თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2018, 12:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1894,
კომენტარები: 11
რაიოლა იკარდის "იუნაიტედში" გადასვლაზე მუშაობს
მინო რაიოლა სხვის კლიენტებსაც გადასწვდა.
რაიოლა იკარდის
სუპერ-აგენტი მინო რაიოლა მაურო იკარდის აქეზებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს, თუმცა მის ინტერესებს სულაც არ წარმოადგენს.

რაიოლა, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და პოლ პოგბას აგენტია, იმედოვნებს, რომ არგენტინელ თავდამსხმელს - რომელსაც "ჩელსიში", "არსენალში" და მადრიდის "რეალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, - "ოლდ ტრაფორდზე" დიდძალი თანხის სანაცვლოდ გადასვლაში დაარწმუნებს.

"ინტერი" კი თავის კაპიტანს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, რათა ზაფხულში მასთან განშორება არ მოუხდეს.

იკარდის გამოსასყიდი თანხა ამჟამად 80 მლნ. ფუნტს შეადგენს, მაგრამ სერია A-ს კლუბი ამ თანხას 135 მლნ. ფუნტამდე გაზრდის.

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ირწმუნება, რომ რაიოლას უკვე მაგიდაზე ედო "წითელი ეშმაკებისგან" იკარის თაობაზე მიღებული წინადადება, მაგრამ ფორვარდი ჰოლანდიელი აგენტის სამსახურით არ დაინტერესდა.

იკარდის ინტერესებს ამჟამად მისი ცოლი წარმოადგენს და რაიოლას იმედი აქვს, რომ თუკი მაურო მანჩესტერში გადავა სათამაშოდ, ამან მის აგენტად აყვანასაც შეუწყოს ხელი.

თუმცა, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ 24 წლის ფეხბურთელი მეუღლისთვის პოზიციის შეცვლას აპირებს.

წყარო: metro.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 00:44
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
შემტევს აღარ ვიყიდითო თქვა კაცმა. თუმცა იბრას შემცვლელი საჭიროა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top