თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2018, 17:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4079,
კომენტარები: 11
მზადება "სევილიასთან" მატჩისთვის
დღევანდელი ვარჯიშის ამსახველი ფოტომასალა.
მზადება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ბოლო მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ.

"წითლებმა" სავარჯიშო ბაზაზე დღეს დილას ბოლო სესია გამართეს, მოგვიანებით კი ესპანეთში გაფრინდებიან.

ჟოზე მოურინიოს გუნდში სასიამოვნო ამბებია, ვინაიდან მის განკარგულებაში იქნებიან ანდერ ერერა, მარკუს რეშფორდი და პოლ პოგბა, რომლებმაც კლუბის ბოლო მატჩი გამოტოვეს. დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც.

მწვრთნელი დაწვრილებით ინფორმაციას დღეს გასამართ პრესფონრენეციაზე გაავრცელებს. გულშემატკივარს ახალი ამბების მოსმენა თბილისის დროით 23:30 საათიდან შეეძლებათ.
სურათები
11 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
21 თებერვალი 2018 00:57
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: K1llsw1tch
მე კიდევ ხე სმოლინგს ბევრად მირჩევნია ლინდელოფი ან თუნცად როხო და თქვენი არ ვიცი.


ლინდელოფს არ მისცემია ჯერ იმდენი შანსი, რომ კარგად გამოჩნდეს, მაგრამ აქედანვე ეტყობა რომ ხისგან გამოჩორკნილი არაა და როხო მე ძაან მომწონს, თუ დაკვირვებიხარ, დაცვიდან ძალიან კარგად ამოდის და დიაგონალებს აკეთებს მშვენივრად. სმოლინგმა მარტო მოგიერიება და უკან პასი იცის.

ჩელსი-ბარსას ვუყურებდი ახლა და ჩელსის ძალიან კარგად ორგანიზებული კონტრშეტევა აქვს, მარტო იმიტომ არა, რომ წინ სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ, დამუშავებული აქვთ სწრაფად ამოსვლის კომბინაცია , ჩვენ ღმერთის იმედად ამოვდივართ დაცვიდან.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top