თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2018, 17:30
ავტორი: gache1991,
ნანახია: 2146,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" იტალიურ ბაზარზე იაქტიურებს
"იუნაიტედი" ცენტრალურ მცველს იტალიაში ეძებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ცენტრალური მცველის ძიებაშია, რაფაელ ვარანის და ტობიას ალდერვეირელდის გარდა ხელმძღვანელობა სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. "იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი გარი ნევილი გაშვებული გოლების სიმცირის მიზეზად დავიდ დეხეას და ნემანია მატიჩის კარგ თამაშს თვლის და ცენტრალური მცველის შეძენას აუცილებლობად მიიჩნევს.

იტალიური პრესა, რომელიც, უნდა აღინიშნოს, პირველი იყო ვინც აქტიურად დაუკავშირა "იუნაიტედი" და ალექსის სანჩესი, ირწმუნება რომ მოურინიო ცენტრალურ მცველს იტალიურ ბაზარზე ეძებს და ასეთებად 3 კანდიდატს ასახელებს :

1. კოსტას მანოლასი - ეროვნებით ბერძენი ფეხბურთელი სტაბილურად ასპარეზობს როგორც საბერძნეთის, ასევე "რომას" შემადგენლობაში, მისი შეძენით ინტერესდებოდა ლონდონის "ჩელსი", მიმდინარე სეზონში კოსტასი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილებასაც იღებს.

2. კალიდუ კულიბალი - კულიბალი ფიზიკურად უძლიერესად მომზადებული ცენტრალური მცველია, რომელსაც პირადად დიეგო მარადონაც აქებს. რაულ ალბიოლთან ერთად შესანიშნავი დაცვის დუეტი აქვს შექმნილი და "ნაპოლის" წარმატებულ თამაშში საკუთარი, საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს, ამ მომენტისთვის კალიდუ სერია ა-ს მოსაგებად იბრძვის და პარალელურად ევროპა ლიგაზე "ლაიფციგის" ბარიერის გავლას ცდილობს.

3. მილოშ სკრინიარი - ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელებისგან განსხვავებით მილოში მიმდინარე სეზონში ევრო სარბიელზე არ თამაშობს, მაგრამ მისი შიდა ჩემპიონატში დამაჯერებელი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ევროპული გრანდების ხელმძღვანელებს.

წყარო : m.calciomercato.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 17:44
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
კულიბალი მოიყვანონ, შესანიშნავი მცველია, ბაილისთან ერთად ძალიან მაგარი "შავტრაკების" დუეტი იქნება. ცენზურა მომიტევეთ :)))
2
№2
ავტორი: gache1991
18 თებერვალი 2018 18:19
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძაალიან მაგარია კულიბალი.მანოლასი არ მევასება ბევრი შეცდომები აქ ხოლმე, შკრინიარსაც ბურთთან აშკარად ვერ არი ახლოს ელემენტარულ სიტუაციებში გაჩერებაც უჭირს ხოლმე.აი კულიბალი ბაილი იქნება ბომბა:))
1
№3
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2018 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
კულიბალი ძალიან მაგარი ვარიანტია
1
№4
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2018 19:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მანოლასი დიდად არ მევასება, ხშირი შეცდომები ახასიათებს. თუ მცველზეა საუბარი ისევ პრემიერ ლიგიდან დაითრიონ, თუნდაც ალდერვეირელდზე იყო საუბარი
1
№5
ავტორი: F1RSTA
18 თებერვალი 2018 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 90
აუ კულიბალი ჩემი ოცნებაა
0
№6
ავტორი: gela-manchesteri777
18 თებერვალი 2018 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
უმტიტის მიაწვნენ მაგარი მცველი გახდება ცოტახანში
0
№7
ავტორი: SANCHEZ 7
18 თებერვალი 2018 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
კულიბალი ბაილი იქნება რაღაც სასწაულიი
0
№8
ავტორი: kantona-7
18 თებერვალი 2018 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
კულიბალი და ბაილი ნამეტანი ჩორნა ჟოპა დაცვა გამოდის თორე კედელი იქნება მართლა ამათი წყვილი ერთად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№9
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2018 20:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კულიბალი მართლა კარგი ვარიანტია
0
№10
ავტორი: gaga1987
18 თებერვალი 2018 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
dges uyure totenhemis tamashs da sashinlad itamasha ardelveidelma.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top