თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2018, 12:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1888,
კომენტარები: 11
რაიოლა იკარდის "იუნაიტედში" გადასვლაზე მუშაობს
მინო რაიოლა სხვის კლიენტებსაც გადასწვდა.
რაიოლა იკარდის
სუპერ-აგენტი მინო რაიოლა მაურო იკარდის აქეზებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს, თუმცა მის ინტერესებს სულაც არ წარმოადგენს.

რაიოლა, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და პოლ პოგბას აგენტია, იმედოვნებს, რომ არგენტინელ თავდამსხმელს - რომელსაც "ჩელსიში", "არსენალში" და მადრიდის "რეალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, - "ოლდ ტრაფორდზე" დიდძალი თანხის სანაცვლოდ გადასვლაში დაარწმუნებს.

"ინტერი" კი თავის კაპიტანს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, რათა ზაფხულში მასთან განშორება არ მოუხდეს.

იკარდის გამოსასყიდი თანხა ამჟამად 80 მლნ. ფუნტს შეადგენს, მაგრამ სერია A-ს კლუბი ამ თანხას 135 მლნ. ფუნტამდე გაზრდის.

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ირწმუნება, რომ რაიოლას უკვე მაგიდაზე ედო "წითელი ეშმაკებისგან" იკარის თაობაზე მიღებული წინადადება, მაგრამ ფორვარდი ჰოლანდიელი აგენტის სამსახურით არ დაინტერესდა.

იკარდის ინტერესებს ამჟამად მისი ცოლი წარმოადგენს და რაიოლას იმედი აქვს, რომ თუკი მაურო მანჩესტერში გადავა სათამაშოდ, ამან მის აგენტად აყვანასაც შეუწყოს ხელი.

თუმცა, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ 24 წლის ფეხბურთელი მეუღლისთვის პოზიციის შეცვლას აპირებს.

წყარო: metro.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
16 თებერვალი 2018 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ზღაპარია სანამ ჟოზე იუნაიტედშია ცხრიანს აღარ გადაიმატებს მითუმეტეს მაგხელა კუშად
0
№2
ავტორი: dzia_David
16 თებერვალი 2018 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ეს თუ გადმომსვლელი იყო შავი მონსტრის მოსვლამდე უნდა წამოეყვანათ
0
№3
ავტორი: gaga1987
16 თებერვალი 2018 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ჭორია
0
№4
ავტორი: gache1991
16 თებერვალი 2018 12:44
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძაალიან წაკლაკი ცოლი ყავს ამას :))) რაიოლა მონაგონია:))) კაი ფეხბურთელია მარა რა 135 :D
0
№5
ავტორი: Temo che
16 თებერვალი 2018 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
რეალურად იკარდი და ერთი ფორვარდი კიდე ჭირდება გუნდს იბრა ლაყბობის მეტს რასაკეთებს ან რაშეუძლია ან როთამაშობდა რაჰქნა ასეთი

როჯოდიაბლოლო თუ გახოსვს მარსიალის მოყვანისას ამ საიტზე ნუ რედარმიზე რეები ხდებოდა დარმიანი წესიერი მცველი იყო ბლინდი და სმოლინგი კედელი და შოუ მართლაც კაი იყო შვაინა მორგანის წყვილი რამდენს ეიმედებოდა დეპაი იანუზაი ფლანგზე და წინ მატა მარსიალი აჰაჰაჰჰა დღეს კი უარესი მდგომარეობაა
0
№6
ავტორი: ikeoni
16 თებერვალი 2018 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ძალიან მაგარი კია ისე ეს თესლაკი
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
16 თებერვალი 2018 13:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მორიგი ჭორია
0
№8
ავტორი: JuanMata
16 თებერვალი 2018 14:03
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
იკარდის მოსვლის არ მჯერა, მაგრამ ლუკაკუს სტილი, რომ არ ერგება გუნდს ეგ კი ვიცი, ნუ ან ჟოზეს ტაქტიკაში ვერ ჯდება, ისე როგორც საჭიროა.

მოკლედ მაგარი არეულობაა გუნდში, ლიგაზე თამაში და 4-ეულში ადგილის შენარჩუნება, გადაწყვეტს ალბათ მოუს ბედს.

ლუკაკუ სკამზეა დასასმელი, ისეთ ფეხბურთს ვთამაშობთ, რომ ისედაც მომენტი ბევრი არ გვაქვს და ეს ლუკაკუ კიდევ ბურთის მიღებაში და დაჭერაში მაგარი ხეა, არც პოზიციური თამაში იცის, ამხელა ტანის პატრონი ძალიან ადვილად კარგავს ბურთს.

თუმცა ხანდახან გამონათებები აქვს, როცა ბურთი ძირსაა და უკვე ფეხებში აქვს, რაღაც მომენტის შექმნა შეუძლია, და რასაც არ ველოდი, ძალიან კარგი ხედვა აქვს, მშვენიერ პასებსაც არიგებს.

მაგრამ ამ ტაქტიკაში, სადაც მოკლე პასები არ გვაქვს და წინ მებრძოლი ან გამქცევი ტიპი გვჭირდება, ზარალია.

მოურინიო არსებული რესურსის მიხედვით კიდევ თამაშის გადაწყობას არ აპირებს.
0
№9
ავტორი: stepno
16 თებერვალი 2018 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ანუ ლუკას უშვებენ თუ ერთად უნდა იყვნენ სასტავში? lol lol
0
№10
ავტორი: SANCHEZ 7
16 თებერვალი 2018 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
რაღაცას ცენზურაობენ ეხლა თუ ვინმეს იყიდიან კეინი უნდა იყიდონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top