თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2018, 15:30
ავტორი: gache1991,
ნანახია: 2265,
კომენტარები: 13
ვანიამა "იუნაიტედის" რადარზე
"იუნაიტედი" ვანიამათი ინტერესდება.
ვანიამა
მას შემდეგ რაც მოურინიომ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ გუნდი აუცილებლად შეიძენდა ნახევარმცველს, არტურო ვიდალის შემდეგ გაიჟღერა ვიქტორ ვანიამას გვარმა. დადასტურებული ინფორმაციაა მაიკლ კერიკის საფეხბურთო კარიერის დასრულება, ძალიან ბევრი ვარაუდია ფელაინის თურქული მომავლის გარშემო, ერთმანეთს უკავშირებენ ანდერ ერერას და "მილანს", შესაბამისად გუნდში სერიოზული დეფიციტი ჩნდება ცენტრალური ნახევარმცველების.

ვანიამა შესანიშნავ ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს, ფიზიკურად არნახულ ფორმაში მყოფ ვიქტორს ბოლო სეზონში არცერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია და რომ არა სეზონის დასაწყისში მიღებული ტრამვა მისი სათადარიგოთა სკამზე ხილვა წარმოუდგენელი იქნებოდა.

გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი "ლივერპული" ნომერ პირველ და ერთადერთ პრეტენდენტად მიიჩნეოდა პრესაში, მაგრამ "დეილი მეილის" ინფორმაციით მერსისაიდელებს კონკურენციას მათი ყველაზე საძულველი მოწინააღმდეგე "იუნაიტედი" გაუწევს.

26 წლის კენიელის და არტურო ვიდალის გარდა პრესა აქტიურად უკავშირებს "იუნაიტედს" "ნაპოლის" ნახევარმცველ ჟორჟინიოს, როგორც ბოლო დღეებში ირკვევა მოურინიოს გარდა, პოლ პოგბაც აქტიურად ითხოვს სათამაშო სქემის შეცვლას, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას.



წყარო: dailymail.co.uk
ჭორები
13 კომენტარი
№11
ავტორი: SANCHEZ 7
18 თებერვალი 2018 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ცუდი არაა მაგრამ დემბელე უკეთესი ვარიანტია
0
№12
ავტორი: kantona-7
18 თებერვალი 2018 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
როგორც სვანიმ დაწერა მეც უნდა დავეთანხმო და მხოლოდ ერიქსენი მინდა ტოტენჰემიდან. არც კეინზე ვიტყოდი უარს ლუკაკუ რომარგვყავდეს მარა ლუკაკუს ჯონია ბერჯერობით ფაქტია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№13
ავტორი: WeAreUnited
19 თებერვალი 2018 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ტოტე რომ მესიმატიურება რავიცი აი პოჩეტინო მინდა ძალიან დიდი ხნით მწვრთნელად ძალიან მაგარ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს და ახალგაზრდების ცნობაც არ ეშლება გუნდში ისეთი სიტუაცია აქვს შექმნილი რომ კაციშვილი წამსვლელი არაა თუ არ გაუშვებს პოჩე :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top