თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2018, 10:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1999,
კომენტარები: 11
"იუნაიტედს" მაგუაიერის შეძენა სურს
ჰარი მაგუაიერი მოურინიოს ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" ერთმანეთს ჰარი მაგუაიერის ტრანსფერში შეეცილებიან.

"ლესტერ სიტის" მცველის შეძენით თავდაპირველად "ქალაქელები" იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ კონკურენციის გაწევა სურს "იუნაიტედსაც", რაც კიდევ ერთ სატრანსფერო ბრძოლას მოასწავებს ზაფხულში პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოს შორის.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა გამორიცხა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შემტევი სტილის ფეხბურთელის შეძენა, მაგრამ დაცვის ცენტრის გაძლიერება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება და მაგუაიერში 50 მლნ. ფუნტის გადახდას გეგმავს.

"სიტი" ინგლისელ მცველს მთელი სეზონის განმავლობაში აკვირდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ბილბაოს "ატლეტიკიდან" 57 მლნ. ფუნტად ემერიკ ლაპორტი შეიძინა, "ლესტერის" მცველისადმი ინტერესს არ კარგავს.

24 წლის ჰარი "ლესტერს" გასულ ზაფხულს შეუერთდა 17 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ და ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შთამბეჭდავი ასპარეზობისა და ინგლისის ნაკრებში გამოჩენის შემდეგ "მელიებს" მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელის ფასმა საგრძნობლად მოიმატა.

"ლესტერმა" კი უკვე დაამტკიცა, რომ თავის ფეხბურთელებს მოთხოვნილი ფასის არ გადახდის შემთხვევაში, არ განშორდება, რისი მაგალითიც რიად მარეზის შემთხვევა გახლავთ.

მაგუაიერის დებიუტი "სალმ ლომთა" რიგებში ოქტომბერში, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ შედგა და ამის შემდეგ მან გერმანიისა და ბრაზილიის ნაკრებების წინააღმდეგაც ითამაშა, ზაფხულში კი, როგორც მოსალოდნელია, გარეთ საუთგეითის ნაკრების წევრი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე.

წყარო: mirror
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
12 თებერვალი 2018 17:25
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: gache1991
50ლიმონად კულიბალის ვიყიდით ტანკივით არი:))) ეგ და ბაილი დაღეჭვენ:))

კულიბალი მართლა გასწორებდა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top