თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2018, 13:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2263,
კომენტარები: 14
მოურინიოს "იუნაიტედის" ლეგენდებთან შეკითხვა აქვს
ჟოზემ "ახალი სპორტის" შემქმნელებს უპასუხა.
მოურინიოს
ჟოზე მოურინიო ექსპერტებს მოუწოდა, რომ "ახალი სპორტი" არ შექმნან და განაცხადა, რომ სისულელეა იმის თქმა, შემტევები დაცვაში არ უნდა ჩამოდიოდნენო.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "სევილიას" ფრედ დასრულებული მატჩი ერთადერთი იყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, რომელშიც გოლი არ გავიდა და ეს იმის ფონზე, რომ დანარჩენ მატჩებში 27-ჯერ იქნა მეტოქის კარში ბურთი გახვეული.

ჟოზე მოურინიომ სასტარტო შემადგენლობაში პოლ პოგბას ნაცვლად სკოტ მაკტომინეისა და ანდერ ერერას გამწესება ამჯობინა, რათა "სევილიას" არგენტინელ ნახევარმცველ ევერ ბანეგაზე ზეწოლა მოეხდინა და მაღალი პრესინგისთვის მიემართათ.

თუმცა, გეგმამ სრული შედეგი ვერ გამოიღო და მატჩის შემდეგ მოურინიოს ტაქტიკის შესახებ ხშირად ამბობდნენ, რომ ალექსის სანჩესი თავის ვალდებულებებში კარგად გარკვეული არ იყო, რასაც პორტუგალიელმა "იუნაიტედის" ლეგენდარულ ფეხბურთელებზე მითითებით უპასუხა.

"ვფიქრობ, ყველა, მაგრამ მაინც რამდენი ხართ ჩართული ამ ახალ სპორტში? ინგლისში ხალხი ამბობს, რომ ვინგერები დაცვას არ უნდა დაეხმარონ, ამიტომ მომდევნო ჯერზე როცა დევიდ ბექჰემს შევხვდები, ვკითხავ: "დევიდ, როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდი და მოწინააღმდეგის მარცხენა მცველი გიტევდა, იდექი და უყურებდი თუ უკან მიყვებოდი იმ ბიჭს? დევიდს აუცილებლად ვკითხავ.

ყველამ იცის, რომ როი კინისა და პოლ სქოულზის დიდი მეგობარი არა ვარ, მაგრამ მათაც ვკითხავ: "როცა თქვენი გუნდი ბურთს კარგავდა, უკან იხევდით თუ მოედანზე იდექით და სეირნობდით?"

ვკითხავ, რადგან ისე ჩანს, თითქოს ყველა კარგი ფეხბურთელი თავისუფლად უნდა თამაშობდეს და მხოლოდ მაშინ, როცა მის გუნდს აქვს ბურთი, რაც დიდი სისულელეა. როცა შენს გუნდს აქვს ბურთი, უტევ, როცა შენს გუნდს არ აქვს ბურთი, თავს იცავ.

მაგრამ ახლა თურმე ასე არ ყოფილა, ახლა ახალ სპორტს ქმნიან ვიღაც ბიჭები და მე ამას არ ვეთანხმები. გამარჯვებულ გუნდში, მსოფლიოს უდიდეს გუნდებში ახლა - და არა 20 ან 30 წლის წინ - ყველა ფეხბურთელი შრომობს და ყველა იცავს ტაქტიკურ დისციპლინას".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Mancc
23 თებერვალი 2018 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ეს სტატია წავიკითხე მემგონი 4 დღის წინ და ძველი სტატიების დადების ნაცვლად ჯობს ახლები მოიძიოთ,ასე არ არის საინტერესო, გმადლობთ
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 თებერვალი 2018 13:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Mancc
ეს სტატია წავიკითხე მემგონი 4 დღის წინ და ძველი სტატიების დადების ნაცვლად ჯობს ახლები მოიძიოთ,ასე არ არის საინტერესო, გმადლობთ

22 თებერვალს დღის 12 საათზეა გამოქვეყნებული.
თქვენთვის თუ არა, სხვისთვის იქნება საინტერესო. ბოდიშს გიხდით თქვენი დროის უქმად დაკარგვისთვის, მაგრამ აქ ისეთი ხალხიცაა, ვინც არ იცის უცხო ენები და ქართულ მასალას ელოდება, ასე რომ, აუცილებლად ვთვლი გამოქვეყნებას, თუნდაც 4 დღის წინანდელი მასალისა.
გმადლობთ
5
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: LASHQARA
23 თებერვალი 2018 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Mancc
ეს სტატია წავიკითხე მემგონი 4 დღის წინ და ძველი სტატიების დადების ნაცვლად ჯობს ახლები მოიძიოთ,ასე არ არის საინტერესო, გმადლობთ

