თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2018, 11:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1813,
კომენტარები: 13
კლუივერტის შეძენა რეშფორდის მდგომარეობას შეარყევს
მარკუს რეშფორდმა, შესაძლოა, კლუბის დატოვება გადაწყვიტოს.
კლუივერტის შეძენა რეშფორდის მდგომარეობას შეარყევს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოს არის "აიაქსის" ახალგაზრდა ფეხბურთელის, ჯასტინ კლუივერტის შეძენასთან.

18 წლის ფეხბურთელი, "ბარსელონას" ლეგენდის პატრი კლუივერტის შვილი "აიაქსში" მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს და მოსალოდნელია, რომ სეზონის ბოლოს მის შეძენას "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები ეცდებიან.

ეს ტრანსფერი კი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებდა მარკუს რეშფორდს, რომელსაც მოურინიოს გეგმებში მოხვედრა ბოლო კვირებში საკმაოდ უჭირს.

არ არსებობს ეჭვი, რომ რეშფორდი თავისი ნიჭით თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოიაზრება.

ინგლისელი ახალგაზრდა სცენაზე ორი წლის წინ გამოჩნდა და მაშინ "მანჩესტერ იუნაიტედის" სადებიუტო შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. ამას კი მოჰყვა ასევე დუბლი პრემიერ ლიგაში "არსენალის" წინააღმდეგ ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში, რის შემდეგაც ლუი ვან გაალის გუნდში არაერთხელ გამოიჩინა თავი.

თუმცა, როცა ლუი ვან გაალი პოსტიდან დაითხოვეს და მის ადგილას ჟოზე მოურინიო დანიშნეს, რეშფორდს პირველ სეზონში უკუსვლა არ დაუწყია და გუნდს ინგლისის ლიგის თასისა და ევროპა ლიგის მოგებაში დაეხმარა.

გასულ სეზონში ნაჩვენები წარმატებული თამაშის შემდეგ რეშფორდმა მიმდინარე სეზონი სასტარტო შემადგენლობის რეგულარული წევრის სტატუსით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ენტონი მარსიალთან კონკურენციას ვერ გაუმკლავდა.

გუნდს ზამთარში ალექსის სანჩესის სახით კიდევ ერთი მარცხენა ვინგერი დაემატა და თუკი "იუნაიტედი" ჯასტინ კლუივერტსაც დაიმატებს, ეს რეშფორდის სამომავლო მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვებს გააჩენს.

მართალია, მარკუსს თავდამსხმელადაც შეუძლია თამაში, მაგრამ აქ მოურინიო რომელუ ლუკაკუს კანდიდატურას ამჯობინებს და სავარაუდოა, რომ მომავალშიც ასე იქნება.

პორტუგალიელს ძალიან მოსწონს ახალგაზრდა ფეხბურთელი და მის გაყიდვას არავითარ შემთხვევაში არ აპირებს, მაგრამ წასვლის სურვილი თავად ფეხბურთელს შეიძლება გაუჩნდეს.

წყარო: express
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
5 თებერვალი 2018 11:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მარჯვენა ვინგერი მაინც იყოს ჯასტინი, ისე დავიდ ნერეში მომწონს ძაან აიაქსში მართლა დიდი ტალანტია
0
№2
ავტორი: shotkin
5 თებერვალი 2018 11:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
საერთოდ არ ემუქრება ამ კაცს არაფერი
0
№3
ავტორი: vale13
5 თებერვალი 2018 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Reshfordi kargia
0
№4
ავტორი: Buk777
5 თებერვალი 2018 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Dawynardit rashfordi ki ara magxela rom iyo ronaldo sworet zamenidan shemoyavda fergis jer 19 wlis aris ert or welshi visaubrit chven magaze

Reshbortsvda marsials unda sworat midgoma da mgonia mau mshvenivrat anebivrebs orives da mgoni fexburtelebic kmayofili unda iyos
0
№5
ავტორი: bziki
5 თებერვალი 2018 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მეტი შემტევი არ მჭირდებაო
ან რა კლიუვერტი ახოხიალებს სკამზე,ეგეთებს ბევრს მოინელებს
იმედია სწორად განვითარდება რეში მაგრა ვბალეშიკობ
აკადემიის აღზრდილი ფორვარდი საუკუნე არ გვყოლია თან რუნის,იბრას სკოლა გაირა ეგ უკვალოდ არ ჩაივლის,24-25 წლამდე არ მოვთხოვ როგორც ჩამოყალიბებულ ფორვარდს მანამდე ბევრს ისწავლის კიდევ სანჩესისანაც.
რაც მახარებს ისაა რო თავდახრილს შეუძლია მუშაობა ტლიკინი და გაბუტვები არ იცის
1
№6
ავტორი: Manstark_United
5 თებერვალი 2018 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ფლანგებზე ასე თუ ისე გვყავს ხალხი : სანჩესი,მარსიალი,ლინგარდი,რეშფორდი. ერთადერთი რაც ამ სიტუაციაში პრობლემას ქმნის ისაა,რომ მათგან 3 რეალურად მარცხენა ვინგერია,ლინგარდი კი ათიანი.ასე გამოდის,რომ მარჯვენა ვინგერის პოზიცია მუდამ იჩაგრება.და თუ ვინმეს მოყვანაა საჭირო,ვინმე მარჯვენა ვინგერი უნდა მოიყვანონ.წლებია მაგ პოზიციის სისუსტე ვალენსიას კარგი თამაშით იფარება (შეტევაში ერთვება იმდენად ხშირად,რომ არც იგრძნობა მარჯვენა ვინგერის არყოფნა)
0
№7
ავტორი: Svanchester
5 თებერვალი 2018 12:52
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
რეშს არანაირი საფრთხე არ ემუქრება
0
№8
ავტორი: ikeoni
5 თებერვალი 2018 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ვაფშე არაფერი არ ემუქრება ამას მაგარი სისულელეა:))
0
№9
ავტორი: gaga1987
5 თებერვალი 2018 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
shansi araaa amas vergaushvebs.
0
№10
ავტორი: JuanMata
5 თებერვალი 2018 14:53
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რეშფორდმა ბოლოში აურია და სამართლიანად დასვეს სკამზე.
აი მარსიალი ძალიან კარგად თამაშობდა, სანამ მარჯვნივ არ გადააგდეს, ჰოდა რატომ არ შეიძლება სანჩესი ცენტრში დააყენოს, მაინც ცენტრისკენ იწევს მუდმივად.

მარსიალი-სანჩესი-მატა
წინ ლუკაკუ, ან რეშფორდი.

P.S. მხითარამ პირველ მატჩში სამი საგოლე პასი გააკეთა, მართალია ბოლო თამაშგარე იყო, მაგრამ მთლიანობაში კარგად ითამაშა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top