თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2018, 12:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2506,
კომენტარები: 13
სიმეონემ "ჩელსის" უარი "იუნაიტედის" გამო განუცხადა
დიეგო სიმეონე ლონდონში მუშაობით დაინტერესებული არ არის.
სიმეონემ
დიეგო პაბლო სიმეონემ "ჩელსიში" ანტონიო კონტეს შემცვლელად მისვლა არ ისურვა, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ელოდება შეთავაზებას.

the times-ი იტყობინება, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" მწვრთნელი ინგლისურის შესწავლას უთმობს დროს და "ლათინური ცხოვრების სტილს" ამჯობინებს.

თუმცა, 2014 წელს დევიდ მოიესის შეცვლის კანდიდატურაზე წამოწყებული საუბრები სიმეონეს ჯერ კიდევ აინტერესებს და "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობის სურვილი აქვს კლუბის მასშტაბების გამო.

ზეწოლის ქვეშ მყოფმა კონტემ ბოლო დღეებში ცხადად გამოთქვა თავისი სურვილი, რომ "ჩელსის" ხელმძღვანელებისგან საჯარო მხარდაჭერა იგრძნოს, რათა კონტრაქტით გათვალისწინებული 18 თვე მშვიდად ამოწუროს.

ამის პარალელურად კი კონტემ იტალიის ნაკრებში დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

სიმეონეს "ატლეტიკოსთან" ორწელიწადნახევრიანი კონტაქტი აკავშირებს და ელოდება, რას შესთავაზებს კლუბი ახალი პროექტის ფარგლებში.

სიმეონეს იტალიიდანაც აქვს წინადადებები და მილანის "ინტერი" პირველია, ვინც მის გადაბირებას ცდილობს, მაგრამ მოვლენები სულ სხვაგვარად შეიძლება წარიმართოს.

ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედთან" და სიმეონეს მადრიდულ გრანდთან ზუსტად ერთსა და იმავე პერიოდში, 2020 წლის ივნისში უმთავრდებათ კონტრაქტი და შესაძლოა, დიეგო სწორედ ამ თარიღს დაელოდოს.

2014 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წინა ღამეს სიმეონე "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელებს შეხვდა და მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების ვარიანტი განიხილა.

მაგრამ არგენტინელმა სპეციალისტმა მაშინ არ ისურვა საქმის ხელში აღება, რადგან სეზონის იმ ეტაპზე კონკრეტულ პასუხს ვერ გასცემდა.

"იუნაიტედმა" თავისი ყურადღება ამის შემდეგ ლუი ვან გაალზე გადაიტანა.

ახლა კი საქმეში ლონდონის "ჩელსიც" ჩაერთო და ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს "სტემფორდ ბრიჯზე" ეპატიჟება.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
5 თებერვალი 2018 12:54
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მე პირადად ეს იუნაიტედში ნაღდად არ მინდა.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
5 თებერვალი 2018 13:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნაკლებად მგონია, ისედაც არ ირის საჭირო ჩემი აზრით სიმეონეს სტილის მწვრთნელის მოყვანა, ჟოზეზე ვწუწუნებთ ხანდახან და ეს უარესია
0
№3
ავტორი: bziki
5 თებერვალი 2018 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
არადა მართლა ყველა ტოპ მწვრთნელტან გააკეთეს შეთავაზება,მეგონა ერთი კლოპისთვის არ შეუთავაზებიათ მეთქი და მაგის ინტერვიუც ვნახე ეხლახანს: მქონდა შეოთავაზემა იუნაიტედისგან ახალი წამოსული რო ვიყავი დორტუნდიდანო:D:Dმარა იასნია ჩაისვარა არ მქონდა ჩემი თავის იმედიო:)დრო მჭირდებოდაო:D
თურმე სიმეონესთვისაც შეუთავაზებიათ:D
ისე ყველაზე მეტად მე პოჩეტინო გამისწორდებოდა ჟოზეს მერე სხვა რეალურ კანდიდატს ვერც ვხედავ,ლუის ენრიკეს და ეგეთ გაურკვეველ ტიპებს ყველას მირჩევნია.
სიმეონე უდავოთ ტოპ მწრთნელია მარა კეტეგორიული წინაამდეგი ვარ მაგის მოსვლის მაგას ისევ გიგზი მირჩევნია რომც ჩაისვაროს:D ეგრევე გაუშვებენ სეზონს არც დაასრულებინებენ და სიმეონეს აცდიან მინიმუმ 3 წელს იმიტო რო რაღაც შედეგს უეჭველი დადებს.ჟოზე ვიმყოფინოთ მეტი ავტობუსა არაა საჭირო
0
№4
ავტორი: snatch77
5 თებერვალი 2018 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
სხვა ყველაფერ "სიკეთეს" რომ თავი დავანებოთ, ბექჰემთან იაღლიშის გამო, ამ კაცს ოლდ ტრაფორდზე ვერ ავიტან
2
№5
ავტორი: a_c_h_o
5 თებერვალი 2018 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
ციტატა: snatch77
სხვა ყველაფერ "სიკეთეს" რომ თავი დავანებოთ, ბექჰემთან იაღლიშის გამო, ამ კაცს ოლდ ტრაფორდზე ვერ ავიტან

Giertdebi ;)
1
№6
ავტორი: JuanMata
5 თებერვალი 2018 14:37
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სიმეონეს მოურინიო მირჩევნია ისევ, უარესი ავტობუსი და სვარკა მწვრთნელია.
პოჩეტინო კარგი ვარიანტი იქნება, მე ჟარდიმიც მომწონს, მონაკოს მწვრთნელი, ძალიან კარგ გუნდს აწყობს, მერე დაუშლიან ამ გუნდს და თავიდან აწყობს, ახალგაზრდებთან მუშაობა გამოსდის და ეხერხება კარგი ფეხბურთელების აღმოჩენა.
0
№7
ავტორი: gaga1987
5 თებერვალი 2018 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
1.0 is kacia es da inglisshi vergakachavs.
0
№8
ავტორი: Phil Jones
5 თებერვალი 2018 16:27
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მოურინიო თუ წავა ეს ნიშნავს იმას რომ გუნდში შესაცვლელია რაღაც, სტილი მიდგომა და ა.შ და თუ წავიდა ამას ნაღდად არ დაპატიჟებენ, მოურინიოს სტილის და უფრო ნაკლებად ძლიერი მწვრთნელია ანუ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როცა არ უნდა მოხდეს. მოურინიოსგან ყველა ველოდებოდით დასტაბილურებას გუნდის და ტოპ გუნდებთან ჭიდილს რასაც ნელ-ნელა ახერხებს და როცა ისევ მწვერვალზე ვიქნებით, მაშინ მეიძლება უკვე უფრო შემტევი ხასიათის მწვრთნელზე ფიქრი.
0
№9
ავტორი: ikeoni
5 თებერვალი 2018 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Modi Kargad iyos raa
0
№10
ავტორი: kantona-7
5 თებერვალი 2018 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
პოჩეტინო მოიყვანონ თუმაინცდამაინც ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს ან ვინმე ჩვენი ლეგენდა, გიგზი სქოულზი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top