22 თებერვალს დღის 12 საათზეა გამოქვეყნებული.
თქვენთვის თუ არა, სხვისთვის იქნება საინტერესო. ბოდიშს გიხდით თქვენი დროის უქმად დაკარგვისთვის, მაგრამ აქ ისეთი ხალხიცაა, ვინც არ იცის უცხო ენები და ქართულ მასალას ელოდება, ასე რომ, აუცილებლად ვთვლი გამოქვეყნებას, თუნდაც 4 დღის წინანდელი მასალისა.
გმადლობთ

გაიხარე ძმაო რას ამბობ, მადლობის მეტი რა გვეთქმის, სიტყვა როგორ უნდა დაგცდეს, თქვენით ცოცხლობს ეს საიტი, არც ვაჭარბებ და არც არავის ვეპირფერები, უბრალოდ დაუნახავი არ უნდა იყო. love am
0
№4
ავტორი: RojoDiablo
23 თებერვალი 2018 14:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: LASHQARA

გაიხარე ძმაო რას ამბობ, მადლობის მეტი რა გვეთქმის, სიტყვა როგორ უნდა დაგცდეს, თქვენით ცოცხლობს ეს საიტი, არც ვაჭარბებ და არც არავის ვეპირფერები, უბრალოდ დაუნახავი არ უნდა იყო

გაიხარე, დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: ikeoni
23 თებერვალი 2018 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Martalia exla joze zogi saidan ras gaadzrobs xolme Magrad vkaifob:)))
0
№6
ავტორი: gache1991
23 თებერვალი 2018 14:37
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
100% ვეთანხმები მოუს და ზუსტად ვიცი პოგბა იგულიახმება რომელიც განსაკუთრებით წინა თამაშებში უკან უბრალოდ მოსეირნობდა.სევილიასთანაც მიაქციეთ ყურადღება როცა ნავასი პენალის დანიშვნას ითხოვდა სანამ ბურთი ნავასამდე მივიდოდა დააკვირდით პოგბას მოძრაობას,მაშინ როცა ბურთი მოწინააღმდეგეს საჯარიმოში აქ ამ დროს ცენტრალური ნახევარმცველი საჯარიმოდან ძალიან გარეთ რატო უნდა მოდიოდეს არ მესმის..ბექჰემიც რო მოყვებოდა კინიც და სკოულზიც იმიტო იყვნენ უმაღლესი დონის და იმიტო მიაღწიეს ყველაფერს

რაც შეეხება ამ სიახლის დადებას ეს კაცი არანორმალურ საქმეს აკეთებს ამ საიტისთვის და ვისაც პრეტენზია აქ ჯობია იმან დადოს უფრო ოპერატიულად;))
1
№7
ავტორი: RojoDiablo
23 თებერვალი 2018 14:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: gache1991
რაც შეეხება ამ სიახლის დადებას ეს კაცი არანორმალურ საქმეს აკეთებს ამ საიტისთვის და ვისაც პრეტენზია აქ ჯობია იმან დადოს უფრო ოპერატიულად;))

მადლობა, გაჩე love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: JuanMata
23 თებერვალი 2018 14:55
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ამაში მართალია მოურინიო, როცა ბურთს კარგავ, მთელი გუნდი უნდა ჩაერთოს მის დაბრუნებაში.
ოღონდ ჩვენ პრობლემა გვაქვს,

როცა ბურთი არ გვაქვს თავს ვიცავთ, როცა ბურთი გვაქვს მეტოქეს ვუგდებთ წინ და მერე მაინც თავს ვიცავთ wink
0
№9
ავტორი: Svanchester
23 თებერვალი 2018 15:00
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ჟოზე გუნდი ცოტა სანახაობრივ ფეხბურთს მიაჩვიე თორე ესე იუნაიტედის შიშს და რიდს ყველა დაკარგავს. არ ვართ ჩვენ ინტერი დაცვაში ჩაჯდომებით რო იგებდი თამაშებს.
0
№10
ავტორი: Mancc
23 თებერვალი 2018 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
დაუნახავიო :დდ პირიქით,დღე არ გავა აქ როარ შემოვიდე და ახალი ამბებით და ჭორებით არ დავტკბე,პროსტა ეს კონკრეტული სტატია მართლა ყელში ამოვიდა და დავრეგისტრირდი,დამანერვოზა ამ სტატიამ :დდდდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top