თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2018, 11:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2032,
კომენტარები: 11
დე ხეა ახალ კონტრაქტს გააფორმებს
ესპანელი "იუნაიტედთან" ხელმშეკრულების გახანგრძლივებაზე თანახმაა.
დე ხეა ახალ კონტრაქტს გააფორმებს
დავიდ დე ხეა თავის მომავალს კვლავს "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუკავშირებს და კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ესპანელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში "სევილიას" თავდამსხმელ ლუის მურიელის დარტყმულის შემდეგ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო სეივი განახორციელა, რითაც მის გუნდს ფრე მოაპოვებინა და საპასუხო შეხვედრაში ფავორიტის სტატუსი შეუნარჩუნა.

მადრიდის "რეალი" ჯერ კიდევ არის დე ხეას შეძენის მოსურნე და მიუხედავად იმისა, რომ ისინი "ჩელსიდან" ტიბო კურტუას გადაბირებას უფრო რეალურად მიიჩნევენ, "იუნაიტედის" კიპერისადმი ინტერესს არ კარგავენ და ზაფხულში აქტიურად ეცდებიან მის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაყვანას.

თუმცა, მოსალოდნელია, რომ "რეალი" ამჯერადაც მარცხს განიცდის, როგორც ეს რამდენიმე მცდელობისას მოუვიდა.

დე ხეა და "იუნაიტედი" ახალ კონტრაქტზე თანხმდებიან, რომლის თანახმადაც მისი ამჟამინდელი ხელფასი გაიზრდება.

მეკარესთან მოლაპარაკებები 2017 წლის დასრულებიდან მიმდინარეობს და შეთანხმების გაჭიანურების მიზეზს მხოლოდ ხელფასი წარმოადგენს, რომლის რაოდენობაზეც მედიაში ვერ თანხმდებიან. შესაძლო სახელფასო თანხად 210, 220 და 375 ათასი ფუნტი სახელდება.

"იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გარანტიები მიიღოს დე ხეას დარჩენის შესახებ მინიმუმ 2021 წლის ზაფხულამდე.

"ოლდ ტრაფორდზე" დარჩენის წინააღმდეგი არა რის თავად დე ხეა, რომელიც სეზონის ბოლომდე გააფორმებს კონტრაქტს, ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მის შესახებ სატრანსფერო ჭორები საბოლოოდ შეწყდება.

წყარო: the times
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: JosephAcuro
26 თებერვალი 2018 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
viagra 100mg how to use
generic viagra
name for generic viagra
<a href="http://www.viagrarow.com">viagra no prescription</a>
what can i take to make viagra work better
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top