თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2018, 18:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2053,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" კლუივერტის შეძენასთან ახლოსაა
ჯასტინ კლუივერტი ზაფხულში "წითელი ეშმაკი" გახდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" საგრძნობლად პროგრესირებს "აიაქსის" ვინგერის, ჯასტინ კლუივერტის შეძენაში. ტრანსფერი მომდევნო ზაფხულს შედგება.

"წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მრავალი წელია ადევნებს თვალს ახალგაზრდა კლუივერტის თამაშს. ჯერ კიდევ "ბარსელონაში" ყოფნის დროს მიიქცია ჯასტინმა მისი ყურადღება, რაც მეტწილად პატრიკ კლუივერტის ფაქტორით იყო გამოწვეული.

გასული სეზონის ბოლო მატჩში მოურინიო და ჯასტინი საფეხბურთო მოედანზეც შეხვდნენ ერთმანეთს, როცა ევროპა ლიგის ფინალში "იუნაიტედმა" "აიაქსი" დაამარცხა.

მოგვიანებით კლუივერტმა განაცხადა, რომ მოურინიომ მის მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშურა.

ამ ფაქტებზე დაფუძნებით ბრიტანული მედია და კერძოდ "დეილი მირორი" ირწმუნება, რომ 18 წლის ფეხბურთელისთვის "იუნაიტედი" 10 მილიონ ფუნტს და კიდევ ბონუსებს გაიღებს.

მარცხენა ფლანგზე მოქმედმა კლუივერტმა მიმდინარე სეზონში "აიაქსის" შემადგენლობაში 7 გოლი გაიტანა და მათ შორისაა "როდას" წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-ტრიკიც.

გარდა ამისა, ჯასტინი ჰოლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია, თუმცა მისი ასაკი უფრო მცირეწლოვან ნაკრებში თამაშის უფლებასაც აძლევდა.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: gia miqadze
5 თებერვალი 2018 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
მოდი მოდი love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top