თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2018, 19:12
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2564,
კომენტარები: 16
დე ხეას მოთხოვნები ცნობილია
"იუნაიტედის" კიპერმა სასურველი ხელფასის ოდენობა დაასახელა.
დე ხეას მოთხოვნები ცნობილია
ბოლოდროინდელი ჭორები "იუნაიტედის" ესპანელი მეკარის დავიდ დე ხეას ირგვლივ თითქმის არ წყდება. დე ხეაზე ფიქრს, მადრიდის "რეალი" კვლავ არ ანებებს თავს. მის გადაბირებას კი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ეცდება. დავიდს, "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

"სამეფო კლუბი" გავრცელებული ცნობების თანახმად, მზადაა პრემიერ ლიგის საუკეთესო მეკარეში, 135 მილიონი ევრო გადაიხადოს. სწორედ ეს თანხა დაასახელა "იუნაიტედმა", რომელიც როგორც ჩანს პერესის კლუბისთვის დამაბრკოლებელი არ აღმოჩნდა.

თავის მხრივ, გულხელდაკრეფილი არც "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ზის, ახალ კონტრაქტზე მზადება უკვე დაიწყო თუმცა, გამოიკვეთა ნიუანსი რომელზე შეთანხმებაც მხარეებს შორის ვერ ხერხდება. კერძოდ, დე ხეა ხელფასის სახით კლუბს კვირაში 420 ათას ევროს სთხოვს.- იუწყება Marca.

თუ "წითელი ეშმაკები" ამ მოთხოვნას დათანხმდებიან, დე ხეა პრემიერ ლიგაში ანაზღაურების მიხედვით მეორე ადგილზე გადავა. ამ პრემიერ ლიგაში ალექსის სანჩესი ლიდერობს, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსვლით ყველაზე გულუხვი ანაზღაურება მიიღო კლუბის მხრიდან.

დე ხეა მიმდინარე სეზონში საუცხოო ფორმაში იმყოფება, პრემიერ ლიგაში ჩატარებული 26 შეხვედრიდან მის ანგარიშზე 15 მშრალად შენახული მატჩია რომელიც ამ ეტაპზე საუკეთესოა.




წყარო: euro-football
ჭორები
16 კომენტარი
№1
ავტორი: gogita1991
8 თებერვალი 2018 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ჩემი აზრით ყველაფერს იმსახურებს ეს კაცი
0
№2
ავტორი: Svanchester
8 თებერვალი 2018 19:19
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მისცენ რაც მოითხოვა, საუკეთესოა და იმსახურებს. სანჩესის მაისურების გაყიდვით კლუბს იმხელა თაანხა შემოუვიდა ესეც საკმარისი გახდება ამის ხელფასის გასაზრდელად. :))))

გარდა ამისა არამგონია რეალმა ამხელ თანხა გადაიხადოს, პლიუს ამას კურტუაზე იწერება სერიოზულად ფიქრობს მადრიდში დაბრუნებაზეო, ოჯახი იქ ყავს და ყველა პირობაა იმისთვის რომ ზაფხულში რეალმა იყიდოს.
0
№3
ავტორი: Malboro463
8 თებერვალი 2018 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
mere pogbas moundeba yvelaze meti xelfasi da ase shemdeg.
karoche wlevandeli sezonic chaiara momavalshi tu kide ase gagrzeles mere vegarc de geas da pogbas sheimarcuneben gadmosvlitac vinme agar gadmova da maq daemzreva mamchesters. jozes xelshi kide eg mosalodnelia
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
8 თებერვალი 2018 19:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მარკას შეთხზული ჭორია, არამგონია დე ხეას რაიმე მოთხოვნა წაეყენებინა, სანჩესს 350 აქვს როგორც ვიცი, ამაზე მაღალი არავის არააქვს პრემიერ ლიგაში.
0
№5
ავტორი: F1RSTA
8 თებერვალი 2018 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 90
თუ სიმართლეა ფული არ გვიჭირს იმსახურებს და მისცენ
0
№6
ავტორი: gaga1987
8 თებერვალი 2018 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
unda gadauxadon
0
№7
ავტორი: RojoDiablo
8 თებერვალი 2018 19:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: SANDROGRIGA
მარკას შეთხზული ჭორია, არამგონია დე ხეას რაიმე მოთხოვნა წაეყენებინა, სანჩესს 350 აქვს როგორც ვიცი, ამაზე მაღალი არავის არააქვს პრემიერ ლიგაში.

სანჩესს 400 ათასი აქვს, როგორც მინიმუმ, თუმცა ზოგიერთი გაზეთი საერთოდ 500 ათასს მიაწერს. 400 ათასი კი იმიტომ მგონია უფრო სარწმუნოდ, რომ სამი დღის წინ "ოლდ ტრაფორდის" წინ გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც ბანერები გამოფინეს, თუ ვის რამდენს უხდინენ: იქვე ეწერა, რომ სანჩესი 400 ათასს იღებს კვირაში, სანტექნიკოსი საათში 7 ფუნტს, მბეჭდავი 5-ს და ასე შემდეგო. უნდა დაიცვათ შუალედიო და რაღაც ეგეთი თემა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: gache1991
8 თებერვალი 2018 20:01
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ზოგი წერს დოლარიო და თან 390 00.ეს სანამ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს სულ ეს ამბები იქნება:D
0
№9
ავტორი: kobinio
8 თებერვალი 2018 20:33
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
არ მისცემ და წავა რა პრობელმაა,რომელია დეხეაყე მაგარი დღეს გუნდში ?! საერთოდ ფულყე ბაყარი მაგრად ტეხავს მაგრამ ასეა რას იზავ,დე ხეა მერე პოლ პოგბა და მერე არ დაგავიწყდეთ იმ სირმა ფელაინმაც მასე მოინდომა ხელფასის გაზრდა და ვის თუ არა ამა ეკუთვნის
0
№10
ავტორი: Malboro463
8 თებერვალი 2018 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: SANDROGRIGA
მარკას შეთხზული ჭორია, არამგონია დე ხეას რაიმე მოთხოვნა წაეყენებინა, სანჩესს 350 აქვს როგორც ვიცი, ამაზე მაღალი არავის არააქვს პრემიერ ლიგაში.

სანჩესს 400 ათასი აქვს, როგორც მინიმუმ, თუმცა ზოგიერთი გაზეთი საერთოდ 500 ათასს მიაწერს. 400 ათასი კი იმიტომ მგონია უფრო სარწმუნოდ, რომ სამი დღის წინ "ოლდ ტრაფორდის" წინ გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც ბანერები გამოფინეს, თუ ვის რამდენს უხდინენ: იქვე ეწერა, რომ სანჩესი 400 ათასს იღებს კვირაში, სანტექნიკოსი საათში 7 ფუნტს, მბეჭდავი 5-ს და ასე შემდეგო. უნდა დაიცვათ შუალედიო და რაღაც ეგეთი თემა

zogi funtebshi wera zogoc evroshi da magito
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top