თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2018, 18:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2485,
კომენტარები: 12
მოურინიომ ახსნა, თუ რა პოზიციაზე ხედავს პოგბას
მწვრთნელის პასუხი კრიტიკოსებს და ჭკუის დამრიგებლებს.
მოურინიომ ახსნა, თუ რა პოზიციაზე ხედავს პოგბას
ხშირი იყო კამათი და კომენტარები იმის შესახებ, თუ ნახევარდაცვის რომელ პოზიციაზე უნდა ითამაშოს პოლ პოგბამ, "ნიუკასლთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კი ჟოზე მოურინიომ ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

მწვრთნელს ჰკითხეს ფრანგის როლისა და კონცეფცია "საჯარიმოდან საჯარიმომდეს" მნიშვნელობის შესახებ, რაზეც უპასუხა, რომ კლუბის სარეკორდო შენაძენს ყველაფერი აქვს სრულყოფილ ნახევარმცველად ჩამოსაყალიბებლად.

პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩი პოგბამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ საქმისადმი მისი მიდგომა კვლავ აგრძელებს მოურინიოზე შთაბეჭდილების მოხდენას.

"პოლი კარგი პროფესიონალია. პოლი კარგად შრომობს, პოლს ვარჯიში მოსწონს. მასთან არასდროს მქონია ერთი მცირე პრობლემაც კი გარდა მისი პროფესიონალიზმისა, რადგან მართლაც კარგი მოვარჯიშეა. ის ერთ-ერთია, ვისაც ვარჯიში მოსწონს და ამისგან სიამოვნებას იღებს.

მის პოზიციასთან დაკავშირებით ბოლო კვირებში ცოტა ვიცინე, რადგან მოვისმინე, ვუყურე და შანსი მომეცა, მცირე რამე წამეკითხა და მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელი არა ვარ, ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ვიცი ინგლისური, რომ გავიგო, თუ რას გულისხმობენ, როცა ამბობენ "საჯარიმოდან საჯარიმომდე".

ფეხბურთთან დაკავშირებული ზოგიერთი ადამიანის კომენტარით გაოცებული დავრჩი, რადგან ჩემთვის "საჯარიმოდან საჯარიმომდე" ნიშნავს "საჯარიმოდან საჯარიმომდეს" და ეს კი ნიშნავს, რომ კარგი უნდა იყო ერთ საჯარიმოში, შემდეგ მეორესკენ მიმავალ გზაზე და შემდეგ მეორე საჯარიმოშიც. ეს ნიშნავს, რომ თავს კარგად უნდა იცავდე ერთ საჯარიმოში, ამისი ფიზიკური მდგომარეობა, მონდომება, ინტენსიურობა და ფიზიკური მონაცემები უნდა გქონდეს, რათა მეორე საჯარიმომდე ჩააღწიო.

მეორე საჯარიმოში კი კარგი უნდა იყო გოლის გატანაში, მომენტის შექმნაში, თავით თამაშში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგ, როცა შენი გუნდი კარგავს ბურთს, ისევ პირველ საჯარიმოში უნდა დაბრუნდე, რადგან ეს არის განმარტება ფრაზისა "საჯარიმოდან საჯარიმომდე". მაგრამ ამ კვირაში გამაოცეს, როცა თქვეს, რომ "საჯარიმოდან საჯარიმომდე ფეხბურთელი" დაცვითი ფუნქციებისგან თავისუფალი უნდა იყოს - ეს არ არის "საჯარიმოდან საჯარიმომდე", ეს არის "საჯარიმო საჯარიმოში" და დარჩენა მხოლოდ ერთ საჯარიმოში და მის ფარგლებს გარეთ არ გასვლა.

ოდნავ გაკვირვებული დავრჩი. ვფიქრობ, ამ ქვეყანას ბევრი "საჯარიმოდან საჯარიმომდე" ფეხბურთელი გაუზრდია და მე საკმაოდ იღბლიანი ვიყავი იმისათვის, რომ ისინი გამეწვრთნა. მაგრამ, როგორც ვხედავ, დღესდღეობით, ზოგიერთი ადამიანის, ზოგიერთი აგენტისა და ზოგიერთი ოჯახის წევრისთვის კონცეფცია "საჯარიმოდან საჯარიმომდეს" განმარტება ცოტათი შეიცვალა. როგორვ ჩანს, ახლა სხვანაირად უნდა გავიგოთ ეს სიტყვები.

რა თქმა უნდა, "საჯარიმოდან საჯარიმომდე" ჩემი სიტყვები არ არის. ეს ფრაზა პირველად 2004 წელს გავიგე, როცა ინგლისში მოვედი. ჩემი პორტუგალიურით და ინგლისურად ნათარგმნით მეგონა, რომ ამ სიტყვების ქვეშ მხოლოდ ნახევარმცველებს მოიაზრებდნენ, პოლი კი ნახევარმცველია. ის არ არის მარცხენა მცველი, არც თავდამსხმელია, ამიტომ ხალხი როცა მეკითხება, რომელია მისთვის საუკეთესო პოზიცია, ვპასუხობ: ის ნახევარმცველია.

ეს კი დამოკიდებულია გუნდის სათამაშო ტაქტიკის სისტემაზე - მას შეუძლიათ ორ, ერთ და სამ ნახევარმცველიან სქემაში თამაში, მაგრამ ის ყოველთვის ნახევარმცველი იქნება, რა ტაქტიკური სისტემაც არ უნდა შეარჩიოს გუნდმა - ჩემთვის პოგბა არის ნახევარმცველი. მაგრამ ამდენი მოსაზრების ფონზე - ჩვენ კი მოსაზრებების სამყაროში ვცხოვრობთ - ხალხი შეშფოთებული რჩება. ეს ეხება მხოლოდ ხალხს, ჩემსა და პოლს შორის არავითარი შფოთი არ არსებობს. ის არის ნახევარმცველი და მორჩა, ხოლო პოვნა ნახევარმცველისა, რომელსაც უფრო მეტი პოტენციალი აქვს, ძალიან რთულია, რადგან პოლს ყველაფერი აქვს",
- განმარტა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: reddevil12
10 თებერვალი 2018 22:10
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
ძალიან გაგვიმართლა, რომ პოლი გვყავს. წელს ჩემპიონთა ლიგაზე ისეთი ფეხბურთელებით როგორებიც არიან: დე ხეა, სანჩესი, ლუკაკუ, პოგბა, მატიჩი, მარსიალი, ვალენსია წესით ხოშიანად უნდა წარსდგეს გუნდი. ვფიქრობ ნამდვილად შეუძლია მოურინიოს კალიბრის მწვრთნელს ამ შემადგენლობით ფინალში გასვლა.
0
№12
ავტორი: stepno
10 თებერვალი 2018 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან კლასნები ხართ ორივეე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top