თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2018, 08:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2232,
კომენტარები: 11
ჟოზეს ვერდიქტი წაგებულ მატჩზე
მოურინიო "ნიუკასლთან" მარცხზე კომენტარს აკეთებს.
ჟოზეს ვერდიქტი წაგებულ მატჩზე
ჟოზე მოურინიომ "ნიუკასლთან" მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხზე კომენტარი გააკეთა.

"წითლებს" რთული მატჩი ჰქონდათ "სენტ ჯეიმს პარკზე", სადაც მეტ რიჩის მიერ მეორე ტაიმში გატანილი გოლით 0-1 დამარცხდნენ.

მატჩის შემდეგ მწვრთნელმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასა და "სქაი სპორტსს" ინტერვიუ მისცა.

"ნიუკასლი" ცხოველივით იბრძოდა

"ცხოველებივით იბრძოდნენ - იმედი მაქვს, ამას კომპლიმენტად მიიღებენ. ფეხბურთის ღმერთები მათ მხარეს იყვნენ. ეს კი ჩვენთვის კარგს არაფერს მოასწავებდა. "ნიუკასლმა" მოედანზე დადო ყველაფერი, რაც ჰქონდათ და რაც არ ჰქონდათ, ეს კი მშვენიერი რამეა ფეხბურთში. ისინი იბრძოდნენ ერთი ქულისთვის და გონებაშიც სწორედ ერთი ქულა უტივტივებდათ. ჩვენ დაცვაში შეცდომა დავუშვით და როცა დაწინაურდნენ, შემდეგ უკვე სულ სხვა რამ დაუჯდათ ჭკუაში და სიცოცხლე გაიღეს "მშრალი" მატჩის ჩასატარებლად."

ერთ-ერთი ისეთი დღე

"აქ 10 საათიც რომ გვეთამაშა, გოლს მაინც ვერ გავიტანდით - სწორედ ასეთი შეგრძნება დამრჩა. როცა გაგახსენდება შანსები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ - პირველ ტაიმში ენტონის გასვლა მეკარესთან პირისპირ, მეორე ტაიმში ალექსისი ცარიელი კარის წინაშე და შემდეგ გოლის გასატანი სიტუაციები - უბრალოდ საოცარია, რომ ვერ გავიტანეთ. მაგრამ უნდა ითქვას, რომ გოლი შეცდომის ხარჯზე გავიდა. შორეული ჯარიმა, რომლისგანაც ბურთმა საჯარიმოში ჩააღწია - პირველი ბურთი წავაგეთ, რადგან საჰაერო ორთაბრძოლაში წინააღმდეგობა ვერ გავწიეთ და შემდეგ წავაგეთ მეორე ბურთიც, აქ კი უკვე "ნიუკასლის" იღბალზე შეიძლება ლაპარაკი - თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ "ნიუკასლმა" იბრძოლა."

ბოლო მომენტამდე გვჯეროდა

"ბოლო წუთამდე უნდა გვერწმუნა, რაც გავაკეთეთ კიდეც. ზუსტად ისე, როგორც "ნიუკასლი" იბრძოდა 90 წუთის განმავლობაში. ასევე მომეწონა, როგორ იბრძოდნენ ჩემი ფეხბურთელები ბოლო 20-25 წუთის განმავლობაში, რათა შედეგი შეეცვალათ. გაუმართლა თუ არა "ნიუკასლს"? დიახ, გაუმართლა. მაგრამ ზოგჯერ იღბალს შენივე მიდგომით იწვევ და 1-0 ანგარიშის შემდეგ უკვე სიცოცხლეს იღებდნენ."

"ნიუკასლის" გოლის ანალიზი

"ჩვენ ვვარჯიშობთ, ჩვენ ვმუშაობთ, ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ... ფეხბურთელებს კი აქვთ თავიანთი ინდივიდუალური დავალებები, როცა ზონურ დაცვაზე მიდგება საქმე. ფეხბურთელებმა იციან, რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს გოლი ტელევიზიით რამდენიმეჯერ უკვე ნახეთ, მე კი არ მინახავს. ასე რომ, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, ვინ წააგო ორთაბრძოლა მეორე სართულზე და ვფიქრობ, ცუდია, რომ მე მაყენებთ ისეთ პოზიციაში, როცა ვინმეს გაკრიტიკება მიწევს. თქვენ თვითონ გაანალიზეთ".

