თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2018, 14:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2103,
კომენტარები: 12
მოურინიო კვლავ უკმაყოფილოა "ოლდ ტრაფორდის" ატმოსფეროთი
ჟოზე გულშემატკივართა მხარდაჭერას იწუნებს.
მოურინიო კვლავ უკმაყოფილოა
გუშინ "ოლდ ტრაფორდზე" "ჰადერსფილდთან" მოგებული მატჩის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კვლავ გამოხატა უკმაყოფილება სტადიონზე არსებული ატმოსფეროთი.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა არაერთხელ გააკრიტიკა "იუნაიტედის" ქომაგები, ამ უკანასკნელებმა კი ის შეხვედრაზე მიიწვიეს, რათა ტრიბუნებზე არსებული მდგომარეობა განეხილათ.

მოურინიომ ეს მიწვევა არ მიიღო და თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ის ვერ დაელაპარაკება 75 ათას გულშემატკივარს და ვერ მოისმენს ყველას აზრს, თუმცა შეუძლია საჯაროდ მოისმინოს მათი კომენტარები.

სიტუაციის უცვლელობის შემდეგ ჟოზე კვლავ არ მალავს თავის უკმაყოფილებას და განაგრძობს კრიტიკას.

"მიუხედავად იმისა, რომ წყნარ სტადიონზე ვთამაშობთ, ნათელია, რომ ფეხბურთელები აქ თავს კარგად გრძნობენ.

"ოლდ ტრაფორდზე" არსებული ატმოსფერო სულაც არ ჰგავს "პორტსმუთის" საშინაო მატჩების ატმოსფეროს. მათი პატარა სტადიონი კარგად მახსოვს, სადაც დაუჯერებელი მხარდაჭერაა. "ოლდ ტრაფორდზე" კი გაცილებით წყნარი მდგომარეობაა",
- განაცხადა მწვრთნელმა.
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Manstark_United
4 თებერვალი 2018 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ათამაშე გუნდს ისეთი ფეხბურთი,რომ ხალხი ვერ ჩუმდებოდეს,სკამზე ვერ ჯდებოდეს.ფეხზე იდგეს და ყვიროდეს სულ.მაშინ დაინახავ მხარდაჭერას.ახლა უბრალოდ მოვლენ,დაესწრებიან,ნახავენ რომ გუნდი შედეგს დებს და წავლენ.მაგრამ რაღაც დააკლდება გულშემატკივარს... რაღაც ენთუზიაზმი,რაღაც დიდი გრძნობა,რომელიც ოდესღაც ტელევიზორიდან ყურებისასაც მეუფლებოდა. ასე რომ... that's all your fault Jose winked fellow
1
№2
ავტორი: ikeoni
4 თებერვალი 2018 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ესეგი განსაკუთრებული ხმაური და ამბებიი ლიგის თამაშებზეა ხომე ძირითადათ am
0
№3
ავტორი: RojoDiablo
4 თებერვალი 2018 15:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Manstark_United
ათამაშე გუნდს ისეთი ფეხბურთი,რომ ხალხი ვერ ჩუმდებოდეს,სკამზე ვერ ჯდებოდეს.ფეხზე იდგეს და ყვიროდეს სულ.მაშინ დაინახავ მხარდაჭერას.ახლა უბრალოდ მოვლენ,დაესწრებიან,ნახავენ რომ გუნდი შედეგს დებს და წავლენ.მაგრამ რაღაც დააკლდება გულშემატკივარს... რაღაც ენთუზიაზმი,რაღაც დიდი გრძნობა,რომელიც ოდესღაც ტელევიზორიდან ყურებისასაც მეუფლებოდა. ასე რომ... that's all your fault Jose winked fellow

ფერგიუსონის დროსაც იყო ბევრი მატჩი, რომელიც საშინლად ჩაგვიტარებია, მაგრამ ხმაური არ წყდებოდა. თანაც ჟოზე აკრიტიკებს საშინაო ფანებს, თორემ გასვლაზე როცა ვთამაშობთ, ხალხი სიმღერას არ წყვეტს. უემბლიზე ტოტენჰემმა ფეხი არ გაგვანძრევინა, მაგრამ 10-20 წუთიანი მონაკვეთი იყო, როცა სულ ჩვენი ფანების ხმა ისმოდა. უბრალოდ ოლდ ტრაფორდზე ტურისტები არიან ძირითადად და მაგიტომაა, რომ არ არის ენთუზიაზმით სავსე.

