თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2018, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1830,
კომენტარები: 13
Telegraph: პოგბა მუშაობას განაგრძობს
ფრანგი გულხედაკრეფილი არ იჯდება.
Telegraph: პოგბა მუშაობას განაგრძობს
პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობას სიამოვნებით აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიოსა და მისი მოსაზრებები გაიყო და ნანობს, რომ მადრიდის "რეალი" არ აირჩია.

პოგბას პრემიერ ლიგის ბოლო სამი შეხვედრა არ ჩაუტარებია სრულად და ერთ-ერთ მათგანში სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

ეს პირველი ნიშანია პოგბასა და მოურინიოს შორის ნებისმიერი სახის უთანხმოებისა, რაც პირველ რიგში ფეხბურთელისადმი დაკისრებულ მოვალეობებზეა დამოკიდებული.

ფრანგული გამოცემა L’Equipe ამტკიცებს, რომ პოგბა უკმაყოფილოა ნახევარდაცვის სიღრმეში ჩაწევით და ეჭვობს, რომ "რეალის" ნაცვლად "იუნაიტედის" არჩევით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

მედიის სხვა წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ პოგბას 4-3-3 ფორმაციაში მარცხენა ნახევარმცველად თამაშის სურს, ზოგიერთი კი ამტკიცებს, რომ ალექსის სანჩესზეა დაბოღმილი, რადგანაც სწორედ ჩილელის მისვლის შემდეგ შეიცვალა მისი მდგომარეობა.

მოურინიო უკმაყოფილოა ფრანგის ბოლო დროინდელი ასპარეზობით, მაგრამ ისინი ერთმანეთს პირისპირ არ შეხვედრიან და არ უსაბრიათ, რადგან ჟოზეს ჯერ კიდევ სჯერა, რომ პოგბა "იუნაიტედის" წარმატებაში უმთავრეს როლს თამაშობს.

მისი აგენტი მინო რაიოლა კი გაოცებული დარჩა, როცა "ტელეგრაფ სპორტის" ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ნამდვილად აპირებდა თუ არა პოლი "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას და ამ ემოციის დასტურად განაცხადა, რომ მისი კლიენტი მხოლოდ ბეჯითად შრომას აპირებს.

წყარო: telegraph
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
16 თებერვალი 2018 14:34
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეს შემდეგი სერიაა:)) გაგრძელება იქნება :)
0
№2
ავტორი: wiking
16 თებერვალი 2018 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ამ ჩოილარ კაცმა ათამაშოს 4-3-3პოგბა მარცხნივ და ნახოს, როგორ ითამაშებს, გუნდი და პოლი, შანსი მისცეს ამ ქლიბ პორტუგალიელმა
0
№3
ავტორი: ikeoni
16 თებერვალი 2018 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Mgonia Ro male damtavrdeba Es yvelaferi
0
№4
ავტორი: VALERI.s
16 თებერვალი 2018 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
დროა რომ გუნდში რაღაც შეიცვალის ლინგარდი ამოვარდა ფორმიდან მარსიალი ვერ თამაშობს მარჯვნივ პოგბასაც პრობლემები აქვს მაგ პოზიციაზე და დროა შოიმაც დაიწყოს სასტარტოში რეგულარულად რომ გავიგოთ რას უნდა ველოდოთ მისგან შემდეგ სეზონში! ჩემი აზრით დღეს-დღეისობით საუკეთესო შემადგენლობა ესეთია:
სანჩესი----ლუკაკუ----რეშფორდი
----------პოგბა---------------მატა-----------
------------------------მატიჩი--------------------
შოუ-------ჯონსი--------ბაილი------ვალენსია
-------------------------------დე ხეა---------------------
0
№5
ავტორი: JuanMata
16 თებერვალი 2018 15:15
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: wiking
ამ ჩოილარ კაცმა ათამაშოს 4-3-3პოგბა მარცხნივ და ნახოს, როგორ ითამაშებს, გუნდი და პოლი, შანსი მისცეს ამ ქლიბ პორტუგალიელმა


ითამაშა ერთხელ მასე, არ მახსოვს რომელ გუნდთან, ცოტა ხნის წინ იყო და მემგონი საუკეთესო მატჩი ჰქონდა პოგბას, მარცხენა ფლანგი აკლებული ჰქონდა და არც ცენტრი ჩავარდნილა.

