თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2018, 12:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2138,
კომენტარები: 13
პოგბა მოურინიოს ფორმაციის შეცვლას სთხოვს
პოლ პოგბას ახალი როლი სურს.
პოგბა მოურინიოს ფორმაციის შეცვლას სთხოვს
პოლ პოგბას სურს, რომ ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი ფორმაციით ათამაშოს, რათა ფრანმა ფეხბურთელმა ნახევარდაცვის სამეულში მარცხნიდან ასპარეზობისას უფრო მეტი მონაწილეობა მიიღოს შეტევაში.

პოგბას მიაჩნია, რომ მისი შესაძლებლობები დაცვითი ფუნქციების შესრულებისას ლიმიტირებულია. მოურინიო კი პოლის თავდადებითა და მონდომებით უკმაყოფილოა მას შემდეგ, რაც გუნდს ალექსის სანჩესი შეუერთდა.

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა მწვრთნელს პოგბასთვის მას შემდეგ არ მიუცია სრული მატჩის ჩატარების უფლება და ხან ძირითად შემადგენლობაში არ აყენებდა, ხან კი მატჩის დასრულებამდე მოედნიდან გაყავდა.

მოურინიოს პოზიცია კი ასეთია: პოგბას ფიზიკური და ტექნიკური მონაცემების მქონე ფეხბურთელმა ნახევარდაცვაში ნებისმიერი როლი უნდა მოირგოს. მაგრამ პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილოა მისი დაცვითი მოქმედებით და ბურთის ფლობისას შეტევაში ჩართულობით.

2016 წლის ზაფხულში "იუვენტუსიდან" 105 მლნ. ევროდ შეძენილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 15 მატჩი გამოტოვა ტრავმისა თუ დისკვალიფიკაციის გამო. სექტემბერში ჩემპიონთა ლიგაზე მიღებული ტრავმის მიზეზით მას დიდი ხანი უხდებოდა დამოუკიდებლად ვარჯიში.

კვირას კი მოურინიომ "ნიუკასლთან" მატჩში გაშვებული გოლისთანავე გაიყვანა მოედნიდან, რადგან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლა არ გამართა.

წყარო: dailyrecord
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Temo che
16 თებერვალი 2018 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
რათქმაუნდა ჯერ მეც მომწყინდა ამ 4 5 1ს ნახვა ანუ 4 2 3 1 იმიტო რო მარიალი რეში არაა ფლანგზე და არც სანჩესი ლუკაკუს წყვილია ნაცვლად რეალობისა ვხედავთ მატას და ლინგარდს და ერთ მარსიალს თუ ვინგერები არ გეყოლება ლუკაკუ როგორ იქნება შედეგიანი ლუკაკუ უკან სანჩესი რეში და მარსი ფლანგზე პოგბა და მატიჩი ცენტრში ესე შეიძლება თუმცა არა და არა ეს შემადგენლობა რო დააყენოს შეიძლება ერთი ორი მატჩი გაუჭირდეს შეგუება მერე კი უბრალოდ ლამაზ ფეხბურთს ვიხილავთ თუმცა მე მაინც ვფიქრობ რო 4 4 2 სუყველაზე კაი ვარიანტია ლუკაკუ რეში წინ მარსი სანჩესი ფლანგზე და პოგბა მატიჩი ცენტრში ამ ფორმაციის იუნაიტედში პოგბა კი არა სკოულზი დაიჩაგრებოდა მოუ კი მხოლოდ ბურთის კონტროლს და დაცვას თამაშობს მაგრად კიდია მას თქვენი შეტევა და ლამაზი ფეხბურთი ეგ ფეხბურთს მატემატიკურად ხედავს და ეგ თვითონაც აღნიშნა ამიტომ ლინგარდის მოუს იანგის მატიჩის მატას დარმიანის იბრას ერერას წასვლას მივესალმები და გუნდში ვიხილავდი გიგსის მწვრთნელად ზაჰას ვილშირს ფილიპე ანდერსონს გუდ მინ სონს დეპაის პერეირას ფოსუმენსას ტუანზებეს მანოლას კარასკოს მალკომს აბუბაკარს ობერლინს დაიერს და ნახავდით ინგლისურ ფეხბურთს უკვე პიკშია მოურინიოს ცენზურეობები
0
№2
ავტორი: gaga1987
16 თებერვალი 2018 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
სერიოზულად იძაბება მგონი სიტუაცია ამლიგის თამაშის წინ.თუა აუჯანყდა ისევ სასტავი როგორც ჩელსიში სულ გაგიჟდება მოუ ))))))))))))))))))
0
№3
ავტორი: Temo che
16 თებერვალი 2018 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
წავიდეს ეს ცენზურა რა ამას პორტო და ინტ ე რი ხო არ ვგონივართ

