თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2018, 11:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2034,
კომენტარები: 14
მოურინიოს მოსაზრება ვიდეო რეფერიზე
"ჰადერსფილდთან" მატჩში ვიდეო რეფერის გამოიყენებენ.
მოურინიოს მოსაზრება ვიდეო რეფერიზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი "ჰადერსფილდთან" დაპირისპირების წინ, სადაც ვიდეო რეფერის გამოიყენებენ, ახალ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გვიზიარებს.

ვიდეო რეფერი ინგლისის ორივე სათასო გათამაშებაზე დაინერგა, მაგრამ "იუნაიტედის" მონაწილეობით ჩატარებულ შეხვედრაში მისი გამოყენება პირველად მოხდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დროინდელ მატჩებში რამდენიმე გაურკვევლობა იყო, ჟოზე ცვლილებებზე თანახმაა, ვინაიდან ფიქრობს, რომ მსაჯებს დახმარება სჭირდებათ.

"ხალხი გვეკითხება, მოგვწონს თუ არა, ვეთანხმებით თუ არა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს შეკითხვა მსაჯებს უნდა დაუსვათ.

მათ უნდათ, საუკეთესოდ გაართვან თავი თავიანთ საქმეს, შეცდომების დაშვება არ მოსწონთ. მაგრამ ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ, რადგან ისინი ადამიანები არიან და ამას თავს გვერდს ვერ აუვლი, თუკი ტექნოლოგიური დახმარება არ გაქვს. ამიტომ თუკი მსაჯები თანახმა არიან ტექნოლოგიური მხარდაჭერისა, რატომაც არა, ვიდეო რეფერი დავნერგოთ. ჩემი მხრივ მე მომწონს ეს გადაწყვეტილება.

რა თქმა უნდა, მათ შემოწმება სჭირდება. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ მატჩის დინამიკას ძალიან არ ცვლიან, ემოციაზე გავლენას არ ახდენენ - ხალხი რამდენიმე წუთი იცდის, სანამ ახტება და აღნიშნავს, რომ არ იცის, გოლი იყო თუ არა.

