"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ბოლო მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ.
"წითლებმა" სავარჯიშო ბაზაზე დღეს დილას ბოლო სესია გამართეს, მოგვიანებით კი ესპანეთში გაფრინდებიან.
ჟოზე მოურინიოს გუნდში სასიამოვნო ამბებია, ვინაიდან მის განკარგულებაში იქნებიან ანდერ ერერა, მარკუს რეშფორდი და პოლ პოგბა, რომლებმაც კლუბის ბოლო მატჩი გამოტოვეს. დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც.
მწვრთნელი დაწვრილებით ინფორმაციას დღეს გასამართ პრესფონრენეციაზე გაავრცელებს. გულშემატკივარს ახალი ამბების მოსმენა თბილისის დროით 23:30 საათიდან შეეძლებათ.