილ გუნდთან დაპირისპირებაზე თავისი შთაბეჭდილება გაგვიზიარა.
მოურინიო:
კვირას "ოლდ ტრაფორდს" ლონდონის "ჩელსი" ეწვევა და უდიდესი მნიშვნელობის მქონე მატჩს ჩაატარებს, მაგრამ ეს მნიშვნელობა მხოლოდ კლუბებს ეხება და არა კონკრეტულად ჟოზე მოურინიოს.

პორტუგალიელი მწვრთნელისთვის თავის ყოფილ გუნდთან დაპირისპირება სულ უფრო და უფრო ცოტას ნიშნავს, რაც მეტი დრო გადის.

მოურინიო "ჩელსიში" ორ სხვადასხვა პერიოდში დაინიშნა გუნდის მთავარ მწვრთნელად და ამ პერიოდში მან ჯამში რვა ტიტული მოიგო, რითაც კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მენეჯერი გახდა.

მისი ბოლო სამუშაო "სტემფორდ ბრიჯზე" კი 2015 წლის დეკემბერში დასრულდა, როცა წარუმატებლად გამოსდიოდა ტიტულის დაცვა და მომდევნო მაისს უკვე "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

"ოლდ ტრაფორდზე" მუშაობის პერიოდში კი ძველმა სამუშაო ადგილმა სხვა მნიშვნელობა შეიძინა და ჟოზეს ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ანტონიო კონტესთან, "ჩელსის" ამჟამინდელ მწვრთნელთან.

მაგრამ ორივე მხარე თანახმაა შერიგებაზე და აღარ სურთ დავის გაგრძელება, რადგან კვირას გაცილებით მნიშვნელოვანი რამ წყდება და ეს ოთხეულში მომხვედრის ბედია.

რაც შეეხება უშუალოდ მოურინიოს დამოკიდებულებას "ჩელსისთან" დაპირისპირების შესახებ, ჟოზე აცხადებს:

"რაც უფრო მეტი დრო გავა, "ჩელსის" წინააღმდეგ თამაში მით უფრო უმნიშვნელო იქნება. ისინი ორი წლის წინ დავტოვე, მომდევნო წელს კი სამი წელი შესრულდება, იმის მომდევნო წელს - ოთხი.

"ჩელსის" მწვრთნელი რომ ვიყავი, ეს განცდა თანდათან უქრებათ, ამიტომ ამ მატჩის მნიშვნელობა მხოლოდ ის არის, რომ ორი დიდი გუნდი მორიგ შეხვედრას გამართავს".


მიუხედავად იმისა, რომ მოურინიოს "ჩელსის" ამჟამინდელ მწვრთნელთან, სამწვრთნელო შტაბთან და გულშემატკივრებთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს, ამავეს ვერ ვიტყვით მის დამოკიდებულებაზე ხელმძღვანელობასთან.

"ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. არ დამავიწყდება, რა კარგად მექცეოდნენ, როცა რთული პერიოდი მქონდა მამის გარდაცვალების გამო.

მათ აჩვენეს, რომ მეგობრად მთვლიდნენ, ადამიანად, ვინც ყველაფერი გააკეთა და პატივს სცემდა კლუბა, ასე რომ, ხელმძღვანელობას რაც შეეხება, იციან, რომ კარგი დამოკიდებულება მაქვს.

არც მაქვს რაიმე პრობლემა, არც არაფერს ვნანობ, არც დისკომფორტში ვარ, გულშემატკივარი კი გულშემატკივრია. ბევრი მათგანისგან ვგრძნობ კეთილგანწყობას, როცა ქუჩაში მხვდებიან, როგორც ეს სამუდამო ურთიერთობისას უნდა იყოს.

როცა "სტემფორდ ბრიჯზე" ჩავდივარ, გულშემატკივართა მხრიდან უარყოფა უბრალოდ რეაქციაა".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: LewisHamilton
24 თებერვალი 2018 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
პროსტა წინასწარ მეშლება ნერვები როცა ბორნმუთმა და უოტფორდმა რასაც ჰქვია გადაურეს ჩელსის გინდა სახლში გინდა გასვლაზე და მეკიდე აქ ვზივარ და ვიცი რო გინდ სასურველი შედეგით დამთავრდეს თამაში მაინც რაღაც საზიზღარი თამაშის ხარჯზე მიღწეული შედეგი თუ იქნება.. ღმერთმა ქნას ვცდებოდე და რაღაც განსხვავებული ვნახოთ
0
№12
ავტორი: manchestereli777
25 თებერვალი 2018 04:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ავტობუსი გაფუჭებული ყავს და მაინც დაცვაში გაადძრო გუნდს სიქა ! ! ! ვინ უნდა შეცვალოს იმასაც ვერ ვფიქრობენ ! ! ! ბავარიის მწვრთნელი თავისუფალი იყო ეკითხათ მაინც სანამ ამ სირს მოიყვანდნენ .... არასდროს მევასებოდა და მანიუს ხათრით კიდე ჯანდაბას მეთქი მაგრამ აზრი აგარ ააქ ეს წარსულია უკვე სულს გაფავს !
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top