თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2018, 17:16
ავტორი: gache1991,
ნანახია: 2524,
კომენტარები: 14
ალდერვეირელდი "იუნაიტედის" სამიზნეა
ალდერვეირელდი "იუნაიტედის" რადარზე
ალდერვეირელდი
ჟოზე მოურინიოს განცხადების შემდეგ, რომ გუნდი ზაფხულში მხოლოდ უკანახაზელებით გაძლიერდება, არ წყდება ჭორები და სპეკულაციები სხვადასხვა მცველის გარშემო. ესპანური პრესისგან განსხვავებით, რომელიც ნომერ პირველ კანდიდატ სამუელ უმტიტის ასახელებს, "ტელეგრაფი" ასეთად ტობიას ალდერვეირელდს მიიჩნევს.

"საუთჰემტონის" ყოფილი მოთამაშე ახალ გუნდში იდეალურად ასპარეზობს, "პრემიერ ლიგაში" ერთ-ერთ საუკეთესო სტატისტიკას აჩვენებს და "ტოტენჰემს" სამ ფრონტზე წარმატების მიღწევაში ეხმარება. ბელგიელი რომელმაც მოირჩინა ტრამვა, "ტოტენჰემის" რიგებში ბოლოს წინა სეზონს ატარებს, ბოლო სეზონის დასაწყისიდან გამოსასყიდი ფასი 25 მილიონი ფუნტი გაუხდება, რაც მისი დონის მოთამაშისთვის, დღევანდელი ფასების ფონზე ძალიან პატარა თანხაა.

მცირე რაოდენობის გაშვებული ბურთების მიუხედავად, დაცვის ხაზში პრობლემები შესამჩნევია "იუნაიტედის" უკანა ხაზში. სხვა და სხვა სირთულისა და ხანგრძლივობის ტრამვებმა, პორტუგალიელ სპეციალისტს საშუალება არ მისცა ოპტიმალური დაცვის დუეტი ჩამოეყალიბებინა.

გუნდში საკმარისზე მეტი ცენტრალური მცველების ყოფნის მიუხედავად, გაუვალისა და უშეცდომოს სახელით მხოლოდ ერიკ ბაილი სარგებლობს, რომელმაც ფაქტიურად ნახევარი სეზონი გააცდინა ტრამვის გამო.

ალდერვეირელდისადმი ინტერესს იჩენს ლონდონის ჩელსიც, რომელსაც ანალოგიურად მცირე რაოდენობის გოლი აქვს მიღებული საკუთარ კარში, რაც უფრო კურტუას კარგი თამაშის დამსახურებაა, ვიდრე დაცვის ხუთეულისა.

წყარო : www.telegraph.co.uk
ჭორები
14 კომენტარი
№11
ავტორი: bziki
12 თებერვალი 2018 23:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
საქმე ფეხბურთელების კლასში არაა მხოლოდ საქმე გუნდურობაშია უფრო, ეგ გუნდურობა სიტისთან თამაშის მრე გაქრა ყველაფრის ხალისი დაკრგეს, თან სიტის იღბალი უამრავ შევთხვევაში სადაც სიტიმ 7 ქულაზე მეტი აიღო(რიღას ხალისი გექნება) მარა იმით ვიმშვიდებ თავს რო უმართლებს ძლიერებს მიაწვნენ(სიტი) და გაიტანეს გაუმართლათ მარა ხასიათი აქვთ,სიტის ,სგავსად ჩვენც იგივე გზა გვაქვს გასავლელი ვიღაც ნიკა-მანჩესტერს გონია რო ჩვენ მანჩესტერი ვართ და ყველაფერი გვეკუთვნის როგორც რეალის ან ლუზერების ფანობას მარა აქ ასაკითაც უფრო დიდი სასტავიც ვართ:D ეგრე არაა ძმაო ცხოვრება ტკბილია და ამავდროულად მწარეცაააა:D:D:D:D: მოგება და წაგება ძმები არიანო მაგას შევეშვი კაი:D:D:D:მარა რახან იუნაიტედი ხარ ნიუკასლი და მაგ კალიბრის გუნდი მუდამ უნდა გადახიო თან ისე რო კითხვის ნიშანი არც არსებობდეს? და როცა ვერ მოუგებ მაგეთ გუნდს გაყიდა თამაშიო ეგ იძახო რეალის ფანატივით?
ჩვენ იუნაიტედი ვართ და სიტი ვინ ჩემია ეგ არ ჭრის თორე დღეს რეალი ბარსას აქეთ უნდა უსწრებდეს 60 ქულით სად სამეფო ბალეტი და სად პროვინციალიზმი:D ეს კომენტარი ეკუთვნის ჟოზეს და ჩვენ ყველას მაგინებლებს რას ქვია რო ჟოზეს უჭერთ მხარსო?:D:D თითქოს მანჩესტერის მწვრთნელი არ იყოს (არ ეკუთვნის მანიუს მწვრთნელობაო) 10000% ვიცი რო ამას არც კითხულობენ თორე ამას არც დავწერდი ჩუვაკი როდის აფეთქდება კაცმა არ იცის,ორი თავი არ მაქ
0
№12
ავტორი: PaLoMo
13 თებერვალი 2018 00:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4161
rogorc iqna skaifo rojac mogvaweres.magari iqneba.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№13
ავტორი: kobinio
13 თებერვალი 2018 01:04
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ასეთ იუნაიტეტდში არავის ექნება სურვილი გადმოვიდეს.
0
№14
ავტორი: gia miqadze
13 თებერვალი 2018 08:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
აშკარაა რომ მცველი გვჩირდება სასწრაფოდ ტოპ კლასის რათქმაუნდა თორე სმოლინგის დანახვას მირჩევნია ლივერპულის ფანი გავხდე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top