ოთხეულში მოხვედრისთვის ბრძოლა

"ჩვენ მეორე ადგილზე ვართ, ამიტომ უკეთეს ვითარებაში ვიმყოფებით, ვიდრე ჩვენს უკან მყოფი გუნდები, მაგრამ წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩია და ამ პოზიციის შესანარჩუნებლად უნდა ვიბრძოლოთ".

ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
12 თებერვალი 2018 09:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
sanchess unda gaetana cariel karshi magram :/ martla ibrdzola axalvixem.. mara is momenti gadamwyveti iyo
0
№2
ავტორი: მიშა
12 თებერვალი 2018 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
გამარჯობა,

დიდი ხანია ამ საიტზე შემოვდივარ და მიხარია ესეთი ჩამოყალიბებული ფანები რო ყავს ჩვენ გუნდს.

რაც შეეხება გუნდს პატარა ჩემ აზრს ვიტყვი პირველ რიგში ჩვენ არ გვყავს ჩამოყალიბებული 4 მცველი რომელიც სისტემატიურად არი სასტავში,ხან ჯონსი-სმოლინგი,ხან ბაილი-ჯონსი და ასე შემდეგ,ეს განაპირა მცველებიც პრობლემაა ვალენსიაზე საუბარი ზედმეტია რასაც მაგი თამაშიდან თამასში დებს საგოლ მაგას.ეს მარცხენა მცველი რა ვერ ვიყიდეტ ან რა ვერ ჩამოყალიბდა შოუს ტრამვის მერე ხელმძღვანელობა ან მწვრთნელი რო ეს იანგი ბლინდი დღევანდელი შოუ არ არის მანჩესტერის.რაც შეეხება კაპიტნის სამკლაურს ვალენსია დიდებული ფეხბურთელია მაგრამ არა კაპიტანი გუნდის ,არასწორად მიმაჩნია,გუნდის ლიდერი თავი და ბოლო არის დეჰეა. ვინ არი პოგბა რატოა კაპიტანი მანჩესტერის შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნას მაგი? ეს ამ ადამიანის ახირებაა.რაც არასწორია ჩემი აზრით.დღევანდელი მანჩესტერი ემსგავსება ფულით აწყობილ გუნდს კოლოსალური ტრანსფერებით,სამწუხაროდ სული მანჩესტერის გამქრალია რასაც აკადემიიდან ვიღებდით წლების განმავლობაში და ვუყურებდით ნამდვილ მანჩესტერს.
1
№3
ავტორი: ikeoni
12 თებერვალი 2018 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Amdeni momentis gafucheba ar sheidzleba ra
0
№4
ავტორი: Alexis7
12 თებერვალი 2018 13:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
სანჩესმა ვერ გაიტანა თუ არ გაიტანა? :დდ რაღაც ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა.. პაუზა რატო გააკეთა როცა პირველად გაიხედა და დაინახა რო უკვე ცარიელი იყო კარი? არ ვიცი რამდენად შეიძლება დააბრალო ტოტალიზატორს მაგრამ მასეთი შთაბეჭდილება კი დამიტოვა
0
№5
ავტორი: holandieli mfrinavi
12 თებერვალი 2018 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ამ თამაშზე ვერავინ გადამარწმუნებს რომ ჩაწყობილი არ იყო, არც მოთამაშე ვარ და არც ფეხბურთელი უბრალოდ ერთი რიგითი ადამიანი ვარ ვისაც ფერგის მანიუმ ფეხბურთი შეაყვარა და ძველი დიდების დაბრუნებას მუდამ ველი, მხოლოდ ორ 100% გოლის არ გატანაზე ამახვილებს ყველა ყურადგებას,

