თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2018, 16:52
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2401,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" შეთავაზებას გააკეთებს
"წითლებს" პერიშიჩის გადაბირება კვლავ სურთ.
მედია არაერთხელ იწერებოდა იმის შესახებ, რომ ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი", აქტიურად ინტერესდებოდა იტალიური "ინტერის" ხორვატი ვინგერით ივან პერიშიჩით. როგორც ჩანს, მოურინიოს მისი ხილვა საკუთარ გუნდში კვლავ სურს.

როგორც უკვე ჟოზე მოურინიომ განაცხადა, ის კმაყოფილია მისი გუნდის შემტევი რესურსით და არ აპირებს ამ კუთხით გუნდის გაძლიერებას, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერში" პერიშიჩზე ფიქრს კვლავ არ წყვეტენ.

ცნობილი გამოცემა Mirror- ის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, "ოლდ ტრაფორდის" მესვეურები იტალიელებს შეთავაზებას გაუკეთებენ და ფეხბურთელის შეძენას ეცდებიან. ეს შეთავაზება კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ინტერი" წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.

მიმდინარე სეზონში, ხორვატი ფეხბურთელის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ შეხვედრებიდან 7 გოლი და 6 საგოლე პასია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პერიშიჩს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა სურს, მისი გუნდი კი ბოლოდროინდელი წარუმატებელი შეხვედრების გამო მე- 4 ადგილზე იმყოფება, მეხუთეადგილოსან "რომას" კი მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.



წყარო: euro-football
ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
7 თებერვალი 2018 12:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გახდიან მარადიულ დაინტერესებას ახლა
0
№12
ავტორი: JuanMata
7 თებერვალი 2018 12:45
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს სადღა უნდა დააყენოს, მარცხენა ფლანგზე ისედაც ბევრი ხალხი გვყავს, მარჯვენა ვინგერზე მაინც დაწერონ რამე ჭორი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top