თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2018, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1835,
კომენტარები: 13
Telegraph: პოგბა მუშაობას განაგრძობს
ფრანგი გულხედაკრეფილი არ იჯდება.
Telegraph: პოგბა მუშაობას განაგრძობს
პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობას სიამოვნებით აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიოსა და მისი მოსაზრებები გაიყო და ნანობს, რომ მადრიდის "რეალი" არ აირჩია.

პოგბას პრემიერ ლიგის ბოლო სამი შეხვედრა არ ჩაუტარებია სრულად და ერთ-ერთ მათგანში სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

ეს პირველი ნიშანია პოგბასა და მოურინიოს შორის ნებისმიერი სახის უთანხმოებისა, რაც პირველ რიგში ფეხბურთელისადმი დაკისრებულ მოვალეობებზეა დამოკიდებული.

ფრანგული გამოცემა L’Equipe ამტკიცებს, რომ პოგბა უკმაყოფილოა ნახევარდაცვის სიღრმეში ჩაწევით და ეჭვობს, რომ "რეალის" ნაცვლად "იუნაიტედის" არჩევით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

მედიის სხვა წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ პოგბას 4-3-3 ფორმაციაში მარცხენა ნახევარმცველად თამაშის სურს, ზოგიერთი კი ამტკიცებს, რომ ალექსის სანჩესზეა დაბოღმილი, რადგანაც სწორედ ჩილელის მისვლის შემდეგ შეიცვალა მისი მდგომარეობა.

მოურინიო უკმაყოფილოა ფრანგის ბოლო დროინდელი ასპარეზობით, მაგრამ ისინი ერთმანეთს პირისპირ არ შეხვედრიან და არ უსაბრიათ, რადგან ჟოზეს ჯერ კიდევ სჯერა, რომ პოგბა "იუნაიტედის" წარმატებაში უმთავრეს როლს თამაშობს.

მისი აგენტი მინო რაიოლა კი გაოცებული დარჩა, როცა "ტელეგრაფ სპორტის" ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ნამდვილად აპირებდა თუ არა პოლი "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას და ამ ემოციის დასტურად განაცხადა, რომ მისი კლიენტი მხოლოდ ბეჯითად შრომას აპირებს.

წყარო: telegraph
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: dzia_David
16 თებერვალი 2018 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ციტატა: JuanMata
ციტატა: dzia_David
პოზიციურ ცვლილებებს შეიძლება ვეთანხმები მაგრამ მთავარი პრობლემა რაც მაღიზიანებს მოედანზე ფეხბურტელების მოძრაობაშია, საშინლად დაბალი ტემპი და განსაზღვრულ ზონებში შებოჭილად და ნელა მოძრაობა, მუდმივი მოძრაობაა საჭირო ნორმალური შეტევისთისაც და ბურთის ასართმევად პრესინგისთვისაც და უკან ჩამოსასვლელად.


თავის პოზიციებს არ ტოვებენ, რომ მერე ავტობუსი მარტივად დაყენდეს, თან ძალებს ზოგავენ.

გინახავს როდისმე ბურთის დაკარგვისას, მაშინვე მაღალი პრესინგი დაეწყოთ?
არა ყველა უკან იხევს, თავის პოზიციას უბრუნდება, რომ დაცვაში ჩადგეს.


ხო ჩაკეტილ პოზიციურ ზონებში მოძრაობით იფარგლებიან მარტო და მაგიტომაა შეტევაც უფანტაზიო. ლიგის ორ თამაშს ვუყურეთ უკვე და ელემენტარული პარალელი გავლება ხო შეიძლება. ცენტრი კი არაა ყველა ყველგან დარბის გიჟივით თუ იმ მომენტშის საქმეს ჭირდება.... სისწრაფეში როგორ ავყვებით გუნდებს ლიგაზე აზრზე არ ვარ..
0
№12
ავტორი: qamari
17 თებერვალი 2018 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ჩემის აზრით ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი სანჩესი ......... ლუკაკუ........... რეშფორდი , მარსიალი....... პოგბა........... მატიჩი ........... ერერა .......... შოუ ..........ჯონსი ...ბაილი ...... ვალენსია ......... ..................... დე- ხეა ..................
0
№13
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 00:49
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
სხვა გზა არ ააქვს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top