თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2018, 18:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2047,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" კლუივერტის შეძენასთან ახლოსაა
ჯასტინ კლუივერტი ზაფხულში "წითელი ეშმაკი" გახდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" საგრძნობლად პროგრესირებს "აიაქსის" ვინგერის, ჯასტინ კლუივერტის შეძენაში. ტრანსფერი მომდევნო ზაფხულს შედგება.

"წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მრავალი წელია ადევნებს თვალს ახალგაზრდა კლუივერტის თამაშს. ჯერ კიდევ "ბარსელონაში" ყოფნის დროს მიიქცია ჯასტინმა მისი ყურადღება, რაც მეტწილად პატრიკ კლუივერტის ფაქტორით იყო გამოწვეული.

გასული სეზონის ბოლო მატჩში მოურინიო და ჯასტინი საფეხბურთო მოედანზეც შეხვდნენ ერთმანეთს, როცა ევროპა ლიგის ფინალში "იუნაიტედმა" "აიაქსი" დაამარცხა.

მოგვიანებით კლუივერტმა განაცხადა, რომ მოურინიომ მის მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშურა.

ამ ფაქტებზე დაფუძნებით ბრიტანული მედია და კერძოდ "დეილი მირორი" ირწმუნება, რომ 18 წლის ფეხბურთელისთვის "იუნაიტედი" 10 მილიონ ფუნტს და კიდევ ბონუსებს გაიღებს.

მარცხენა ფლანგზე მოქმედმა კლუივერტმა მიმდინარე სეზონში "აიაქსის" შემადგენლობაში 7 გოლი გაიტანა და მათ შორისაა "როდას" წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-ტრიკიც.

გარდა ამისა, ჯასტინი ჰოლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია, თუმცა მისი ასაკი უფრო მცირეწლოვან ნაკრებში თამაშის უფლებასაც აძლევდა.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
4 თებერვალი 2018 18:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კიდე ერთი მარცხენა ვინგერი რავიცი... ისე რასაც ვუყურებ მშვენივრად თამაშობს
0
№2
ავტორი: F1RSTA
4 თებერვალი 2018 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 90
Es magrad minda
0
№3
ავტორი: gaga1987
4 თებერვალი 2018 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
oriveze kargad tamashobs.viyidot da ijarit davtovot sadacaaa
0
№4
ავტორი: LASHQARA
4 თებერვალი 2018 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აუ მამა რა იგროკი იყო მაგის დედა ვატირე, მაგრად მევასებოდა პატრიკი love am
0
№5
ავტორი: dybbuk
4 თებერვალი 2018 19:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
მარჯვენა ვინგერი რო იყოს კიდე ჰო, მაგრამ მარცხნივ?! ეგ კიარა ცენტრალური ნახევარმცველია მოსაყვანი, 10 მილიონად კიდე მიოყვანონ, რო რამე გული მაინც არ დაგწყდება და თუ გაიხსნება და ყველას აჯობებს მაგას რა ჯობია, უბრალოდ მე უფრო მეორე ზაჰა მგონია
0
№6
ავტორი: ikeoni
4 თებერვალი 2018 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
არ იქნებოდა ცუდი
0
№7
ავტორი: kantona-7
4 თებერვალი 2018 22:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
iyidin da datovon ijarit sadac aris
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: Benny
4 თებერვალი 2018 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
აუ ეს იმენო თემაა. რა გოლები გააქვს თან 18 წლისა 10 მილიონად შესანიშნავია

კანტე გვინდა ჩამშლელად ან მილინკოვიჩ სავიჩი ორი მცველი როუზი და ალექს სანდრო სავარაუდოდ 300 მილლიონს დავხარჯავთ ზაფხულის ტრანსფერებში
0
№9
ავტორი: Svanchester
5 თებერვალი 2018 00:26
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
მეც დავეთანხმები იმ აზრს რომ იყიდონ და დატოვონ იჯარით, გააგრძელოს პროგრესირება.
0
№10
ავტორი: stepno
5 თებერვალი 2018 01:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იყიდონ მაგრამ ჯერ ვერ მოხვდება ძირითად გუნდშიი შანსი არაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top