თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2018, 08:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2223,
კომენტარები: 11
ჟოზეს ვერდიქტი წაგებულ მატჩზე
მოურინიო "ნიუკასლთან" მარცხზე კომენტარს აკეთებს.
ჟოზეს ვერდიქტი წაგებულ მატჩზე
ჟოზე მოურინიომ "ნიუკასლთან" მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხზე კომენტარი გააკეთა.

"წითლებს" რთული მატჩი ჰქონდათ "სენტ ჯეიმს პარკზე", სადაც მეტ რიჩის მიერ მეორე ტაიმში გატანილი გოლით 0-1 დამარცხდნენ.

მატჩის შემდეგ მწვრთნელმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასა და "სქაი სპორტსს" ინტერვიუ მისცა.

"ნიუკასლი" ცხოველივით იბრძოდა

"ცხოველებივით იბრძოდნენ - იმედი მაქვს, ამას კომპლიმენტად მიიღებენ. ფეხბურთის ღმერთები მათ მხარეს იყვნენ. ეს კი ჩვენთვის კარგს არაფერს მოასწავებდა. "ნიუკასლმა" მოედანზე დადო ყველაფერი, რაც ჰქონდათ და რაც არ ჰქონდათ, ეს კი მშვენიერი რამეა ფეხბურთში. ისინი იბრძოდნენ ერთი ქულისთვის და გონებაშიც სწორედ ერთი ქულა უტივტივებდათ. ჩვენ დაცვაში შეცდომა დავუშვით და როცა დაწინაურდნენ, შემდეგ უკვე სულ სხვა რამ დაუჯდათ ჭკუაში და სიცოცხლე გაიღეს "მშრალი" მატჩის ჩასატარებლად."

ერთ-ერთი ისეთი დღე

"აქ 10 საათიც რომ გვეთამაშა, გოლს მაინც ვერ გავიტანდით - სწორედ ასეთი შეგრძნება დამრჩა. როცა გაგახსენდება შანსები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ - პირველ ტაიმში ენტონის გასვლა მეკარესთან პირისპირ, მეორე ტაიმში ალექსისი ცარიელი კარის წინაშე და შემდეგ გოლის გასატანი სიტუაციები - უბრალოდ საოცარია, რომ ვერ გავიტანეთ. მაგრამ უნდა ითქვას, რომ გოლი შეცდომის ხარჯზე გავიდა. შორეული ჯარიმა, რომლისგანაც ბურთმა საჯარიმოში ჩააღწია - პირველი ბურთი წავაგეთ, რადგან საჰაერო ორთაბრძოლაში წინააღმდეგობა ვერ გავწიეთ და შემდეგ წავაგეთ მეორე ბურთიც, აქ კი უკვე "ნიუკასლის" იღბალზე შეიძლება ლაპარაკი - თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ "ნიუკასლმა" იბრძოლა."

ბოლო მომენტამდე გვჯეროდა

"ბოლო წუთამდე უნდა გვერწმუნა, რაც გავაკეთეთ კიდეც. ზუსტად ისე, როგორც "ნიუკასლი" იბრძოდა 90 წუთის განმავლობაში. ასევე მომეწონა, როგორ იბრძოდნენ ჩემი ფეხბურთელები ბოლო 20-25 წუთის განმავლობაში, რათა შედეგი შეეცვალათ. გაუმართლა თუ არა "ნიუკასლს"? დიახ, გაუმართლა. მაგრამ ზოგჯერ იღბალს შენივე მიდგომით იწვევ და 1-0 ანგარიშის შემდეგ უკვე სიცოცხლეს იღებდნენ."

"ნიუკასლის" გოლის ანალიზი

"ჩვენ ვვარჯიშობთ, ჩვენ ვმუშაობთ, ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ... ფეხბურთელებს კი აქვთ თავიანთი ინდივიდუალური დავალებები, როცა ზონურ დაცვაზე მიდგება საქმე. ფეხბურთელებმა იციან, რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს გოლი ტელევიზიით რამდენიმეჯერ უკვე ნახეთ, მე კი არ მინახავს. ასე რომ, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, ვინ წააგო ორთაბრძოლა მეორე სართულზე და ვფიქრობ, ცუდია, რომ მე მაყენებთ ისეთ პოზიციაში, როცა ვინმეს გაკრიტიკება მიწევს. თქვენ თვითონ გაანალიზეთ".

ოთხეულში მოხვედრისთვის ბრძოლა

"ჩვენ მეორე ადგილზე ვართ, ამიტომ უკეთეს ვითარებაში ვიმყოფებით, ვიდრე ჩვენს უკან მყოფი გუნდები, მაგრამ წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩია და ამ პოზიციის შესანარჩუნებლად უნდა ვიბრძოლოთ".

ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manchesteri777
12 თებერვალი 2018 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ყველაძე ბანძი მაჩი იყო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top