თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2018, 18:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2490,
კომენტარები: 12
მოურინიომ ახსნა, თუ რა პოზიციაზე ხედავს პოგბას
მწვრთნელის პასუხი კრიტიკოსებს და ჭკუის დამრიგებლებს.
მოურინიომ ახსნა, თუ რა პოზიციაზე ხედავს პოგბას
ხშირი იყო კამათი და კომენტარები იმის შესახებ, თუ ნახევარდაცვის რომელ პოზიციაზე უნდა ითამაშოს პოლ პოგბამ, "ნიუკასლთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კი ჟოზე მოურინიომ ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

მწვრთნელს ჰკითხეს ფრანგის როლისა და კონცეფცია "საჯარიმოდან საჯარიმომდეს" მნიშვნელობის შესახებ, რაზეც უპასუხა, რომ კლუბის სარეკორდო შენაძენს ყველაფერი აქვს სრულყოფილ ნახევარმცველად ჩამოსაყალიბებლად.

პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩი პოგბამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ საქმისადმი მისი მიდგომა კვლავ აგრძელებს მოურინიოზე შთაბეჭდილების მოხდენას.

"პოლი კარგი პროფესიონალია. პოლი კარგად შრომობს, პოლს ვარჯიში მოსწონს. მასთან არასდროს მქონია ერთი მცირე პრობლემაც კი გარდა მისი პროფესიონალიზმისა, რადგან მართლაც კარგი მოვარჯიშეა. ის ერთ-ერთია, ვისაც ვარჯიში მოსწონს და ამისგან სიამოვნებას იღებს.

მის პოზიციასთან დაკავშირებით ბოლო კვირებში ცოტა ვიცინე, რადგან მოვისმინე, ვუყურე და შანსი მომეცა, მცირე რამე წამეკითხა და მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელი არა ვარ, ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ვიცი ინგლისური, რომ გავიგო, თუ რას გულისხმობენ, როცა ამბობენ "საჯარიმოდან საჯარიმომდე".

ფეხბურთთან დაკავშირებული ზოგიერთი ადამიანის კომენტარით გაოცებული დავრჩი, რადგან ჩემთვის "საჯარიმოდან საჯარიმომდე" ნიშნავს "საჯარიმოდან საჯარიმომდეს" და ეს კი ნიშნავს, რომ კარგი უნდა იყო ერთ საჯარიმოში, შემდეგ მეორესკენ მიმავალ გზაზე და შემდეგ მეორე საჯარიმოშიც. ეს ნიშნავს, რომ თავს კარგად უნდა იცავდე ერთ საჯარიმოში, ამისი ფიზიკური მდგომარეობა, მონდომება, ინტენსიურობა და ფიზიკური მონაცემები უნდა გქონდეს, რათა მეორე საჯარიმომდე ჩააღწიო.

მეორე საჯარიმოში კი კარგი უნდა იყო გოლის გატანაში, მომენტის შექმნაში, თავით თამაშში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგ, როცა შენი გუნდი კარგავს ბურთს, ისევ პირველ საჯარიმოში უნდა დაბრუნდე, რადგან ეს არის განმარტება ფრაზისა "საჯარიმოდან საჯარიმომდე". მაგრამ ამ კვირაში გამაოცეს, როცა თქვეს, რომ "საჯარიმოდან საჯარიმომდე ფეხბურთელი" დაცვითი ფუნქციებისგან თავისუფალი უნდა იყოს - ეს არ არის "საჯარიმოდან საჯარიმომდე", ეს არის "საჯარიმო საჯარიმოში" და დარჩენა მხოლოდ ერთ საჯარიმოში და მის ფარგლებს გარეთ არ გასვლა.

ოდნავ გაკვირვებული დავრჩი. ვფიქრობ, ამ ქვეყანას ბევრი "საჯარიმოდან საჯარიმომდე" ფეხბურთელი გაუზრდია და მე საკმაოდ იღბლიანი ვიყავი იმისათვის, რომ ისინი გამეწვრთნა. მაგრამ, როგორც ვხედავ, დღესდღეობით, ზოგიერთი ადამიანის, ზოგიერთი აგენტისა და ზოგიერთი ოჯახის წევრისთვის კონცეფცია "საჯარიმოდან საჯარიმომდეს" განმარტება ცოტათი შეიცვალა. როგორვ ჩანს, ახლა სხვანაირად უნდა გავიგოთ ეს სიტყვები.

რა თქმა უნდა, "საჯარიმოდან საჯარიმომდე" ჩემი სიტყვები არ არის. ეს ფრაზა პირველად 2004 წელს გავიგე, როცა ინგლისში მოვედი. ჩემი პორტუგალიურით და ინგლისურად ნათარგმნით მეგონა, რომ ამ სიტყვების ქვეშ მხოლოდ ნახევარმცველებს მოიაზრებდნენ, პოლი კი ნახევარმცველია. ის არ არის მარცხენა მცველი, არც თავდამსხმელია, ამიტომ ხალხი როცა მეკითხება, რომელია მისთვის საუკეთესო პოზიცია, ვპასუხობ: ის ნახევარმცველია.

