თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2018, 19:12
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2822,
კომენტარები: 16
დე ხეას მოთხოვნები ცნობილია
"იუნაიტედის" კიპერმა სასურველი ხელფასის ოდენობა დაასახელა.
დე ხეას მოთხოვნები ცნობილია
ბოლოდროინდელი ჭორები "იუნაიტედის" ესპანელი მეკარის დავიდ დე ხეას ირგვლივ თითქმის არ წყდება. დე ხეაზე ფიქრს, მადრიდის "რეალი" კვლავ არ ანებებს თავს. მის გადაბირებას კი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ეცდება. დავიდს, "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

"სამეფო კლუბი" გავრცელებული ცნობების თანახმად, მზადაა პრემიერ ლიგის საუკეთესო მეკარეში, 135 მილიონი ევრო გადაიხადოს. სწორედ ეს თანხა დაასახელა "იუნაიტედმა", რომელიც როგორც ჩანს პერესის კლუბისთვის დამაბრკოლებელი არ აღმოჩნდა.

თავის მხრივ, გულხელდაკრეფილი არც "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ზის, ახალ კონტრაქტზე მზადება უკვე დაიწყო თუმცა, გამოიკვეთა ნიუანსი რომელზე შეთანხმებაც მხარეებს შორის ვერ ხერხდება. კერძოდ, დე ხეა ხელფასის სახით კლუბს კვირაში 420 ათას ევროს სთხოვს.- იუწყება Marca.

თუ "წითელი ეშმაკები" ამ მოთხოვნას დათანხმდებიან, დე ხეა პრემიერ ლიგაში ანაზღაურების მიხედვით მეორე ადგილზე გადავა. ამ პრემიერ ლიგაში ალექსის სანჩესი ლიდერობს, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსვლით ყველაზე გულუხვი ანაზღაურება მიიღო კლუბის მხრიდან.

დე ხეა მიმდინარე სეზონში საუცხოო ფორმაში იმყოფება, პრემიერ ლიგაში ჩატარებული 26 შეხვედრიდან მის ანგარიშზე 15 მშრალად შენახული მატჩია რომელიც ამ ეტაპზე საუკეთესოა.




წყარო: euro-football
ჭორები
16 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
8 თებერვალი 2018 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11685
მაგარი ჭორი მგონია ბრაციი
0
№12
ავტორი: The Special One
8 თებერვალი 2018 21:20
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
იმსახურებს და უნდა მისცენ,და კიდე მადლობა უნდა უთხრან ამდენი ხანი რო დარჩა.მე ვფიქრობ რომ რეალში წამსვლელი უკვე წავიდოდა,ეს მარკა კიდე მაგათი ჟურნალია.ჩათვალეთ რო დე ხეა აქ დაამთავრებს კარიერას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№13
ავტორი: f.c.mu
8 თებერვალი 2018 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 377
პროსტა რა მაშტაბებზეა საუბარი ტო
არა მარტო დე ხეა ზოგადად, კლუბში ყველა ფეხბურთელი რო აიღო, კვირაში რამხელა გასავალია
და დაამუღამე რამდენი შემოსავალი კიდე, რაც მანჩესტერის კლუბშია ბრუნვა იმხელა ტანხა მგონი მთლიან საქართველოს ბიუჯეტში არ ტრიალებს : D
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
8 თებერვალი 2018 22:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: SANDROGRIGA
მარკას შეთხზული ჭორია, არამგონია დე ხეას რაიმე მოთხოვნა წაეყენებინა, სანჩესს 350 აქვს როგორც ვიცი, ამაზე მაღალი არავის არააქვს პრემიერ ლიგაში.

სანჩესს 400 ათასი აქვს, როგორც მინიმუმ, თუმცა ზოგიერთი გაზეთი საერთოდ 500 ათასს მიაწერს. 400 ათასი კი იმიტომ მგონია უფრო სარწმუნოდ, რომ სამი დღის წინ "ოლდ ტრაფორდის" წინ გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც ბანერები გამოფინეს, თუ ვის რამდენს უხდინენ: იქვე ეწერა, რომ სანჩესი 400 ათასს იღებს კვირაში, სანტექნიკოსი საათში 7 ფუნტს, მბეჭდავი 5-ს და ასე შემდეგო. უნდა დაიცვათ შუალედიო და რაღაც ეგეთი თემა


ბევრი ვერსია იწერება, მე პირადად 350 შემხვდა, თუმცა რას გაიგებ.
0
№15
ავტორი: dybbuk
9 თებერვალი 2018 10:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1616
დეხეაზე მაგარი ფეხბურთელი მწნჩესტერს არ ყავს, გინდა პოგბა აიღე და გინდა სანჩესი, თუ ვინმე იმსახურებს ეგეთ ხელფასს ეს უდაოდ დეხეაა, გინდა ჭორი იყოს ფულის გამო თუ გაყიდეს და მათლა არ ყოფილა საშველი და არც თავმოყვარეობა ქონიათ. ისე კურტუამ გოთქვა საჯაროდ სურვილი რეალში გადასვლაზე და ალბათ მსოფლიოს მერე გახდება ყველაფერი ცნობილი.
ისე სახელფასო პოლიტიკა ბევრს ნიშნავს გუნდის შიდა ატმოსფეროსთვის, ძაან უაზროდ დიდი ხელფასებია ჩვენთან, ლუკაკუს 240 ათასი აქვს კვირაში და რატო ვინმე ახსნის?! რაღაც არამგონია
0
№16
ავტორი: stepno
10 თებერვალი 2018 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მიეცით რასაც ითხოვს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top