ისე დეპაის ვუყურებ და როგორ მოიხოდა მაგაზე უკეთესი ვინ არი აქ მაგარი ბიჭია იმედია დააბრუნებენ უკვე ბევრჯერ დაამტკიცა რო დაბრუნების ღირსია
0
№4
ავტორი: bziki
16 თებერვალი 2018 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მიუხედავათ იმისა რო სამი ნახევარმცველით თამაშს ვემხრობი მეც,პოგბა ცუდათ იქცევა ამ დროს რო მოუნდა თავისი აზრის გამოხატვა რას ითხოვს ვერ ვხვდები რო ერერა ათამაშოს? სხვა არც არავინაა ვინც მესამე ნახევარმცველად დადგება,საშინელ ფორმაში იყო რა ერერა,უნდა მოეცადა ეს სეზონი და მერე დაეყენებინა ეგ საკითხი იმედია არ არევენ გუნდს
0
№5
ავტორი: PaLoMo
16 თებერვალი 2018 13:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4125
სწორედ ეს დავწერე ჩვენი გვერდის ფეისბუქ საიყზე ამის პოზიცია 3 ცენტრიან ტაქტიკაში ცენტრის მარცხენა ზონაშია და იქ გრძბობს თავს კომფორტულად.მეც მომწონს ეგ ტაქტიკა და იმედია აწი მაგაზე გადავეწყობით,მაგრამ 1ნახევარმცველი გვჭირდება რომელსაც დაცვაც ეეცოდინება და შეტევაც,როგორც მილინ სავიჩს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: JuanMata
16 თებერვალი 2018 13:43
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
შეიძლება ცუდად იქცევა პოგბა, მაგრამ რაღაც მომენტში მესმის, რატომ უნდა აკეთებინო ადამიანს, ის რაც არ გამოსდის და შეზღუდო იმის კეთებაში რაც გამოსდის.

სანჩესი - მარსიალი/რეშფორდი - მატა
პოგბა - მატიჩი - ერერა/მაკტომინაი
შოუ/როხო - ჯონსი - ბაიი -ვალენსია

ასეთ ტაქსტიკაში ცენტრსაც უკეთ დავიჭერთ და სწრაფი შეტევებიც გამოვა.
0
№7
ავტორი: ikeoni
16 თებერვალი 2018 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
დარწმუნებული ვარ დროებითია ეს ყველაფერი და ძალიან მალე დალაგდება ისევ ერ ურთიერთობა
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
16 თებერვალი 2018 13:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმედია უთანხმოება არაა მართლა
0
№9
ავტორი: gache1991
16 თებერვალი 2018 14:33
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძაან დიდი ხნის წინ დავწერე აქ.. ერერა უნდა დააყენოს და მატიჩს ისე შეუწყვილოს როგორც კანტე იყო,ანუ არაფრის შექმნა მაგის საქმე არ უნდა იყოს პერსონალურად ზდიოს აზარივით გამორცეულ იგროკს და ცაჭრებზე და ართმევებზე იმუშაოს და პოგბა აწიოს ლინგარდის ადგილზე რომელსაც წაუვიდა პალასა და ცვეულებრივი საშვალო დონის იგროკია,აქედან რო გაუშვა მაქსიმუმ ევერტონში ითამაშოს..მარსიალი მარცხნივ სანცესს პოლნი თავისუფლება და წინ ლუკაკუ.მარჯვნივ ვალენსიამ ტროლეიბუსივით უნდა იაროს:))აგერ ვოლკერს ვაფშე არ უნდა წინ ნახევარმცველის ყოლა:))
1
№10
ავტორი: stepno
16 თებერვალი 2018 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პოგბა ტრაკს ნუ ათამაშებ და მიხედე საქმეს fellow
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top