ეს კი დამოკიდებულია გუნდის სათამაშო ტაქტიკის სისტემაზე - მას შეუძლიათ ორ, ერთ და სამ ნახევარმცველიან სქემაში თამაში, მაგრამ ის ყოველთვის ნახევარმცველი იქნება, რა ტაქტიკური სისტემაც არ უნდა შეარჩიოს გუნდმა - ჩემთვის პოგბა არის ნახევარმცველი. მაგრამ ამდენი მოსაზრების ფონზე - ჩვენ კი მოსაზრებების სამყაროში ვცხოვრობთ - ხალხი შეშფოთებული რჩება. ეს ეხება მხოლოდ ხალხს, ჩემსა და პოლს შორის არავითარი შფოთი არ არსებობს. ის არის ნახევარმცველი და მორჩა, ხოლო პოვნა ნახევარმცველისა, რომელსაც უფრო მეტი პოტენციალი აქვს, ძალიან რთულია, რადგან პოლს ყველაფერი აქვს",
- განმარტა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 თებერვალი 2018 18:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მიყვარს მოურინიოს სიტყვის მარაგი და სამეტყველო თანმიმდევრულობა. აზრების ჩამოყალიბებისას დასაშვებზე მეტს არ ამბობს კრიტიკისთვის გამიზნულ კომენტარში.

რამდენადაც მე მახსოვს, ეს სიტყვები მეტწილად გიგზს ეხება. თუ არ ვცდები, სწორედ მან ურჩია მოურინიოს, ათიანზე ათამაშე პოგბა და დაცვას მოარიდეო. დასტურად და არგუმენტის გასამყარებლად კი "ევერტონთან" მატჩი მოიყვანა.

