თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2018, 11:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2029,
კომენტარები: 11
დე ხეა ახალ კონტრაქტს გააფორმებს
ესპანელი "იუნაიტედთან" ხელმშეკრულების გახანგრძლივებაზე თანახმაა.
დე ხეა ახალ კონტრაქტს გააფორმებს
დავიდ დე ხეა თავის მომავალს კვლავს "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუკავშირებს და კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ესპანელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში "სევილიას" თავდამსხმელ ლუის მურიელის დარტყმულის შემდეგ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო სეივი განახორციელა, რითაც მის გუნდს ფრე მოაპოვებინა და საპასუხო შეხვედრაში ფავორიტის სტატუსი შეუნარჩუნა.

მადრიდის "რეალი" ჯერ კიდევ არის დე ხეას შეძენის მოსურნე და მიუხედავად იმისა, რომ ისინი "ჩელსიდან" ტიბო კურტუას გადაბირებას უფრო რეალურად მიიჩნევენ, "იუნაიტედის" კიპერისადმი ინტერესს არ კარგავენ და ზაფხულში აქტიურად ეცდებიან მის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაყვანას.

თუმცა, მოსალოდნელია, რომ "რეალი" ამჯერადაც მარცხს განიცდის, როგორც ეს რამდენიმე მცდელობისას მოუვიდა.

დე ხეა და "იუნაიტედი" ახალ კონტრაქტზე თანხმდებიან, რომლის თანახმადაც მისი ამჟამინდელი ხელფასი გაიზრდება.

მეკარესთან მოლაპარაკებები 2017 წლის დასრულებიდან მიმდინარეობს და შეთანხმების გაჭიანურების მიზეზს მხოლოდ ხელფასი წარმოადგენს, რომლის რაოდენობაზეც მედიაში ვერ თანხმდებიან. შესაძლო სახელფასო თანხად 210, 220 და 375 ათასი ფუნტი სახელდება.

"იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გარანტიები მიიღოს დე ხეას დარჩენის შესახებ მინიმუმ 2021 წლის ზაფხულამდე.

"ოლდ ტრაფორდზე" დარჩენის წინააღმდეგი არა რის თავად დე ხეა, რომელიც სეზონის ბოლომდე გააფორმებს კონტრაქტს, ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მის შესახებ სატრანსფერო ჭორები საბოლოოდ შეწყდება.

წყარო: the times
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: tupaca
23 თებერვალი 2018 11:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
რამდენსაც მოითხოვს გადაუხადონ! ბოლო კაპიკამდე იმსახურებს ეს ბიჭი
0
№2
ავტორი: gaga1987
23 თებერვალი 2018 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
უდავოდ საუკეთესოა.ნომერ 1.და ყველანაირ ხელფასს იმსახურებს და არამარტო.ჩემი აზრით მომავალი კაპიტანი უნდა გახდეს.თუ რათქმაუნდა დარჩება.
0
№3
ავტორი: Buk777
23 თებერვალი 2018 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Miecit 400 atasi imsaxurebs da mieci mourinio kapitnoba am kacs yvelafers imsaxurebs
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2018 12:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წასვლაც რო მოითხოვოს ვერ გავამტყუნებ მე პირადად, ისეთ ფეხბურთს თამაშობს გუნდი ბოლო პერიოდია აშკარად ენდომება მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა
0
№5
ავტორი: Mike
23 თებერვალი 2018 12:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
დავიდს ნებისმიერი ხელფასი ეკუთვნის, ბოლომდე იმსახურებს ყველაფერს
0
№6
ავტორი: Svanchester
23 თებერვალი 2018 12:42
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
პოზიტიური ინფორმაცია !!
0
№7
ავტორი: ikeoni
23 თებერვალი 2018 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Reals chaedo sabolood
0
№8
ავტორი: LASHQARA
23 თებერვალი 2018 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ერთადერთი ნათელი წერტილი დღევანდელ რეალობაში, სამწუხაროდ და საბედნიეროდ love am
0
№9
ავტორი: kashmara
23 თებერვალი 2018 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
შენ გენაცვალე ჩემი დზმახარ!!!
0
№10
ავტორი: SANCHEZ 7
23 თებერვალი 2018 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
არაფერში გავამტყუნებ აბ ბიჭს თუ წავა ძაან მეწყინება მაგრამ არამგონია წავიდეს და ხელფასი მისცენ რამდენიც უნდაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top