პროფესიონალური კუთხით მომწონს, რომ სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. პენალტია თუ არა, ხელით თამაშია თუ არა, წითელი ბარათია თუ არა. მე სამართლიანი გადაწყვეტილება მომწონს".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
16 თებერვალი 2018 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კაროჩე ერთ კომენტარს მივუძღვნი ჟოზეს უინტერესო ფეხბურთისგან დაღლილ და შეწუხებულ სასტავს
ჭკუას რო გვარიგებენ:თუ არ ბალეშიკომ იმას რასაც დღეს მანჩესტერი თამაშობს არის სხვა უფრო ლამაზად მოთამაშე გუნდები თავიანთი საიტებით თუ ლაზ ფეხბურთს ბალეშიკობ არსენალს უქომაგე!იმიტო ყავს ბარსას დღეს 12 წლის უამრავი ფანი ლამაზად რო თამაშობს შეურთდით თქვენც,წადი იქ წერე და იმას უბალეშიკე.როცა ისევ ითამაშებს ლაღ ფეხბურთს მანიუც მერე ისევ დაბრუნდით ჩვენ ისევ აქ ვიქნებით.
თუ მაინც და მაინც ჟოზეს გინებით იღებთ სიამოვნებას სხვაგან აგინე,ჟოზე დღევანდელი მანჩესტერის ნაწილია,
თუ ძველი მანჩესტერი გევასებოდა 10 წლის წინანდელ თამაშებს ჩაუჯექით გაგისწორდებათ
2
№2
ავტორი: dzia_David
16 თებერვალი 2018 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
რაღაც მომენტში შეიძლება თამაშის მუხტს და ტემპს აგდებს, იმ ელფერსაც უკარგავს რასაც მიჩვეულები ვართ მაგრამ საბოლო ჯამში არაერთი თამაში გვახსოვს მსაჯების მიერ გაფუჭებული ნებით თუ უნებლიედ და შეცდომები მინიმუმამდე დავაა ყველა ვარიანტში ძაან კაი სიახლეა.... იუნაიტედი კიდე მსაჯების იმედზე არც არასდროს ყოფილა და არც უნდა იყოს :D მატჩის შემდეგ პრესკომპერენციაზე ჟოზეს კი შეუმცირდება სალაპარაკო თემააა :Dდდ შედეგების გასაპრავებლად
1
№3
ავტორი: RojoDiablo
16 თებერვალი 2018 12:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: bziki
კაროჩე ერთ კომენტარს მივუძღვნი ჟოზეს უინტერესო ფეხბურთისგან დაღლილ და შეწუხებულ სასტავს
ჭკუას რო გვარიგებენ:თუ არ ბალეშიკომ იმას რასაც დღეს მანჩესტერი თამაშობს არის სხვა უფრო ლამაზად მოთამაშე გუნდები თავიანთი საიტებით თუ ლაზ ფეხბურთს ბალეშიკობ არსენალს უქომაგე!იმიტო ყავს ბარსას დღეს 12 წლის უამრავი ფანი ლამაზად რო თამაშობს შეურთდით თქვენც,წადი იქ წერე და იმას უბალეშიკე.როცა ისევ ითამაშებს ლაღ ფეხბურთს მანიუც მერე ისევ დაბრუნდით ჩვენ ისევ აქ ვიქნებით.
თუ მაინც და მაინც ჟოზეს გინებით იღებთ სიამოვნებას სხვაგან აგინე,ჟოზე დღევანდელი მანჩესტერის ნაწილია,
თუ ძველი მანჩესტერი გევასებოდა 10 წლის წინანდელ თამაშებს ჩაუჯექით გაგისწორდებათ

ხალხი უბრალოდ გულის ტკივილს გამოხატავს, მაგრამ ზოგჯერ ცუდი ფორმით. დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ გულის წამოძახილია, უბრალოდ ამის გამოხატვა სხვანაირად შეიძლება, მაგრამ ამ გზას ირჩევენ.

ვიდეო რეფერის რაც შეეხება, ბოლომდე სრულიად დანადგარზე დამოკიდებული მაინც არაფერია. ეპიზოდის გამეორებით ხილვისასაც კი შეიძლება ორმა სხვადასხვა მსაჯმა სხვადასხვაგვარად განსაჯოს ეპიზოდი და მაინც სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღოს. ეს დანადგარი რაიმე ქულებს რომ ითვლიდეს, რაღაც ელემენტით თვითონ რომ აფასებდეს და ასე შემდეგ, მაშინ უფრო ობიექტური იქნებოდა, მაგრამ ამ გზით უკვე რობოტების ხანის ფეხბურთში წავიდოდით. მოკლედ, საკმაოდ საკამათო თემაა, უბრალოდ სწორი გადაწყვეტილების მიღების შანსს ზრდის და ეგაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: bziki
16 თებერვალი 2018 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
RojoDiablo
გამაღიზიანებელია ჭკუას რო გარიგებენ და ჟოზეს საგინებლად შექმნილი ფანკლუბის წევრობას რო გთავაზობენ,ან იმდენი ინტელექტი არ აქვთ და ვერ ხვდებიან რო ჟოზე მანჩესტერის მწვრთნელია და ჟოზეს გინებით მანჩესტერსაც აგინებ თან მისასვე საიტზე ან პროვოკატორია.