გულახდილად რომ ვთქვათ, პოგბა ძალიან ცუდია თავდაცვაში. მეორე სართულზე თამაშიც კი არ გამოსდის ძალიან კარგად თავისი სიმაღლის მიუხედავად. ყურადღების მოკრებაშიც მოიკოჭლებს ხოლმე და მონდომებაშიც. ძალიან ხშირია, რომ როცა ბურთს კარგავს, ართმევაზე აღარ თამაშობს ან ზანტად ბრუნდება უკან. სამაგიეროდ, მიეცი ბურთი და საქმეს აკეთებს. ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაინც პატარაა იმისთვის, რომ აუცილებლად ყველა თამაში სტაბილურობა მოთხოვო, მაგრამ თანდათან უნდა აიღოს თავის თავზე ლიდერობა დიდ მატჩებში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ikeoni
9 თებერვალი 2018 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Zustad Iq iyanebs sadac sachiroa❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
9 თებერვალი 2018 19:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩემი აზრით პოგბა არარი ათიანი როგორც ბევრი ამბობს, პოლი არი ორი ან სამი ნახევარმცველიდან შემტევი სტილი ნახევარმცველი, ვეთანხმები მოურინიოს. ბევრი დამეთანხმება რო პოგბას მთავრი კოზირი გრძელი გადაცემები, დიაგონალებია, რასაც ყველაზე კარგად ცენტრიდან აკეთებს, ათიანს უკან სჭირდება პოგბას სტილის ფეხბურთელი, რომელიც პასებით მოამარაგებს, შესაბამისად პოგბა თუ ათიანზე იდდა მსგავსი პარტნიორი არ ეყოლება, 4-3-3 ტაქტიკაში პოგბას ჩავსვამდი მარცხენა შემტევ ნახევამრცველად, 4-4-2 - შიც ცენტრალურ ზონაში, როგორც სქოულზი იდგა ხოლმე წლების წინ. რასაც დღეს მოურინიო თამაშობს უმეტესად, 4-2-3-1 ტაქტიკით, პოგბას ადგილი ჩემი აზრით ჟოზეს მშვენივრად აქ გამონახული - მატიჩის გვერდზე, უბრალოდ მეტი სტაბილურობა სჭირდება და ის ფრაზა რო დაცვითი ფუნქციები უნდა მოეხსნას არარი სწორი ჩემი აზრით, ნებისმიერი ფეხბურთელი უნდა ეხმარებოდეს დაცვას, მითუმეტეს ცენტრალური ნახევარმცველი, 2 მატიჩიც რო იდგეს უკან პოგბა დაცვას უნდა დაეხმაროს, რა თქმა უნდა, ნემანიას როლი დაცვაში უფრო დიდი უნდა იყოს და ასეც არი, მოკლედ იმის თქმა მინდოდა რო პოგბა არარი სუფთა ათიანი, როგორც მატა, ამ შემთხვევაში მას ეზღუდება ის უნარები რაც გააჩნია, გრძელი პასები, შეტევების გაშლა, დრიბლინგი და ა.შ. ამ დროს მარტო დამაგვირგვინებელი ფაზა, ე.წ. ,,ბოლო პასს" რასაც ვეძახით ჩვენ, მხოლოდ ეს უნდა უნდა გამოდიოდეს კარგად, რაც აშკარად არაა პოგბას პლუსი, მოკლე-მოკლე პასები, არ ვამბობ რო არ შეუძლია უბრალოდ გაცილებით პროდუქტიულია მოედნის ცენტრალურ ზონაში, შემტევი ტიპის ნახევარმცველად, რომელსაცდაცვის დახმარება არ ევალება, კიარა, შედარებით თავისუფალია, ჩამშლელის მოვალეობისგან, უბრალოდ მეტი სტაბილურობა სჭირდება, რაც ჯერ-ჯერობით გრანდებთან არ ჩანს და იმედი მაქ მალე გამოჩნდება.
0
№4
ავტორი: Svanchester
9 თებერვალი 2018 19:49
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
პოლი წინწაწეული რომ უფრო ხარისხიანია შეტევაში ამას დავა არ ჭირდება. კარგი იქნება მატიჩის მეწყვილედ თუნდაც ვიდალი, პოგბამ კი წინ აიწიოს. გასაგებია საჯარიმოდან საჯარიმომდეს პრინციპი მაგრამ ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს იქ სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. ისე არამგონია პოგბა იმ პოზიციაზე სადაც ეხლა დგას არ იყოს პროდუქტიული საგოლე პასებს გადავხედოთ თუნდაც, მაგრამ ზე კლასი რასაც იუვენტუსში ამჟღავნებდა გასაოცარი იყო.
0
№5
ავტორი: gela-manchesteri777
9 თებერვალი 2018 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
უფრო და უფრო უნდა მოუმატო პოლ
0
№6
ავტორი: bziki
10 თებერვალი 2018 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
თავში აქ ავარდნილი,ძალიან იყო დამოკიდებული გუნდი პოგბაზე და ამასაც თავი შეუცვლელი ეგონა,
სუფთა ათიანი არაა და თუნდაც სამ ნახევარმცველიან ტაქტიკაში სუფთად ვერ განთავისუფლდება დაცვითი სამუშაოსგან, დიდად არ უყვარს დაცვა თორე მშვენივრად შეუძლია,ძალას ინახავს ხოლმე
ასაკთან ერთად ალბათ ეგ მოგვარდება.
ჟოზე ძაან ზუსტად იქცევა სკამზე დასმაც დროული და საჭირო იყო,უნდა მოთოკონ პოგბა
0
№7
ავტორი: PaLoMo
10 თებერვალი 2018 01:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
savaldebulo araa zustad 10mze idges 4-2-1-3 sheileba am taqtikis gamoyeneba da ariqneba urigo mitimetes tu vidali moiyvanes matichis gverdit.da pogbac ufro tavisufali iqneba.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: Benny
10 თებერვალი 2018 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
[quote=PaLoMo]savaldebulo araa zustad 10mze idges 4-2-1-3 sheileba am taqtikis gamoyeneba da ariqneba urigo mitimetes tu vidali moiyvanes matichis gverdit.da pogbac ufro tavisufali iqneba. გეთანხმები მეგობარო ოღონდ ვიდალის ნაცვლად ნგოლო კანტეზე უკეთესი ჩამშლელი მე არ მეგულება დღეს ისეთი ვისი დათრევას რეალურია, მატიჩი კანთე ცენტრში და პოგბა ოდნავ წინ წაწეული. ზაფხულში უეჭველი იქნება ხმაურიანი ტრანფერები 400 მილიონს გამოუყოფს ალბათ ვუდვორდსი.
0
№9
10 თებერვალი 2018 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
უფრო ასე ჯობდა სათაურად:
ჟოზეს პასუხი უეინ რუნისა და კრიტიკოსებდს :D
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
10 თებერვალი 2018 13:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
პოგბა ათიანზე დღევანდელ ფეხბურთში სისულელეა.ათიანზე თამაში ჩვენი გუნდიდან ორ კაცს შეუძლია ესენია მატა და სანჩესი.მე უფრო სანჩესის მხარეს ვიხრები.ათიანი სწრაფი მოქნილი უნდა იყოს და მოკლე პასებზე უნდა იმუშაოს ხალხი უნდა მიიზიდოს სივრცეები გააჩინოს აი ეს პოგბას არ შეუძლია.მისი კოზირი კორპუსით თამაშში და გრძელ პასებშია და რაც უფრო მალე ჩამოყალიბდება და მიხვდება რო სერია ა-ში აღარაა მითბუკეთესი მისთვის.თავის თავზე იმუშაოს ფსიქოლოგიურ ასპექტში და მეტად პროდუქტიული იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top