თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2018, 11:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1819,
კომენტარები: 13
კლუივერტის შეძენა რეშფორდის მდგომარეობას შეარყევს
მარკუს რეშფორდმა, შესაძლოა, კლუბის დატოვება გადაწყვიტოს.
კლუივერტის შეძენა რეშფორდის მდგომარეობას შეარყევს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოს არის "აიაქსის" ახალგაზრდა ფეხბურთელის, ჯასტინ კლუივერტის შეძენასთან.

18 წლის ფეხბურთელი, "ბარსელონას" ლეგენდის პატრი კლუივერტის შვილი "აიაქსში" მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს და მოსალოდნელია, რომ სეზონის ბოლოს მის შეძენას "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები ეცდებიან.

ეს ტრანსფერი კი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებდა მარკუს რეშფორდს, რომელსაც მოურინიოს გეგმებში მოხვედრა ბოლო კვირებში საკმაოდ უჭირს.

არ არსებობს ეჭვი, რომ რეშფორდი თავისი ნიჭით თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოიაზრება.

ინგლისელი ახალგაზრდა სცენაზე ორი წლის წინ გამოჩნდა და მაშინ "მანჩესტერ იუნაიტედის" სადებიუტო შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. ამას კი მოჰყვა ასევე დუბლი პრემიერ ლიგაში "არსენალის" წინააღმდეგ ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში, რის შემდეგაც ლუი ვან გაალის გუნდში არაერთხელ გამოიჩინა თავი.

თუმცა, როცა ლუი ვან გაალი პოსტიდან დაითხოვეს და მის ადგილას ჟოზე მოურინიო დანიშნეს, რეშფორდს პირველ სეზონში უკუსვლა არ დაუწყია და გუნდს ინგლისის ლიგის თასისა და ევროპა ლიგის მოგებაში დაეხმარა.

გასულ სეზონში ნაჩვენები წარმატებული თამაშის შემდეგ რეშფორდმა მიმდინარე სეზონი სასტარტო შემადგენლობის რეგულარული წევრის სტატუსით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ენტონი მარსიალთან კონკურენციას ვერ გაუმკლავდა.

გუნდს ზამთარში ალექსის სანჩესის სახით კიდევ ერთი მარცხენა ვინგერი დაემატა და თუკი "იუნაიტედი" ჯასტინ კლუივერტსაც დაიმატებს, ეს რეშფორდის სამომავლო მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვებს გააჩენს.

მართალია, მარკუსს თავდამსხმელადაც შეუძლია თამაში, მაგრამ აქ მოურინიო რომელუ ლუკაკუს კანდიდატურას ამჯობინებს და სავარაუდოა, რომ მომავალშიც ასე იქნება.

პორტუგალიელს ძალიან მოსწონს ახალგაზრდა ფეხბურთელი და მის გაყიდვას არავითარ შემთხვევაში არ აპირებს, მაგრამ წასვლის სურვილი თავად ფეხბურთელს შეიძლება გაუჩნდეს.

წყარო: express
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: vale13
5 თებერვალი 2018 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Kovachichi gvinda uechveli

Di balac kargia magram iuve AR gayidis

Reshi AR unda gaushvan meti satamasho dro schirdeba
0
№12
ავტორი: gela-manchesteri777
5 თებერვალი 2018 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ამის გაშვებაძე არც კი უნდა ვიფიკროდ კიარა ხუმრობითაც არ უნდა ვთქვატ

ამის გაშვებაძე არც კი უნდა ვიფიკროდ კიარა ხუმრობითაც არ უნდა ვთქვატ
0
№13
ავტორი: wiking
6 თებერვალი 2018 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
კლიუვერს თუ იყიდიან ერთი წელი იჯარით ისევ ჰოლანდიაში დატივებენ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top