თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2018, 16:52
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2400,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" შეთავაზებას გააკეთებს
"წითლებს" პერიშიჩის გადაბირება კვლავ სურთ.
მედია არაერთხელ იწერებოდა იმის შესახებ, რომ ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი", აქტიურად ინტერესდებოდა იტალიური "ინტერის" ხორვატი ვინგერით ივან პერიშიჩით. როგორც ჩანს, მოურინიოს მისი ხილვა საკუთარ გუნდში კვლავ სურს.

როგორც უკვე ჟოზე მოურინიომ განაცხადა, ის კმაყოფილია მისი გუნდის შემტევი რესურსით და არ აპირებს ამ კუთხით გუნდის გაძლიერებას, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერში" პერიშიჩზე ფიქრს კვლავ არ წყვეტენ.

ცნობილი გამოცემა Mirror- ის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, "ოლდ ტრაფორდის" მესვეურები იტალიელებს შეთავაზებას გაუკეთებენ და ფეხბურთელის შეძენას ეცდებიან. ეს შეთავაზება კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ინტერი" წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.

მიმდინარე სეზონში, ხორვატი ფეხბურთელის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ შეხვედრებიდან 7 გოლი და 6 საგოლე პასია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პერიშიჩს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა სურს, მისი გუნდი კი ბოლოდროინდელი წარუმატებელი შეხვედრების გამო მე- 4 ადგილზე იმყოფება, მეხუთეადგილოსან "რომას" კი მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.



წყარო: euro-football
ჭორები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Old Red Devil
6 თებერვალი 2018 17:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
მე პირადად ამის ადგილს ვერ ვხედავ. გუნდს ძალიან კარგი შეტევა ყავს თუმცა ჩემი აზრით ამ უდიდეს პლიუსს მოურინიო ვერ ან არ იყენებს რადგან მისი სტილი არაა შემტევი ფეხბურთი. ამის გამო კიდე მარსიალი რეშფორდისნაირი ნიჭიერი იგროკები ტორმუზდებიან განვითარებაში და შედეგსაც ვერ დებენ.რა მეგონა რომ მარსიალს ლინგარდი აჯობებდა..
0
№2
ავტორი: wiking
6 თებერვალი 2018 17:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ამის მოსვლა ნაღდად არ მინდა.
0
№3
ავტორი: nika_nikusha
6 თებერვალი 2018 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
თქვა კაცმა შემტევს აღარ ვიყიდითო და მაინც წერენ ჭორებს, ნამდვილად ზედმეტი იქნება ეს
0
№4
ავტორი: Svanchester
6 თებერვალი 2018 18:15
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ზლატანის შემცვლელი მაინტერესებს ვინ იქნება
0
№5
ავტორი: dato321dato
6 თებერვალი 2018 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
არადა ამაზე მუშა ფეხბურთელი ვინგვყვავს რომითხრათ რაა ერთი ალიკა დავიმატეთ და ეგაა სუულ თორე ეს როდარბის ტყუილია
0
№6
ავტორი: gache1991
6 თებერვალი 2018 19:22
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძალიან მაგარი იგროკია და ძალიან მუშა. რეალურად ეს ბევრად მაგარი მარცხენა ვინგერია ვიდრე მარცხენა ვინგერად ალექსისი თუნდაც მარსიალი.ამას დამატებული 3-5-2 ტაქტიკის საშვალებას მოგვცემს ეს,ესე დაბალანსებულად შეტევაც წონდეს და დაცვაშიც ითმაშოს სამწუხაროდ ეგეთი არც არავინ გვყავს..მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებოდი ამის მოსვლას, ინტერი ისეთი აჭრილია გაუჭირდება ლიგაზე გასვლა და უეჭველი წამოვა.გუნდში იმდენი გასაშვები იგროკია რო ჯობია ამისნაირი საჭირო გვყავდეს
0
№7
ავტორი: gela-manchesteri777
6 თებერვალი 2018 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ბიჭებო ტუ იცით ვინმემ მომცერეთ რა ინტელ რ სელერონ რ ქპუ ე 1200@1.60გჰზ ეს სისტემა პეს 16ან რომელიმე პეს გაქაჩავს
0
№8
ავტორი: LASHQARA
6 თებერვალი 2018 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ამის დამატებას მილინკოვიჩ სავიჩი დავიმატოთ ის ჯობია ან საული, უფრო გამოგვადგება ამ ეტაპზე love am
0
№9
ავტორი: ikeoni
6 თებერვალი 2018 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მოდი მოხიოს რაა საერთოდ არ გვჭირდება
0
№10
ავტორი: gaga1987
6 თებერვალი 2018 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
marjvena vingeri gvchirdeba.sanchess an marcxniv an centrshi atamashebs amitom sachiroa marjvena vingeri
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top