ცოტა ვან გაალს წააგავს ჟოზე, მესმის რომ თავისი იდეების დანერგვა უნდათ გუნდში, მაგრამ ერთია იდეა და ტაქტიკა და მეორეა, ფეხბურთელს არ მისცე შანსი იმ პოზიციაზე, სადაც საუკეთესოა და თავისი თამაშის მაქსიმუმი შეუძლია აჩვენოს.

ლივერპულთან თამაშის მერე ჟოზემ თქვა, რომ ცენტრი წავაგეთ, იმიტომ რომ არ მყავდა მესამე ფეხბურთელი, მაშინ მართლა სკამზეც არ გვყავდა არავინ, ახლა ერერა და მაკტომინაი გვყავს, რომელსაც შეუძლია ცენტრში თამაში, დაჟე მატაც კი შეიძლება ცადო.
0
№6
ავტორი: Benny
16 თებერვალი 2018 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
იმედია გაგრძელდება ეს უთანხმოება და ბოლოს და ბოლოს მოშორდება ოლდ ტრაფორდს ჟოზეა თუ ხოსეა მართლა ამოვიდა ყელში რა ეს უფანტაზიო ფეღბურთის თამაში. მე რომ ვიყო ვუდვორდსის ადგილას პოჩეტინოს მოვიყვანდი ყველაფრის ფასად და ასისტენტათ გიგზს და სქოულზ დავაყანებდი, შეხედეთ ტოტენჰემში რადონის რესურსებით კეინი ალი ერიკსენი ყველას აღარ ჩამოვთვლი ისედაც ნათელია რადონეზე აიყვანა სასტავი, მარსიალს და რეშფორდს ძაან ზედა დონეზე აიყვნას რა
0
№7
ავტორი: stepno
16 თებერვალი 2018 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ყველაფერი ჭორიაა პოგბას მთელი გულით უყვარს მანჩესტერი და ბოლომდე დაიხარჯებაა ყოველთვის
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
16 თებერვალი 2018 16:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დაიწყო საპნის ოპერა
0
№9
ავტორი: dzia_David
16 თებერვალი 2018 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
პოზიციურ ცვლილებებს შეიძლება ვეთანხმები მაგრამ მთავარი პრობლემა რაც მაღიზიანებს მოედანზე ფეხბურტელების მოძრაობაშია, საშინლად დაბალი ტემპი და განსაზღვრულ ზონებში შებოჭილად და ნელა მოძრაობა, მუდმივი მოძრაობაა საჭირო ნორმალური შეტევისთისაც და ბურთის ასართმევად პრესინგისთვისაც და უკან ჩამოსასვლელად.
0
№10
ავტორი: JuanMata
16 თებერვალი 2018 18:48
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: dzia_David
პოზიციურ ცვლილებებს შეიძლება ვეთანხმები მაგრამ მთავარი პრობლემა რაც მაღიზიანებს მოედანზე ფეხბურტელების მოძრაობაშია, საშინლად დაბალი ტემპი და განსაზღვრულ ზონებში შებოჭილად და ნელა მოძრაობა, მუდმივი მოძრაობაა საჭირო ნორმალური შეტევისთისაც და ბურთის ასართმევად პრესინგისთვისაც და უკან ჩამოსასვლელად.


თავის პოზიციებს არ ტოვებენ, რომ მერე ავტობუსი მარტივად დაყენდეს, თან ძალებს ზოგავენ.

გინახავს როდისმე ბურთის დაკარგვისას, მაშინვე მაღალი პრესინგი დაეწყოთ?
არა ყველა უკან იხევს, თავის პოზიციას უბრუნდება, რომ დაცვაში ჩადგეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top