რას იტყვით სმოლინგის ბარათზე რომელის სიმულაციისთვის მიიღო, რა საჭირო იყო ცენტრში არანაირი გამწვავების შეჩერების მიზნიდ არ იყო უბრალოდ ასე იყო საჭირო იქ და იმ დროს ჯარიმა.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2018 14:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შანსების გამოუყენებლობა ერთია მარა, ისედაც არიყო თამაშის ხარისხი ისეთი როგორიც უნდა იყოს, ნიუკასლმა დაიმსახურა გამარჯვება.
0
№7
ავტორი: K1llsw1tch
12 თებერვალი 2018 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
გაშვებული გოლი იყო ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი შეცდომა დაცვით თამაშში, რაც კი ოდესმე მინახავს (და ფეხბურთს უკვე 15 წელია ვუყურებ). ჯერ ბავშვურად წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, შემდეგ სმოლინგის... არც ვიცი ამას რა დავარქვა... მემგონი იმ მომენტში მარსზე იყო და ბოლო წამს გამოეღვიძა, როდესაც უკვე ძალიან გვიანი იყო. და ბოლოს ვალენსია (იშვიათად ეშლება, მაგრამ ეს ძალიან უხეში შეცდომა იყო), რომელსაც რიტჩის ყოფნა მოედანზე, როგორც ჩანს, საერთოდ დაავიწყდა, არადა სწორედ მას ევალებოდა წესით რიტჩის აყვანა (ფლანგელი ფლანგელზე).
0
№8
ავტორი: JuanMata
12 თებერვალი 2018 15:27
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მოურინიოს თამაშის სტილი მოითხოვს ხანდახან არარეალურ შესრულებას, გასაგებია, გვქონდა ისეთი მომენტები, სადაც უნდა გაგვეტანა გოლი, მაგრამ მე არ მეგულება გუნდი, რომელიც მომენტებს იყენებდეს 100%-ით, სამი მომენტი გვქონდა და რომ გაგვეტანა ყველა მოვიგებდით, მაგრამ მასე ნიუკასლსაც ჰქონდა კიდევ მომენტები, იმათაც შეიძლებოდა გაეტანათ. ვერ დავჯაბნეთ ნიუკასლი ფაქტია.

გუნდი აგებს 1-0 და კიდევ ერიდება მაღალ პრესინგს, უმეტეს შემთხვევაში გუნდებს ვხვდებით მოედნის ცენტრში, ვაძლევთ თავისუფლად ამოსვლის საშუალებას, ნიუკასლი უკეთესად გვაპრესინგებდა და უფრო მეტ შეცდომას გვაშვებინებდა დაცვიდან ამოსვლისას ვიდრე ჩვენ. პოზიციური შეტევა რომ არ გამოსდის მოურინიოს და არანაირი კომბინაცია არ თამაშდება, მაგაზე არაფერს ვიტყვი, ეს უკვე აქსიომაა.

დაცვის ხაზი არის დაწეული ქვევით, შესაბამისად დიდი სივრცე რომ არ დატოვო ცენტრში ნახევარდაცვაც უკან იწევს და საბოლოოდ, ვღებულობთ შედეგს, რომ ლუკაკუ ბურთს იღებს მოედნის ცენტრში შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე.

ამ დაცვის ხაზს არ ვიცი რას ერჩით, ყველაზე ცოტა გოლი გვაქვს გაშვებული, ყველაზე მეტჯერ შევინახეთ კარი მშრალად, მეტი არ ვიცი რა უნდა ქნან, გუნდს, რომ მოედნის ცენტრის გადალახვა არ შეუძლია მოკლე პასებით, თუ უბრალოდ არ მოიშორეს ბურთი, ეს არის პრობლემა. და 1.5 წლის შემდეგ ეს პრობლემა, რომ ვერ მოაგვარა მოურინიომ იმაზე არავინ ფიქრობს, ასე თუ ისე მოიყვანა თავისი ფეხბურთელები და შექმნა ბირთვი.

ფსიქოლოგიურად ვერ ამზადებს გუნდს, რამდენი ქამბექი გვქონდა ბოლო ორ სეზონში?
მონდომება და გუნდურობა არ ეტყობათ, ვისი ბრალია?
კომბინაციები 0-ია საერთოდ, გინდაც შეტევაში, გინდაც დაცვიდან ამოსვლაში და გინდაც ცენტრიდან საჯარიმომდე ბურთის მიტანაში.

ისეთ ფეხბურთს ვთამაშობთ, სადაც გოლის გატანა დამოკიდებულია არა ჩვენზე, არამედ მეტოქის შეცდომაზე. და თან არც ვცდილობთ შეცდომა დავაშვებინოთ.

