თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2018, 17:30
ავტორი: gache1991,
ნანახია: 2151,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" იტალიურ ბაზარზე იაქტიურებს
"იუნაიტედი" ცენტრალურ მცველს იტალიაში ეძებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ცენტრალური მცველის ძიებაშია, რაფაელ ვარანის და ტობიას ალდერვეირელდის გარდა ხელმძღვანელობა სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. "იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი გარი ნევილი გაშვებული გოლების სიმცირის მიზეზად დავიდ დეხეას და ნემანია მატიჩის კარგ თამაშს თვლის და ცენტრალური მცველის შეძენას აუცილებლობად მიიჩნევს.

იტალიური პრესა, რომელიც, უნდა აღინიშნოს, პირველი იყო ვინც აქტიურად დაუკავშირა "იუნაიტედი" და ალექსის სანჩესი, ირწმუნება რომ მოურინიო ცენტრალურ მცველს იტალიურ ბაზარზე ეძებს და ასეთებად 3 კანდიდატს ასახელებს :

1. კოსტას მანოლასი - ეროვნებით ბერძენი ფეხბურთელი სტაბილურად ასპარეზობს როგორც საბერძნეთის, ასევე "რომას" შემადგენლობაში, მისი შეძენით ინტერესდებოდა ლონდონის "ჩელსი", მიმდინარე სეზონში კოსტასი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილებასაც იღებს.

2. კალიდუ კულიბალი - კულიბალი ფიზიკურად უძლიერესად მომზადებული ცენტრალური მცველია, რომელსაც პირადად დიეგო მარადონაც აქებს. რაულ ალბიოლთან ერთად შესანიშნავი დაცვის დუეტი აქვს შექმნილი და "ნაპოლის" წარმატებულ თამაშში საკუთარი, საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს, ამ მომენტისთვის კალიდუ სერია ა-ს მოსაგებად იბრძვის და პარალელურად ევროპა ლიგაზე "ლაიფციგის" ბარიერის გავლას ცდილობს.

3. მილოშ სკრინიარი - ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელებისგან განსხვავებით მილოში მიმდინარე სეზონში ევრო სარბიელზე არ თამაშობს, მაგრამ მისი შიდა ჩემპიონატში დამაჯერებელი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ევროპული გრანდების ხელმძღვანელებს.

წყარო : m.calciomercato.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: gia miqadze
18 თებერვალი 2018 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
კულიბალი არი ძალიან კარგი და კარგზეც უკეთესი კიდე იდეალური იქნება ეგ და ბაილი იმენა კედელი იქნება დაცვა
0
№12
ავტორი: gache1991
18 თებერვალი 2018 22:48
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: gaga1987
dges uyure totenhemis tamashs da sashinlad itamasha ardelveidelma.

ეხლა დაბრუნდა ტრამვა ქონდა და მაგიტო.ძააალიან მაგარია ალდერვეირელდი ჭკვიანი იგროკია კითხულობს სიტუაციებს მაგრა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top