თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2018, 11:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2038,
კომენტარები: 14
მოურინიოს მოსაზრება ვიდეო რეფერიზე
"ჰადერსფილდთან" მატჩში ვიდეო რეფერის გამოიყენებენ.
მოურინიოს მოსაზრება ვიდეო რეფერიზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი "ჰადერსფილდთან" დაპირისპირების წინ, სადაც ვიდეო რეფერის გამოიყენებენ, ახალ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გვიზიარებს.

ვიდეო რეფერი ინგლისის ორივე სათასო გათამაშებაზე დაინერგა, მაგრამ "იუნაიტედის" მონაწილეობით ჩატარებულ შეხვედრაში მისი გამოყენება პირველად მოხდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დროინდელ მატჩებში რამდენიმე გაურკვევლობა იყო, ჟოზე ცვლილებებზე თანახმაა, ვინაიდან ფიქრობს, რომ მსაჯებს დახმარება სჭირდებათ.

"ხალხი გვეკითხება, მოგვწონს თუ არა, ვეთანხმებით თუ არა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს შეკითხვა მსაჯებს უნდა დაუსვათ.

მათ უნდათ, საუკეთესოდ გაართვან თავი თავიანთ საქმეს, შეცდომების დაშვება არ მოსწონთ. მაგრამ ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ, რადგან ისინი ადამიანები არიან და ამას თავს გვერდს ვერ აუვლი, თუკი ტექნოლოგიური დახმარება არ გაქვს. ამიტომ თუკი მსაჯები თანახმა არიან ტექნოლოგიური მხარდაჭერისა, რატომაც არა, ვიდეო რეფერი დავნერგოთ. ჩემი მხრივ მე მომწონს ეს გადაწყვეტილება.

რა თქმა უნდა, მათ შემოწმება სჭირდება. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ მატჩის დინამიკას ძალიან არ ცვლიან, ემოციაზე გავლენას არ ახდენენ - ხალხი რამდენიმე წუთი იცდის, სანამ ახტება და აღნიშნავს, რომ არ იცის, გოლი იყო თუ არა.

პროფესიონალური კუთხით მომწონს, რომ სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. პენალტია თუ არა, ხელით თამაშია თუ არა, წითელი ბარათია თუ არა. მე სამართლიანი გადაწყვეტილება მომწონს".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
16 თებერვალი 2018 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
მომავალი წლიდან სავარაუდოდ იქნება და კარგიც არის
0
№12
ავტორი: K1llsw1tch
16 თებერვალი 2018 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ძალიან კარგია და რაც მალე დაინერგება საყოველთაოდ მით უკეთესი. როგორც იქნა მოიკვეთს ფეხბურთი იმ კიბოს, რომელსაც მსაჯის გაფუჭებული მატჩები ჰქვია და რომლებიც ათასობითაა ისტორიაში.
0
№13
ავტორი: stepno
16 თებერვალი 2018 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მე მივესალმები
0
№14
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 00:42
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ციტატა: bziki
კაროჩე ერთ კომენტარს მივუძღვნი ჟოზეს უინტერესო ფეხბურთისგან დაღლილ და შეწუხებულ სასტავს
ჭკუას რო გვარიგებენ:თუ არ ბალეშიკომ იმას რასაც დღეს მანჩესტერი თამაშობს არის სხვა უფრო ლამაზად მოთამაშე გუნდები თავიანთი საიტებით თუ ლაზ ფეხბურთს ბალეშიკობ არსენალს უქომაგე!იმიტო ყავს ბარსას დღეს 12 წლის უამრავი ფანი ლამაზად რო თამაშობს შეურთდით თქვენც,წადი იქ წერე და იმას უბალეშიკე.როცა ისევ ითამაშებს ლაღ ფეხბურთს მანიუც მერე ისევ დაბრუნდით ჩვენ ისევ აქ ვიქნებით.
თუ მაინც და მაინც ჟოზეს გინებით იღებთ სიამოვნებას სხვაგან აგინე,ჟოზე დღევანდელი მანჩესტერის ნაწილია,
თუ ძველი მანჩესტერი გევასებოდა 10 წლის წინანდელ თამაშებს ჩაუჯექით გაგისწორდებათ

100 % მართალი ხარ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top