თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2018, 15:30
ავტორი: gache1991,
ნანახია: 2259,
კომენტარები: 13
ვანიამა "იუნაიტედის" რადარზე
"იუნაიტედი" ვანიამათი ინტერესდება.
ვანიამა
მას შემდეგ რაც მოურინიომ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ გუნდი აუცილებლად შეიძენდა ნახევარმცველს, არტურო ვიდალის შემდეგ გაიჟღერა ვიქტორ ვანიამას გვარმა. დადასტურებული ინფორმაციაა მაიკლ კერიკის საფეხბურთო კარიერის დასრულება, ძალიან ბევრი ვარაუდია ფელაინის თურქული მომავლის გარშემო, ერთმანეთს უკავშირებენ ანდერ ერერას და "მილანს", შესაბამისად გუნდში სერიოზული დეფიციტი ჩნდება ცენტრალური ნახევარმცველების.

ვანიამა შესანიშნავ ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს, ფიზიკურად არნახულ ფორმაში მყოფ ვიქტორს ბოლო სეზონში არცერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია და რომ არა სეზონის დასაწყისში მიღებული ტრამვა მისი სათადარიგოთა სკამზე ხილვა წარმოუდგენელი იქნებოდა.

გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი "ლივერპული" ნომერ პირველ და ერთადერთ პრეტენდენტად მიიჩნეოდა პრესაში, მაგრამ "დეილი მეილის" ინფორმაციით მერსისაიდელებს კონკურენციას მათი ყველაზე საძულველი მოწინააღმდეგე "იუნაიტედი" გაუწევს.

26 წლის კენიელის და არტურო ვიდალის გარდა პრესა აქტიურად უკავშირებს "იუნაიტედს" "ნაპოლის" ნახევარმცველ ჟორჟინიოს, როგორც ბოლო დღეებში ირკვევა მოურინიოს გარდა, პოლ პოგბაც აქტიურად ითხოვს სათამაშო სქემის შეცვლას, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას.



წყარო: dailymail.co.uk
ჭორები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2018 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
სიამოვნებით ვიხილავდი მანიუში
1
№2
ავტორი: RojoDiablo
18 თებერვალი 2018 16:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამათგან თუ ვინმეს დავიმატებთ, ყველაზე მეტად დემბელე ან დაიერი მინდა. ერიქსენი და ალდერვეირელდი ან ვერტონგენიც კარგი იქნებოდა. დაიერსაც დიდი სიამოვნებით ჩავაცვადი წითელ ფორმას. მოკლედ, ნახევარ ტოტენჰემს არ მოგვცემენ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Benny
18 თებერვალი 2018 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ციტატა: RojoDiablo
ამათგან თუ ვინმეს დავიმატებთ, ყველაზე მეტად დემბელე ან დაიერი მინდა. ერიქსენი და ალდერვეირელდი ან ვერტონგენიც კარგი იქნებოდა. დაიერსაც დიდი სიამოვნებით ჩავაცვადი წითელ ფორმას. მოკლედ, ნახევარ ტოტენჰემს არ მოგვცემენ?
პოჩეტინოს დამსახურებაა, დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ოლდ ტრაფორდზე.
0
№4
ავტორი: gache1991
18 თებერვალი 2018 16:26
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მე ამინც დაიერი მგონია ყველაზე კაი ვარიანტი.მცველის ყიდვა აღარ დაგვჭირდება მერე. ანუ ბაილი ჯონსი ან ბაილი ლინდელოფი სასტავში დადგებოდა, მაგათგან რომელიმე თუ დაიმტვრეიდა დაიერს დავწევდით უკან და მცველად დავაყენებდით,მეეჭვება ერთდროულად დაიმტვრენ მაგალითად მატიჩი და მცველები რო პრობლემა გაჩნდეს..
0
№5
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 16:32
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ერიკსენი მოიყვანონ ყველაზე კლასნი ტრანსფერი ეს იქნება ტოტენჰემიდან
0
№6
ავტორი: Rooni
18 თებერვალი 2018 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Da ieri keini da pochetino minda magrad pochetino upirvelesad
0
№7
ავტორი: PaLoMo
18 თებერვალი 2018 19:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Benny
ციტატა: RojoDiablo
ამათგან თუ ვინმეს დავიმატებთ, ყველაზე მეტად დემბელე ან დაიერი მინდა. ერიქსენი და ალდერვეირელდი ან ვერტონგენიც კარგი იქნებოდა. დაიერსაც დიდი სიამოვნებით ჩავაცვადი წითელ ფორმას. მოკლედ, ნახევარ ტოტენჰემს არ მოგვცემენ?
პოჩეტინოს დამსახურებაა, დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ოლდ ტრაფორდზე.

barrm yvela dagewera :Ddddd alderveilerdi da daieri kai iqnebaaa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2018 19:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერიქსენია ყველაზე მაგარი ტოტენჰემში
0
№9
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2018 19:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტოტენჰემის ნახევარდაცვიდან მარტო დაიერი გამიხარდებოდა. დემბელე ძაან მაგარია, მაგრამ მორიგი ტრავმიანი კაცი არ მინდა გუნდში
0
№10
ავტორი: gela-manchesteri777
18 თებერვალი 2018 20:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
კაი იქნებოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top