არ ვამბობ რო არ გააკრიტიკო და მოგწენდეს ის რაც ტოტენჰემთან იყო მარა:
აქ ვინგ გადმოვა ამ სვარკა გუნდში, აქ ვინ დარჩება სანამ ჟოზე აქაა,ოლტრაფორდი იმიტოა ჩაქიმული რო სვარკას უყურებენ და მაგ ნაირი ტექსტები მანჩესტერის სიყვარულის გამოძახილი არაა,პროვოკაციული ტექსტებია
0
№5
ავტორი: RojoDiablo
16 თებერვალი 2018 12:23

კი, ბატონო. მაგ კუთხით მართალი ხარ. მეც ვღიზიანდები, რომ ერთ წაგებაზე გუნდს მიწასთან ასწორებენ და ამბობენ, ამას როგორ უნდა უყუროო, რა მწვრთნელი ესააო, ეს რა გუნდიაო და ასე შემდეგ. თანაც ადარებენ ძველ "იუნაიტედს" და მოკლედ რა... მაგრამ რაც უფრო მეტ მსგავს კომენტარს ვხედავ, მით უფრო მარტივად ვაჭერ წაშლის ღილაკს და შეურაცხმყოფელი კომენტარი ავტომატურად იშლება საიტიდან. უბრალოდ ამას ზოგჯერ ძალიან გვიან ვაკეთებ, ამ დროს კი უკვე ყველას წაკითხული აქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Temo che
16 თებერვალი 2018 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
წავიდეს რა მოუ და თავისი რეფერიც გაყვეს უკან
0
№7
ავტორი: PaLoMo
16 თებერვალი 2018 12:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: bziki
კაროჩე ერთ კომენტარს მივუძღვნი ჟოზეს უინტერესო ფეხბურთისგან დაღლილ და შეწუხებულ სასტავს
ჭკუას რო გვარიგებენ:თუ არ ბალეშიკომ იმას რასაც დღეს მანჩესტერი თამაშობს არის სხვა უფრო ლამაზად მოთამაშე გუნდები თავიანთი საიტებით თუ ლაზ ფეხბურთს ბალეშიკობ არსენალს უქომაგე!იმიტო ყავს ბარსას დღეს 12 წლის უამრავი ფანი ლამაზად რო თამაშობს შეურთდით თქვენც,წადი იქ წერე და იმას უბალეშიკე.როცა ისევ ითამაშებს ლაღ ფეხბურთს მანიუც მერე ისევ დაბრუნდით ჩვენ ისევ აქ ვიქნებით.
თუ მაინც და მაინც ჟოზეს გინებით იღებთ სიამოვნებას სხვაგან აგინე,ჟოზე დღევანდელი მანჩესტერის ნაწილია,
თუ ძველი მანჩესტერი გევასებოდა 10 წლის წინანდელ თამაშებს ჩაუჯექით გაგისწორდებათ

ხალხი უბრალოდ გულის ტკივილს გამოხატავს, მაგრამ ზოგჯერ ცუდი ფორმით. დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ გულის წამოძახილია, უბრალოდ ამის გამოხატვა სხვანაირად შეიძლება, მაგრამ ამ გზას ირჩევენ.

ვიდეო რეფერის რაც შეეხება, ბოლომდე სრულიად დანადგარზე დამოკიდებული მაინც არაფერია. ეპიზოდის გამეორებით ხილვისასაც კი შეიძლება ორმა სხვადასხვა მსაჯმა სხვადასხვაგვარად განსაჯოს ეპიზოდი და მაინც სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღოს. ეს დანადგარი რაიმე ქულებს რომ ითვლიდეს, რაღაც ელემენტით თვითონ რომ აფასებდეს და ასე შემდეგ, მაშინ უფრო ობიექტური იქნებოდა, მაგრამ ამ გზით უკვე რობოტების ხანის ფეხბურთში წავიდოდით. მოკლედ, საკმაოდ საკამათო თემაა, უბრალოდ სწორი გადაწყვეტილების მიღების შანსს ზრდის და ეგაა.

