თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2018, 17:16
ავტორი: gache1991,
ნანახია: 2226,
კომენტარები: 14
ალდერვეირელდი "იუნაიტედის" სამიზნეა
ალდერვეირელდი "იუნაიტედის" რადარზე
ალდერვეირელდი
ჟოზე მოურინიოს განცხადების შემდეგ, რომ გუნდი ზაფხულში მხოლოდ უკანახაზელებით გაძლიერდება, არ წყდება ჭორები და სპეკულაციები სხვადასხვა მცველის გარშემო. ესპანური პრესისგან განსხვავებით, რომელიც ნომერ პირველ კანდიდატ სამუელ უმტიტის ასახელებს, "ტელეგრაფი" ასეთად ტობიას ალდერვეირელდს მიიჩნევს.

"საუთჰემტონის" ყოფილი მოთამაშე ახალ გუნდში იდეალურად ასპარეზობს, "პრემიერ ლიგაში" ერთ-ერთ საუკეთესო სტატისტიკას აჩვენებს და "ტოტენჰემს" სამ ფრონტზე წარმატების მიღწევაში ეხმარება. ბელგიელი რომელმაც მოირჩინა ტრამვა, "ტოტენჰემის" რიგებში ბოლოს წინა სეზონს ატარებს, ბოლო სეზონის დასაწყისიდან გამოსასყიდი ფასი 25 მილიონი ფუნტი გაუხდება, რაც მისი დონის მოთამაშისთვის, დღევანდელი ფასების ფონზე ძალიან პატარა თანხაა.

მცირე რაოდენობის გაშვებული ბურთების მიუხედავად, დაცვის ხაზში პრობლემები შესამჩნევია "იუნაიტედის" უკანა ხაზში. სხვა და სხვა სირთულისა და ხანგრძლივობის ტრამვებმა, პორტუგალიელ სპეციალისტს საშუალება არ მისცა ოპტიმალური დაცვის დუეტი ჩამოეყალიბებინა.

გუნდში საკმარისზე მეტი ცენტრალური მცველების ყოფნის მიუხედავად, გაუვალისა და უშეცდომოს სახელით მხოლოდ ერიკ ბაილი სარგებლობს, რომელმაც ფაქტიურად ნახევარი სეზონი გააცდინა ტრამვის გამო.

ალდერვეირელდისადმი ინტერესს იჩენს ლონდონის ჩელსიც, რომელსაც ანალოგიურად მცირე რაოდენობის გოლი აქვს მიღებული საკუთარ კარში, რაც უფრო კურტუას კარგი თამაშის დამსახურებაა, ვიდრე დაცვის ხუთეულისა.

წყარო : www.telegraph.co.uk
ჭორები
14 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
12 თებერვალი 2018 17:25
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძალიან მაგარი ვარიანტია.ძაან ჭკვიანი იგროკია და თამაშს კითხულობს სმოლინგისგან განსხვავებით, ბურთთან ახლოს არი ჯონსისგან განსხვავებით:)) კაი პირველი პასი აქ და კაი ვარიანტი მგონია.ეს და ბაილი კამფეტ.თუ დაიერსაც დავითრევდით ხანდახან 5-3-2 დავაყენებდით ეს დაიერი ბაილი ჩემი აზრით ყველა სიტუაციას იდეალურად წაიკითხავდნენ
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2018 17:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მშვენიერი ტრანსფერი იქნება
0
№3
ავტორი: Svanchester
12 თებერვალი 2018 17:35
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
უკვე მცველებზე მიდგა ჯერი..აშკარად რაღაც უკმაყოფილებას აქვს ადგილი.
0
№4
ავტორი: gache1991
12 თებერვალი 2018 17:42
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
სმოლინგის და ჯონსის საშინელი თამაშების შედეგიც არი ეს ყველაფერი,ნიუკასლთან საშინლად ითამაშეს..რო ათამაშოს ეს ლინდელოფი ცუდი არ იქნება ფაქტია როცა ითამაშა ძაან დიდი პროგრესი წონდა და კარგად თამაშობდა ესე სკამზე ვერ გაიზრდება,ჯონსი ცენტრში მარჯვნივ იდგეს და მარცხნივ როხო ეგეც ბევრად ჯობია, ეს სმოლინგი გავყიდოთ ხო ამბობდნენ არსენალს უნდაო 20 მილიონს გადაიხდიან...ეს რო მოვიდეს ხო სასწაული იქნება ძალიან მაგარია ეს და ბაილი სუპერ.სკამზე ჯონსისნაირი არავის ეყოლება
0
№5
ავტორი: ikeoni
12 თებერვალი 2018 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ra gaxda eseti bailis tramva ro ver moirchina Ra:(((
0
№6
ავტორი: LASHQARA
12 თებერვალი 2018 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დაცვას მიხედე მოურინიო, დაცვას. lol ყველაზე სუსტი წერტილი am
0
№7
ავტორი: JuanMata
12 თებერვალი 2018 19:51
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ანუ ლინდელოფი ტყუილად ვიყიდეთ, ასე გამოდის. გყავს ჯანმრთელი ახალგაზრდა მცველი, რომელიც ჩვენთან გადმოსვლამდე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა, აქვს კარგი სისწრაფე, პასი და ბურთის არ ეშინია, მაგრამ მაინც გვჭირდება ახალი მცველი.

