თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2018, 13:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2269,
კომენტარები: 14
მოურინიოს "იუნაიტედის" ლეგენდებთან შეკითხვა აქვს
ჟოზემ "ახალი სპორტის" შემქმნელებს უპასუხა.
მოურინიოს
ჟოზე მოურინიო ექსპერტებს მოუწოდა, რომ "ახალი სპორტი" არ შექმნან და განაცხადა, რომ სისულელეა იმის თქმა, შემტევები დაცვაში არ უნდა ჩამოდიოდნენო.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "სევილიას" ფრედ დასრულებული მატჩი ერთადერთი იყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, რომელშიც გოლი არ გავიდა და ეს იმის ფონზე, რომ დანარჩენ მატჩებში 27-ჯერ იქნა მეტოქის კარში ბურთი გახვეული.

ჟოზე მოურინიომ სასტარტო შემადგენლობაში პოლ პოგბას ნაცვლად სკოტ მაკტომინეისა და ანდერ ერერას გამწესება ამჯობინა, რათა "სევილიას" არგენტინელ ნახევარმცველ ევერ ბანეგაზე ზეწოლა მოეხდინა და მაღალი პრესინგისთვის მიემართათ.

თუმცა, გეგმამ სრული შედეგი ვერ გამოიღო და მატჩის შემდეგ მოურინიოს ტაქტიკის შესახებ ხშირად ამბობდნენ, რომ ალექსის სანჩესი თავის ვალდებულებებში კარგად გარკვეული არ იყო, რასაც პორტუგალიელმა "იუნაიტედის" ლეგენდარულ ფეხბურთელებზე მითითებით უპასუხა.

"ვფიქრობ, ყველა, მაგრამ მაინც რამდენი ხართ ჩართული ამ ახალ სპორტში? ინგლისში ხალხი ამბობს, რომ ვინგერები დაცვას არ უნდა დაეხმარონ, ამიტომ მომდევნო ჯერზე როცა დევიდ ბექჰემს შევხვდები, ვკითხავ: "დევიდ, როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდი და მოწინააღმდეგის მარცხენა მცველი გიტევდა, იდექი და უყურებდი თუ უკან მიყვებოდი იმ ბიჭს? დევიდს აუცილებლად ვკითხავ.

ყველამ იცის, რომ როი კინისა და პოლ სქოულზის დიდი მეგობარი არა ვარ, მაგრამ მათაც ვკითხავ: "როცა თქვენი გუნდი ბურთს კარგავდა, უკან იხევდით თუ მოედანზე იდექით და სეირნობდით?"

ვკითხავ, რადგან ისე ჩანს, თითქოს ყველა კარგი ფეხბურთელი თავისუფლად უნდა თამაშობდეს და მხოლოდ მაშინ, როცა მის გუნდს აქვს ბურთი, რაც დიდი სისულელეა. როცა შენს გუნდს აქვს ბურთი, უტევ, როცა შენს გუნდს არ აქვს ბურთი, თავს იცავ.

მაგრამ ახლა თურმე ასე არ ყოფილა, ახლა ახალ სპორტს ქმნიან ვიღაც ბიჭები და მე ამას არ ვეთანხმები. გამარჯვებულ გუნდში, მსოფლიოს უდიდეს გუნდებში ახლა - და არა 20 ან 30 წლის წინ - ყველა ფეხბურთელი შრომობს და ყველა იცავს ტაქტიკურ დისციპლინას".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
23 თებერვალი 2018 16:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Mancc
დაუნახავიო :დდ პირიქით,დღე არ გავა აქ როარ შემოვიდე და ახალი ამბებით და ჭორებით არ დავტკბე,პროსტა ეს კონკრეტული სტატია მართლა ყელში ამოვიდა და დავრეგისტრირდი,დამანერვოზა ამ სტატიამ :დდდდ

მერე გეთქვა ეგრე, კაცო, რას გამიქრე წერის მუღამი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2018 18:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამაში სრულიად ვეთანხმები მოურინიოს
0
№13
ავტორი: K1llsw1tch
23 თებერვალი 2018 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ასე კატეგოიულად არავინ ითხოვს. მშვენივრად იცი, მოუ, რაზეც მიგითითებენ და ხანდახან მოკეტო და ჭკუა ისწავლო ჯობია. ანტიფეხბურთს ათამაშებ გუნდს და ეს ფაქტია.
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
23 თებერვალი 2018 21:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3202
ობიექტურობა მოითხოვს ითქვას რომ ამ შემთხვევაში ნაღდად სწორია მოუ.რომელ გუნდს დაასახელებენ ნეტა სადაც ნახევარმცველები უკან არ მოყვებიან.ან ფლანგები.ფლანგი შემტევი ნახევარმცველია ოღონდ ფლანგიდან და მასაც უკან ჩამოყოლა ევალება.დისციპლინაო ამბობს და სწორია.გუნდში რომ დისციპლინა არ ყოფილიყო ფერგი ვერაფერსაც ვერ მიაღწევდა.უბრალოდ განსხვავება არის დიდი ძველ და ახალ დროებს შორის.კერძოდ, ვგულისხმობ სატრანსფერო ფასს.როდესაც ფეხბურთელის მოსაყვანად დიდი ფული გჭირდება მხოლოდ და დანარჩენს აზრი არ აქვს, ასეთ სიტუაციაში 100 მილიონად ნაყიდ ფეხბურთელს რომელსაც ეხვეწები პახოდუ რო ჩემთან გადმოდიო.ასეთ ტიპს რო თავში ქონდეს ავარდნილი გაგიკვირდეს ახლა.პოგბას გონია რომ ამხელა ფული რახან გადაიხადეს ამას ვერავინ ვერაფერს ვერ მოთხოვს და შენი ჭირიმე ოღონდ რამე ქენი და ხმას არ ამოვიღებთო.ეს ჭირს მარსიალსაც.თავიდან მოვიდა ღლაპი რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო და მასზე მუშაობდა გუნდი რო ეგებ გაეტანა და იმანაც ასე ჩათვალა.ახლა აქეთ რა ხდება ამ დროს.მოუმ აბა დაახვიეთ ბიჭებოო და დასვა სკამზე ორივე.თუ მოვლენ აზრზე მოვლენ თორე მასეთები წასულან გუნდიდან?მე პირადად კიდევ ვიმეორებ: 10-იანზე მირჩევნია იდგეს სანჩესი დაუკანაც ისედაც დარბის და ფლანგზე ან მარსო ან რეში დადგება.მიმაჩნია რომ ლუკაკუმაც უნდა იგრძნოს რომ შეუცვლელი არ არის და გარანტირებული არაფერი არ აქვს.ერთ თამაშში დავაყენებდი ასეთ შემადგენლობას და ვნახავდი უბრალოდ თუ სხვა სტილს არ ითამაშებდა გუნდი:
-----დე ხეა-----
ვალე---ლინდელოფი---ბაილი---შოუ
------მატიჩი-----
მატა---პოგბა
------სანჩესი------
მარსიალი---რეშფორდი
ანუ 4-1-2-1-2.
რავი ვფიქრობ იდეალურია.შეცვლაზე: რომერო,ლუკაკუ,ლინგარდი,ერერა,მაკტომინაი,სმოლინგი.
მწვრთნელი ჯერჯერობით იგივე wink wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top