მოიესის დროს გვქონდა ეს პრობლემები, ვან გაალის დროს გვქონდა ეს პრობლემები და ახლაც გვაქვს, თანაც ახლა იმაზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს ვიდრე ბოლო 5 სეზონში გვყოლია, დაჟე ფერგის ბოლო წლებშიც არ გვყოლია ამაზე უკეთესი გუნდი. უკეთესი შედეგი გვაქვს ცხრილში, რომელიც ლოგიკურად არ გამომდინარეობს ჩვენი თამაშიდან და ძალიან დიდი შანსია, შემდეგ ტურში ეს მეორე ადგილიც დავკარგოთ და მეოთხეზე ჩამოვიდეთ.
0
№9
ავტორი: Svanchester
12 თებერვალი 2018 17:27
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
სნჩესმა გუშინ გოლი ვერ კი არა უფრო არ გაიტანა. ნამდვილად არაფრის თქმა არ შეიძლება ტოტალიზატორის თამაშებზე მაგრამ უბრალოდ ამ კადრს კარგად დააკვირდით რა ქნა გუშინ სანჩესმა.
0
№10
ავტორი: Lasha_9
12 თებერვალი 2018 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ჩაწყობაზე ვიტყვი რომ უდიდეს პატივს ვცემ ყველა მანჩეს გულშემატკივარს მაგრამ ხალხნო რა ჩაწყობაზეა საუბარი როდესაც მეხუთე ადგილი ოთხ ქულაშია...კაი ბატონო სახლში ჩელსისთან, ლივერპულთან და არსენალთან არ ჩავაწყობთ და მაინც არის გარანტია რომ ყველას მოვიგებთ? თუ სიტისთან გვაქვს გასვლაზე სამი ქულა ჯიბეში? რაღა დარჩა ეგეც ხუთი თამაში იქ ბრაიტონთანებთან და ბორნმუთებთან ერთი ორი რთული გასვლა და კარგად მეოთხე ადგილი ასე რომ ჩაწყობაზე მაპატიეთ მაგრამ ვერ დაგეთანხმებით...

პრობლემა იმაშია რომ ნუ ტოტენჰემამდეც ხვდებოდნენ და მაგ თამაშის მერე მგონი საჩხერის ჩიხურას მწვრთნელიც მიხვდება რომ იუნაიტედს პრესინგი თუ დაუპირსპირე თამაშს მოუგებ რატომ? იმიტომ რომ ცოტა უცნაურ რამეს ვიტყვი მაგრამ სასტავის ბევრი ფეხბურთელი ბურთთან მთლად იდეალურად არ არის....რა არის მარსიალის ლინგარდის და რაშფორდის მთავარი პლუსი? ყველა იწტყვის - სისწრაფე(ამას გენიოსობა არ ჭირდება პესი რომ პესია იმათმა შემქმნელებმაც იციან) და პასი? რომელს აქვს თუნდაც ისეთი კარგი პასი რომ მძიმე პრესინგის დროს დაძლიოს არც სანჩესს აქვს ნუ ლუკაკუ გამომრჩა მაგის პასი სახსენებელი არაა...სამაგიეროდ კარგი და ჩაკეტილი თამაშის ფონზე გადაუგდე აბა რომელიმეს წინ ბურთი იცოცხლე გაიქცევიან(თუმცა ის რომ ე.წ ფინიშინგი არც ერთს არ აქვს უმაღლესი ეგ ცალკე პრობლემაა), მაგრამ ეს ოხერი თუ ამას მეტოქე ხედავს ადგეს და თუ ბევრი შემთევი და შესაბამისად ბურთის დაჭერა უნდა ათამაშოს ქერიკი ერერა პოგბა და მატა ვისაც პრესინგის დროს ერთ პასში თამაში შეუძლიათ არ გინდა ბევრი შემთევი და დაჭერა? მაშინ ითამაშე ორი საყრდენით გამოიკეტე უკან და გადაუგდე წინ ლუკაკუს მარსიალს და რაშფორდს იმის იმედზე რომ თუნდაც სამიდან ერთ გოლს გაიტანენ ანუ იმის თქმა მინდა რომ ჟოზეს შერჩეული ტაქტიკა და ფეხბურთელებია შეუსაბამო და არა ტაქტიკაა თავად ცუდი...და მერმადენედ ხდება ეს ნუ გენიოსად არ მომაქვს თავი მაგრამ მარტივი დაკვირვების შედეგია რომელ ფეხბურთელს რომელ ტაქტიკაში რა შეუძლია ის რომ სამი შემტევის ფონზე კონტრშეტევებისას მატა არ უნდა დააყენო რომელსაც სისწრაფე 20 აქვს ეგეც ფაქტია ისევე როგორც პირიქით პრესინგის პირობებში მარსიალი და რაშფორდი არ უნდა იყვნენ რომლებიც ორ მეტრიან პასებს ზუსტად ვერ აკეთებენ განა ცუდი ფეხბურთელები არიან უბრალოდ სხვა პლუსები აქვთ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top