პლიუს ამას გვყავს ბაიი, სმოლინგი და ჯონსი, სმოლინგი თუ განსაკუთრებით არ ბრწყინავს, ჯონსს თითზე ჩამოსათვლელი შეცდომა აქვს დაშვებული დაცვაში და უამრავ მომენტში გადაგვარჩინა. გვყავს როხო, რომელიც შარშან ერთ-ერთი საუკეთესო იყო მანჩესტერში.

ამის ფონზე ჩვენი ნახევარდაცვა ძლიან მძიმე დღეშია, მატიჩი ყველა მატჩს თავიდან ბოლომდე ატარებს, პლიუს პოგბას ათამაშებს საყრდენად, რომელსაც არ აქვს ისეთი დაცვითი სქილები, რაც საყრდენს ჭირდება, მაგრამ აქვს შესანიშნავი უნარი შეტევის და მომენტების შექმნის,

არ უნდა გადასვლა 3 ნახევარმცველზე, მაგრამ მაინც ყოველ მატჩში ტირის, რომ ერთი კაცით ნაკლები გვყავს ცენტრში. სკამზე ნახევარი სეზონია უკვე ზის წინა წლის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი ერერა, რომელსაც კანტეზე უკეთესი სტატისტიკა ჰქონდა ართმევებში და ჩაჭრებში და მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს კომპონენტი გვაკლია თამაშში, მაინც არ გამოდის.

მარცხენა ფლანგზე ვიყიდეთ ახალი ფეხბურთელი და მარსიალს ტენის მარჯვნივ, მაგრამ არ გამოსდის იქ თამაში. და შეუცვლელი თავდამსხმელი, რომელიც გოლებს ვერ იტანს, საჯარიმოში ბურთს არ აძლევენ, არ შეუძლია საჰაერო ორთაბრძოლების მოგება და თუ იგებს, ბურთი მაინც იკარგება, თან გუნდი მაინც ლუკაკუს თავზე თამაშობს ჯიუტად.
0
№8
ავტორი: kantona-7
12 თებერვალი 2018 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ჩემიაზრით ნახევარდაცვაა გასაძლიერებელი და კრაინი მცველები და არა ცენტრალური მცველები>>>იყიდონ მარცხენა მცველად სანდრო, მარჯვენა მცველად ვინმე პერსპეკტიული ვალენსიას შემცვლელად, ცენტრალურ ნახევარმცველად მოიყვანონ გამოცდილი ვიდალი ან ნაინგოლანი რომ პოგბამ წინ აიწიოს და ერთიც მარჯვენა ვინგერი მოიყვანოს თუმდაც პატარა და პერსპექტიული+ ერთი კაცია მოსაყვანი ვინც პოგბას ჩაანაცვლებს და ადგილებს გაუცვლისხოლმე ვისაც კაი პასიაქვს და ბურთის დაჭერა შეუძლია, მაგალითად მეასეთად ორი კაივარიანტი მიმაჩნია ერიქსენი და ისკო, ორივე ძაან მაგარია და შეუძლია გუნდის ტვინი იყოს. რავი ჩემიაზრით ნახევარი გუნდია შესაცვლელი>>>ჩემინება რომიყოს ლუკაკუს კეინით ჩავანაცვლებდი მაგრამ სადაა ჩემნებაზე:დდდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№9
ავტორი: dybbuk
12 თებერვალი 2018 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ლინდელოფს მაგრად გაუჭირდა ადაპტირება, თავიდან რამოდენიმე ძაან უხეში შეცდომა დაუშვა და მერეც რამდენი გამოჩნდა სახეზე ეტყობა რო მანდრაჟით თამაშობს, ბაიის არ ყოფნა გუნდს სასწაულად აკლია, აი მეტი რომ არ შეიძლება ისე, ეს სმოლინგი დებილია და შეეც ი თუ გინდა, ჯონსი 90 წუთს კარგად ჩაატარებს მაგრამ 1ს ისეთს დააყოითებს რო წყალში ჩაყრის ყველაფერს, როხომ შარშან რაც გააკეთა ალბათ თვითონაც არ სჯერა რო ეგ შეძლო, წელს კი ვნახეთ რეები იჩალიჩა(ისევ ძველი როხო გაიჩითა). უმტიტის ყიდვას კულიბალის მიაწვნენ ჯობია, აბა ვარანს და მარკინიოსს არავინ მოგვყიდის და არც ნაპოლი დათმობს თავის დაცვის ბურჯს ადვილად, მაგრამ ყველაზე ადვილი და შედარებით რეალური სწორედ მისი ყიდვაა, ალდერვეირელდს ტოტე არ გაყიდის, ეს ლევი მაგარი კლიზმა მასტია და თუ მაინც მოხდა და დათმეს ვინც გვყავს გუნდში(ბაიის გარდა) ყველას ჯობია უდაოდ და მაგრად გამიხარდება თუ გადმოიბირებენ.
0
№10
ავტორი: gela-manchesteri777
12 თებერვალი 2018 22:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
კაი იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top