თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2018, 12:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2513,
კომენტარები: 13
სიმეონემ "ჩელსის" უარი "იუნაიტედის" გამო განუცხადა
დიეგო სიმეონე ლონდონში მუშაობით დაინტერესებული არ არის.
სიმეონემ
დიეგო პაბლო სიმეონემ "ჩელსიში" ანტონიო კონტეს შემცვლელად მისვლა არ ისურვა, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ელოდება შეთავაზებას.

the times-ი იტყობინება, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" მწვრთნელი ინგლისურის შესწავლას უთმობს დროს და "ლათინური ცხოვრების სტილს" ამჯობინებს.

თუმცა, 2014 წელს დევიდ მოიესის შეცვლის კანდიდატურაზე წამოწყებული საუბრები სიმეონეს ჯერ კიდევ აინტერესებს და "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობის სურვილი აქვს კლუბის მასშტაბების გამო.

ზეწოლის ქვეშ მყოფმა კონტემ ბოლო დღეებში ცხადად გამოთქვა თავისი სურვილი, რომ "ჩელსის" ხელმძღვანელებისგან საჯარო მხარდაჭერა იგრძნოს, რათა კონტრაქტით გათვალისწინებული 18 თვე მშვიდად ამოწუროს.

ამის პარალელურად კი კონტემ იტალიის ნაკრებში დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

სიმეონეს "ატლეტიკოსთან" ორწელიწადნახევრიანი კონტაქტი აკავშირებს და ელოდება, რას შესთავაზებს კლუბი ახალი პროექტის ფარგლებში.

სიმეონეს იტალიიდანაც აქვს წინადადებები და მილანის "ინტერი" პირველია, ვინც მის გადაბირებას ცდილობს, მაგრამ მოვლენები სულ სხვაგვარად შეიძლება წარიმართოს.

ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედთან" და სიმეონეს მადრიდულ გრანდთან ზუსტად ერთსა და იმავე პერიოდში, 2020 წლის ივნისში უმთავრდებათ კონტრაქტი და შესაძლოა, დიეგო სწორედ ამ თარიღს დაელოდოს.

2014 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წინა ღამეს სიმეონე "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელებს შეხვდა და მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების ვარიანტი განიხილა.

მაგრამ არგენტინელმა სპეციალისტმა მაშინ არ ისურვა საქმის ხელში აღება, რადგან სეზონის იმ ეტაპზე კონკრეტულ პასუხს ვერ გასცემდა.

"იუნაიტედმა" თავისი ყურადღება ამის შემდეგ ლუი ვან გაალზე გადაიტანა.

ახლა კი საქმეში ლონდონის "ჩელსიც" ჩაერთო და ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს "სტემფორდ ბრიჯზე" ეპატიჟება.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
5 თებერვალი 2018 17:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ამაზე დაცვით სტილს დღეს არავინ თამაშობს იმ ტრენერებიდან ვისაც შედეგი ქონდა, ტიპმა რა გუნდით მოიგო ლა ლიგა, ლიგის ფინალები ითამაშა, მაგრამ ყველა იმას ვდარდობთ მანიუ რომ შემტევ და ლაღ ფეხბურთს რო ვერ აჩვენებს(ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე) და ეს თუ მოვიდა ჩათვალეთ მთელ თამაშში ჯამში კარში 5ჯერ თუ დაარტყეს მაგარი იქნება
0
№12
ავტორი: vale13
5 თებერვალი 2018 20:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Aramgonia es moiyvanon Manchesteri 1-0 is da dacvis gundi araa
0
№13
ავტორი: gela-manchesteri777
5 თებერვალი 2018 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
სიმეონე დაეტიე სადაც ხარ რა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top