თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2018, 12:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2139,
კომენტარები: 13
პოგბა მოურინიოს ფორმაციის შეცვლას სთხოვს
პოლ პოგბას ახალი როლი სურს.
პოგბა მოურინიოს ფორმაციის შეცვლას სთხოვს
პოლ პოგბას სურს, რომ ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი ფორმაციით ათამაშოს, რათა ფრანმა ფეხბურთელმა ნახევარდაცვის სამეულში მარცხნიდან ასპარეზობისას უფრო მეტი მონაწილეობა მიიღოს შეტევაში.

პოგბას მიაჩნია, რომ მისი შესაძლებლობები დაცვითი ფუნქციების შესრულებისას ლიმიტირებულია. მოურინიო კი პოლის თავდადებითა და მონდომებით უკმაყოფილოა მას შემდეგ, რაც გუნდს ალექსის სანჩესი შეუერთდა.

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა მწვრთნელს პოგბასთვის მას შემდეგ არ მიუცია სრული მატჩის ჩატარების უფლება და ხან ძირითად შემადგენლობაში არ აყენებდა, ხან კი მატჩის დასრულებამდე მოედნიდან გაყავდა.

მოურინიოს პოზიცია კი ასეთია: პოგბას ფიზიკური და ტექნიკური მონაცემების მქონე ფეხბურთელმა ნახევარდაცვაში ნებისმიერი როლი უნდა მოირგოს. მაგრამ პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილოა მისი დაცვითი მოქმედებით და ბურთის ფლობისას შეტევაში ჩართულობით.

2016 წლის ზაფხულში "იუვენტუსიდან" 105 მლნ. ევროდ შეძენილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 15 მატჩი გამოტოვა ტრავმისა თუ დისკვალიფიკაციის გამო. სექტემბერში ჩემპიონთა ლიგაზე მიღებული ტრავმის მიზეზით მას დიდი ხანი უხდებოდა დამოუკიდებლად ვარჯიში.

კვირას კი მოურინიომ "ნიუკასლთან" მატჩში გაშვებული გოლისთანავე გაიყვანა მოედნიდან, რადგან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლა არ გამართა.

წყარო: dailyrecord
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: bigana
17 თებერვალი 2018 08:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ციტატა: Paul18
წავიდეს ჟოზე მანჩესტერიდან და ლუკაკუ თან გაიყოლოს !!! სირცხვილია ის თამაშის ყურება რასაც ჟოზე ათამაშებს მანჩესტერს !!! ეს სტილი აღარ ამართლებს და რა ვერ გაიგო, მეორე ადგილსაც დავკარგავთ ასე !!! ლივერპული, ტოტენჰემი და სიტიზე არაფერს ვამბობ, უფრო ლამაზ და სანახაობრივ თამაშს თამაშობს ვიდრე მანჩესტერი და დავიჯერო ამ ქალაქში ბალეშიკები სულ დადუმდნენ რო ხმა ამოიღონ !!!

Martali xar zma. Amoasxa yelshi am tamashma gaskda guli ukve am avtobusis yurebit. Me is mikvirs ro aq mravlad arian jozeze ro loculoben da nagdad ar mesmis amati.
0
№12
ავტორი: K1llsw1tch
17 თებერვალი 2018 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
4-2-3-1 არის ნაგავი. ანტი-ფეხბურთი - სხვა ვერაფერს დავარქმევ ამ ტაქტიკას. 4-3-3, 4-4-2 ან 4-1-3-2/4-1-4-1 თუ მაინცდამაინც ვერ ელევა ამ საყრდენით თამაშს ეს ავტობუსის მძღოლი.
0
№13
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 00:47
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
პოგბას ადგილზე მეც იმ პოზიციაზე ვისურვებდი თამაშს სადაც ჩემ თავს ვხედავ და არა იქ სადაც თავს კარგად არ ვიგრძნობ. თუმცა ამ რთულ სიტუაციაში კომპრომისზე უნდა წავიდეს და ითამაშოს იქ სადაც გუნდს ჭირდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top