მესმის შენიც და სხვისიც ვინც ცუდ კომენტარებს წერრს გუნდზე თუ მოურინიოზე,მაგრამ 1ს ვიტყვი:მეც ბევრჯერ მტკენია გული ჩვენი გუნდის წაგებით,მაგრამ არასდროს მითქვამს მცხვენია,რომ მანჩესტერ იუნაიტედის ფანი ვართქო და აწი აგარ ვუბალეშიკებთქო ძან ცუდია ასეთი კომენტარის წაკითხვა როცა გუნდს ამხელა ისტორიააა აქვს.როცა ირჩევ გინდს ის არ მოგწონს იმიტომ,რომ ის კარგ ფეხბურთს თამაშობს თუ სუპერ ვარსკვლავები ყავს გუნდში,გუნდს როცა ირჩევ საქომაგოდ ის შენში უნდა იყოს ყოველთვის და არა როცა იგებს.ეს მინდოდა მეგობრებო,რომ მეთქვა იმედი მაქვს გამიგეთ რისი თქმაც მინდოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: RojoDiablo
16 თებერვალი 2018 13:06
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: PaLoMo
მესმის შენიც და სხვისიც ვინც ცუდ კომენტარებს წერრს გუნდზე თუ მოურინიოზე,მაგრამ 1ს ვიტყვი:მეც ბევრჯერ მტკენია გული ჩვენი გუნდის წაგებით,მაგრამ არასდროს მითქვამს მცხვენია,რომ მანჩესტერ იუნაიტედის ფანი ვართქო და აწი აგარ ვუბალეშიკებთქო ძან ცუდია ასეთი კომენტარის წაკითხვა როცა გუნდს ამხელა ისტორიააა აქვს.როცა ირჩევ გინდს ის არ მოგწონს იმიტომ,რომ ის კარგ ფეხბურთს თამაშობს თუ სუპერ ვარსკვლავები ყავს გუნდში,გუნდს როცა ირჩევ საქომაგოდ ის შენში უნდა იყოს ყოველთვის და არა როცა იგებს.ეს მინდოდა მეგობრებო,რომ მეთქვა იმედი მაქვს გამიგეთ რისი თქმაც მინდოდა.

მაგაზე ფერგიუსონს აქვს ყველაზე მაგარი ფრაზა ნათქვამი: "თუ მხარს ვერ გვიჭერთ მაშინ, როცა ვაგებთ, ნუ დაგვიჭერთ მაშინ, როცა ვიგებთ".
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: PaLoMo
16 თებერვალი 2018 13:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: PaLoMo
მესმის შენიც და სხვისიც ვინც ცუდ კომენტარებს წერრს გუნდზე თუ მოურინიოზე,მაგრამ 1ს ვიტყვი:მეც ბევრჯერ მტკენია გული ჩვენი გუნდის წაგებით,მაგრამ არასდროს მითქვამს მცხვენია,რომ მანჩესტერ იუნაიტედის ფანი ვართქო და აწი აგარ ვუბალეშიკებთქო ძან ცუდია ასეთი კომენტარის წაკითხვა როცა გუნდს ამხელა ისტორიააა აქვს.როცა ირჩევ გინდს ის არ მოგწონს იმიტომ,რომ ის კარგ ფეხბურთს თამაშობს თუ სუპერ ვარსკვლავები ყავს გუნდში,გუნდს როცა ირჩევ საქომაგოდ ის შენში უნდა იყოს ყოველთვის და არა როცა იგებს.ეს მინდოდა მეგობრებო,რომ მეთქვა იმედი მაქვს გამიგეთ რისი თქმაც მინდოდა.

მაგაზე ფერგიუსონს აქვს ყველაზე მაგარი ფრაზა ნათქვამი: "თუ მხარს ვერ გვიჭერთ მაშინ, როცა ვაგებთ, ნუ დაგვიჭერთ მაშინ, როცა ვიგებთ".
მოკლედ და კონკრეტულად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: SANDROGRIGA
16 თებერვალი 2018 13:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ალბათ ასეთ მატჩებში უფრო უნდა იყოს ჯერ-ჯერობით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top