თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2018, 10:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1998,
კომენტარები: 11
"იუნაიტედს" მაგუაიერის შეძენა სურს
ჰარი მაგუაიერი მოურინიოს ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" ერთმანეთს ჰარი მაგუაიერის ტრანსფერში შეეცილებიან.

"ლესტერ სიტის" მცველის შეძენით თავდაპირველად "ქალაქელები" იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ კონკურენციის გაწევა სურს "იუნაიტედსაც", რაც კიდევ ერთ სატრანსფერო ბრძოლას მოასწავებს ზაფხულში პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოს შორის.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა გამორიცხა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შემტევი სტილის ფეხბურთელის შეძენა, მაგრამ დაცვის ცენტრის გაძლიერება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება და მაგუაიერში 50 მლნ. ფუნტის გადახდას გეგმავს.

"სიტი" ინგლისელ მცველს მთელი სეზონის განმავლობაში აკვირდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ბილბაოს "ატლეტიკიდან" 57 მლნ. ფუნტად ემერიკ ლაპორტი შეიძინა, "ლესტერის" მცველისადმი ინტერესს არ კარგავს.

24 წლის ჰარი "ლესტერს" გასულ ზაფხულს შეუერთდა 17 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ და ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შთამბეჭდავი ასპარეზობისა და ინგლისის ნაკრებში გამოჩენის შემდეგ "მელიებს" მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელის ფასმა საგრძნობლად მოიმატა.

"ლესტერმა" კი უკვე დაამტკიცა, რომ თავის ფეხბურთელებს მოთხოვნილი ფასის არ გადახდის შემთხვევაში, არ განშორდება, რისი მაგალითიც რიად მარეზის შემთხვევა გახლავთ.

მაგუაიერის დებიუტი "სალმ ლომთა" რიგებში ოქტომბერში, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ შედგა და ამის შემდეგ მან გერმანიისა და ბრაზილიის ნაკრებების წინააღმდეგაც ითამაშა, ზაფხულში კი, როგორც მოსალოდნელია, გარეთ საუთგეითის ნაკრების წევრი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე.

წყარო: mirror
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: VALERI.s
11 თებერვალი 2018 11:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
მიუხედავად იმიდა რომ არ ვთვლიდი საჭიროდ ცენტრალური მცველის დამატებას, მაგუაიერი სხვა დონეა და აუცილებლად უნდა ვიყიხოთ თუ შანსი მოგვეცემა. ძალიან მაგარ ცენტრს შექმნიან ეს და ბაილი! მოურინიოს კი არ ვეთანხმები და ვფიქრობ რომ მარჯვენა ვინგერი ჰაერივით სჭირდება გუნდს და აუცილებლად უნდა მოიყვანოს ვინმე!
0
№2
ავტორი: PaLoMo
11 თებერვალი 2018 11:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: VALERI.s
მიუხედავად იმიდა რომ არ ვთვლიდი საჭიროდ ცენტრალური მცველის დამატებას, მაგუაიერი სხვა დონეა და აუცილებლად უნდა ვიყიხოთ თუ შანსი მოგვეცემა. ძალიან მაგარ ცენტრს შექმნიან ეს და ბაილი! მოურინიოს კი არ ვეთანხმები და ვფიქრობ რომ მარჯვენა ვინგერი ჰაერივით სჭირდება გუნდს და აუცილებლად უნდა მოიყვანოს ვინმე!

amisi tamashebi bevri ar maq nanaxi,magram chventan rac itamasha kai shtabechdileba datova.laporteze adre ro echalichat kai iqneboda. siti yidulobs imden xalx srro zamenisgan meore gunds sheqmnis.chven kide tito orolas vyidulobt.zafxulshi 4kaci kide unda moiyvanos tu inda sheegi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: ikeoni
11 თებერვალი 2018 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Moacilet. Ra maguairi :)))
0
№4
ავტორი: gache1991
11 თებერვალი 2018 13:11
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
რა მაგვაიერი დაეტიოს სადაც არი.უბლაგვესი ფეხბურთელია ეგრე ფიზიკურად ძლიერი ტალახაძეც არი მარა ფეზბურთელი კი არ არი:)) ამას როხოც მირჩევნია და ლინდელოფი ხო საერთოდ,ცენტრალური მცბელი საერთოდ არ გვინდა მე რო მკითხოს კაცმა ჯონსი ბაილი სასტავში ლინდელოფი როხო სკამზე სტულებით საკმარისია სმოლინგს თუ 20 ლიმონად მივასუხარებთ არც ეგ იქნება პრობლემა ეეც კაი მართკუთხაა
0
№5
ავტორი: kantona-7
11 თებერვალი 2018 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
კრაინი მცველებია მოსაყვანი და ცენტრალური ნახევარმცველები.... მაგუარზე უკეთესები სმოლინგი როხო ლინდელოფია ვინც ზამენაზე გვიზის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№6
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2018 14:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჭორია დიდი ალბათობით
0
№7
ავტორი: dybbuk
11 თებერვალი 2018 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
თუ მოყვანაა მოიყვანონ ისეთი დონე როგორიც ვარანია, მარკინიოსია, აგერ ბონუჩი სად იტანჯება, როგორც 31 წლისაა მაინც უკლასნესია, რა მაგუაიერი მაგაზე უკეთესი მცველები გვყავს ყველა
0
№8
ავტორი: gache1991
11 თებერვალი 2018 15:48
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
50ლიმონად კულიბალის ვიყიდით ტანკივით არი:))) ეგ და ბაილი დაღეჭვენ:))
0
№9
ავტორი: dybbuk
11 თებერვალი 2018 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: gache1991
50ლიმონად კულიბალის ვიყიდით ტანკივით არი:))) ეგ და ბაილი დაღეჭვენ:))

კიბატონო, ეგეც კარგი ვარიანტია
0
№10
ავტორი: gela-manchesteri777
11 თებერვალი 2018 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
რა დაცვა გვყავდა ფერდი ვიდიჩი ევრა რაფაელი ევრა და რაფაელი არ უნდა გაეყიდატ რა

რა დაცვა გვყავდა ფერდი ვიდიჩი ევრა რაფაელი ევრა და რაფაელი არ უნდა გაეყიდატ რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top