თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2018, 10:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2490,
კომენტარები: 13
ჟოზე: "ჟურნალისტებისთვის ცუდი ამბავი მაქვს"
ჟოზე მოურინიომ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.
ჟოზე:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ზაფხულის სატრანსფერო გეგმაზე ისაუბრა და მისი აზრით, ჟურნალისტებისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედი" ალექსის სანჩესით გაძლიერდა, რომელმაც ახალ კლუბში თავისი გოლების ანგარიში უკვე გახსნა.

სანჩესი კი დაემატა შეტევის ხაზში მყოფ ისეთ ფეხბურთელებს, როგორსაც რომელუ ლუკაკუ, ენტონი მარსიალი, ხუან მატა, მარკუს რეშფორდი, ჯესი ლინგარდი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი წარმოადგენენ.

ასეთი შემტევი ხაზის მქონე "იუნაიტედის" მწვრთნელი აღარ აპირებს ამავე პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელის დამატებას ზაფხულში და მათ ნაცვლად სხვა პოზიციების გაძლიერებას ეცდება.

"ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, სიტუაცია ასეთია: ახლა ბევრი ცხრიანი გვყავს. ჩვენთან არიან ალექსისი, ლუკაკუ, მარსიალი, რეშფორდი. რეშფორდს მარცხენა და მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში, როგორც ალექსისს. თითოეულ ზემოჩამოთვლილს კი, გარდა ლუკაკუსი, უკან დახევაც შეუძლიათ, ასევე მეორე თავდამსხმელის როლსაც ითავსებენ.

ასე რომ, ეს ცუდი ამბავია ჟურნალისტებისთვის, რადგან თქვენ მიზეზი გჭირდებათ ისტორიებისა და ჭორების მოსაგონებლად, განსაკუთრებით კი ზაფხულში.

შემტევი ფეხბურთელი აღარ მჭირდება და ამ თემაზე აღარ ვილაპარაკებ, რადგან აქ მეტი აღარავინ მოვა.

ჩვენ გვყავს მატა, ლუკაკუ, რეშფორდი, მარსიალი, ალექსისი. მეტი შემტევი აღარ მჭირდება - სპეკულიაციისთვის სხვა პოზიციები გამოძებნეთ. შემტევებით უკვე კმაყოფილი ვარ.

ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ არა მოთამაშეთა ხარისხი, არამედ გუნდის დინამიკა და ეფექტურობა მის ქმედებებში, რადგან შაბათსაც კი შეგვეძლო უფრო მეტის გატანა, ვიდრე ორი გოლია",
- განაცხადა პორტუგალიელმა.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: vale13
5 თებერვალი 2018 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Dacvis centrahi gvinda dzlieri vinme da naxervardacvashi kovachichi
0
№2
ავტორი: shotkin
5 თებერვალი 2018 11:05
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
რავიცი რავიცი, 10 იანზე პოგბა დააყენე და ვინმე ახალი შეუწყვილე მაშინ მატიჩს

დაცვის ცენტში თუ ვინმე გვიდა და მაშინ 5 ცენტრალური მცველიდან მინიმუმ 1 მაინც უნდა გაყიდოს
0
№3
ავტორი: bziki
5 თებერვალი 2018 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ეგრეც იყო მოსალოდნელი მაშინ ვიღაცით უნდა იყოს უკმაყოფილო.
ყველა ვარიანტში მოვა მარცხენა მცველი და 2 ნახევარმცველი თუ ცენტარული მცველიც მოვა ეგეც არ იაქნება ზედმეტი
0
№4
ავტორი: Manstark_United
5 თებერვალი 2018 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
შეტევა:
---------------ლუკაკუ--------------
-მარსიალი---მატა------სანჩეზი-
შეტევის საუკეთესო განლაგება ამ წუთას ასეთი მგონია.მარსიალის ნაცვლად რაშფორდიც შეიძლება. მატას ნაცვლად ლინგარდიც.მოკლედ ბევრი ვარიაციებია და არცერთი არ არის ცუდი.საბოლოო ჯამში,შეტევაში დიდი პრობლემა არ გვაქვს.ჯობია დაცვას მივხედოთ.ცენტრალური მცველი და მარცხენა მცველია მოსაყვანი ჩემი აზრით.საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ძალიანაც არ გვიჭირს,მატიჩი კარგად ართმევს თავს.ნაინგოლანი თუ მოვიდა,მერე ძააან მაგარი ცენტრი გვეყოლება.
--მარსიალი-------------ლუკაკუ--------------სანჩეზი--
-----------------------------პოგბა----------------------------
-----------------ნაინგოლანი--მატიჩი---------------------
0
№5
ავტორი: Svanchester
5 თებერვალი 2018 12:51
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3958
ანუ ბეილის ტრანსფერი გამოირიცხა, და რაცარუნდა დაიწეროს შემტევებზე არ დაიჯეროთ.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
5 თებერვალი 2018 13:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
3-4 კარგი ტრანსფერი ისევ ჭირდება გუნდს
0
№7
ავტორი: ikeoni
5 თებერვალი 2018 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
ნახევარდაცვას მიაწვება და დაცვას
0
№8
ავტორი: LASHQARA
5 თებერვალი 2018 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ არა მოთამაშეთა ხარისხი, არამედ გუნდის დინამიკა და ეფექტურობა მის ქმედებებში, რადგან შაბათსაც კი შეგვეძლო უფრო მეტის გატანა, ვიდრე ორი გოლია" ამის მოსმენა მინდოდა ზუსტად, ესაა რეალურად გუნდის პრობლემა და დაცვა... love am
0
№9
ავტორი: gaga1987
5 თებერვალი 2018 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
grimanic chabarda carsuls anu??
0
№10
ავტორი: JuanMata
5 თებერვალი 2018 14:59
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჰო აი მეც მაგას ვამბობ, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ერთმანეთს ვერ უგებენ, მოძრაობა არ არის შეტევაში, აზრი არ აქვს შემტევების დამატებას, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა გუნდში და ტაქტიკურად არ დალაგდა.

ნახევარმცველზე და ფლანგის მცველებზე უნდა ვიჩალიჩოთ ახლა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top