თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2018, 10:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2541,
კომენტარები: 13
ჟოზე: "ჟურნალისტებისთვის ცუდი ამბავი მაქვს"
ჟოზე მოურინიომ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.
ჟოზე:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ზაფხულის სატრანსფერო გეგმაზე ისაუბრა და მისი აზრით, ჟურნალისტებისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედი" ალექსის სანჩესით გაძლიერდა, რომელმაც ახალ კლუბში თავისი გოლების ანგარიში უკვე გახსნა.

სანჩესი კი დაემატა შეტევის ხაზში მყოფ ისეთ ფეხბურთელებს, როგორსაც რომელუ ლუკაკუ, ენტონი მარსიალი, ხუან მატა, მარკუს რეშფორდი, ჯესი ლინგარდი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი წარმოადგენენ.

ასეთი შემტევი ხაზის მქონე "იუნაიტედის" მწვრთნელი აღარ აპირებს ამავე პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელის დამატებას ზაფხულში და მათ ნაცვლად სხვა პოზიციების გაძლიერებას ეცდება.

"ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, სიტუაცია ასეთია: ახლა ბევრი ცხრიანი გვყავს. ჩვენთან არიან ალექსისი, ლუკაკუ, მარსიალი, რეშფორდი. რეშფორდს მარცხენა და მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში, როგორც ალექსისს. თითოეულ ზემოჩამოთვლილს კი, გარდა ლუკაკუსი, უკან დახევაც შეუძლიათ, ასევე მეორე თავდამსხმელის როლსაც ითავსებენ.

ასე რომ, ეს ცუდი ამბავია ჟურნალისტებისთვის, რადგან თქვენ მიზეზი გჭირდებათ ისტორიებისა და ჭორების მოსაგონებლად, განსაკუთრებით კი ზაფხულში.

შემტევი ფეხბურთელი აღარ მჭირდება და ამ თემაზე აღარ ვილაპარაკებ, რადგან აქ მეტი აღარავინ მოვა.

ჩვენ გვყავს მატა, ლუკაკუ, რეშფორდი, მარსიალი, ალექსისი. მეტი შემტევი აღარ მჭირდება - სპეკულიაციისთვის სხვა პოზიციები გამოძებნეთ. შემტევებით უკვე კმაყოფილი ვარ.

ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ არა მოთამაშეთა ხარისხი, არამედ გუნდის დინამიკა და ეფექტურობა მის ქმედებებში, რადგან შაბათსაც კი შეგვეძლო უფრო მეტის გატანა, ვიდრე ორი გოლია",
- განაცხადა პორტუგალიელმა.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
5 თებერვალი 2018 20:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3265
ჩემი აზრით სანჩესი მარჯვნივ მარცხნივ და ცხრიანზე კი არა ათიანზე უნდა იდგეს აქ უფრო ეფექტურია ჩვენთან.მარჯვენაზე მატამ უნდა ითამაშოს და ჩვენმა მარსიალ რეშფორდმა ცენზურას გარყევა უნდა დაიწყონ და უკან სირბილი და ბრძოლა.
0
№12
ავტორი: gogita1991
5 თებერვალი 2018 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
დაიერს მოიყვანს უეჭველი და მატიჩს შეუწყვილებს, პოგბა კიდე დადგება 10იანზე პლიუს რამდენიმე მცველს მოიყვანს და ეგაა ნელნელა აძლიერებს გუნდს მოუ აკვირდება სად აქვს სუსტი წერტილი და იმის მიხედვით მოქმედებს აბა 10 ფეხბურთელი თუ ვიყიდეთ ყველა სატრანსფერო ფანჯარაზე სიტი ვყოფილვართ და არა იუნაიტედი
0
№13
ავტორი: gela-manchesteri777
5 თებერვალი 2018 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ლუკაკუ ბოლომდე მაინც ვერ არის გახსნილი და არაა ფორმაში იბრაკადაბრაც სამწუხაროდ იმ თრანვის მერე დაიშალა მინიმუმ ორი კაი ტრანსფერი გვინდა რა

ლუკაკუ ბოლომდე მაინც ვერ არის გახსნილი და არაა ფორმაში იბრაკადაბრაც სამწუხაროდ იმ თრანვის მერე დაიშალა მინიმუმ ორი კაი ტრანსფერი გვინდა რა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top