დააკვირდი, სოციალურ ქსელშიც უფრო ხშირია, რომ ფეხბურთელები გასვლითი მატჩის მერე უხდიან მადლობას ფანებს, ვიდრე საშინაო მატჩების მერე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: misteryou
4 თებერვალი 2018 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ტვ ისთან მეძინება ყოველი მანჩესტერის თამაშის დროს, საშინელი საყურებელია ნელი შეტევები, ნელი პასები რავი მკვდარი გადაადგილება თუ მოძრაობა, სიტის თამაშებს რომ ვუყურებ ვგიჟდები, ესეთი განსხვავება როგორ არის.. ნეტა ეგრე ვთამაშობდეთ და პირველ ტაიმში 10 ჯერ ვურტყამდეთ კარში მინიმუმ მეტოქეს.. თუნაც ფრე ვეთამაშოთ, ვიდრე მოგება და კარში 0 დარტყმა პირველ ტაიმში სახლში ჰადერსფილდთან. იასნი ვინ იყვირებს სტადიონზე და ვინ უქომაგებს, ეგრე გიჟი ეგონები ნახევარ სტადიონზე მეტს:D
სულ ვიძახი ნახევარი გუნდი გასაშვებია...
0
№5
ავტორი: Lalana
4 თებერვალი 2018 15:36
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: misteryou
ჰადერსფილდთან. იასნი ვინ იყვირებს სტადიონზე და ვინ უქომაგებს, ეგრე გიჟი ეგონები ნახევარ სტადიონზე მეტს:D

რა მნიშვნელობა აქვს ჰადერსფილდია,მილოული თუ მეათასე დივიზიონის გუნდი?მხარდაჭერა ყოველთვის უნდა იგრძნობოდეს მანჩესტერის სტადიონზე,ყოველ წამს უნდა ისმოდეს მხარდაჭერა.ცუდია ახლა რასც ვიტყვყვი მაგრამ ფაქტია,რამდენჯერაც ენფილდზე თამაშს ვუყურე ლივერპულის გულშემატკივრის ხმა არ წყდება ხოლმე და ეს მაღიზიანებს.გინდ აგებდეს გუნდი,ყოველთვის არის მხარდაჭერა.აგერ უკვე მერმდენე წელი გადის და პრემიერ ლიგის თასი არ აქვს გუნდს აღებული,მაგრამ სულ სავსეა სტადიონი და სულ ხმაურიაა.ცუდი შედარებაა მაგრამ უნდა ითქვას ის რაც სათქმელია.მეც ვუყურებ სიტის თამაშებს,მაგრამ მათი მხარდაჭერები გინდ ჩემპიონთა ლიგაზე და გინდ პრემიერ ლიგის თამაშებზე დიდად ვერ ავსებენ ხოლმე სტადიონს,ბევრჯერ მინახავს დაცარიელებული სკამები და რატომ?ისინი ხომ საოცარ ფეხბურთს თამაშობენ?და არც მათგან გამიგია რაღაც საოცარი მხარდაჭერა,ზოგჯერ ყურებისას ჩამომეძინება ხოლმე.
0
№6
ავტორი: shotkin
4 თებერვალი 2018 17:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეს ძაან რთული საკითხია რა , ერთია რო ფეხბურთი უნდა ითამაშო და პუბლიკა ამით აღფრტოვანებაში მოიყვანო, როცა გუნდი აგებს ფანები მაინც მღერიან ხოლმე, ზოგადად არცერტი გუნდის ბალეშიკები ყველა თამაშში არარიან ერთნაირად აქტიურები , და ძნელია ჰადელსფილდთან თამაშზე სულ ფეხზე იდგე და ხაოდე როცა არაფერი ისეთი არ ხდება და გუნდი წყნარად იგებს, ამდროს ნაწილი მღერის ვისაც უნდა ნაწილი ზის და წყნარად უყურებს თამაშსს, ფერგის დროსაც ჩვეულებრივი დონის გუნდებთან არასდროსაც არიკლავდა გულშემატკივარი სულ თავს გააჩნია რა, პორტსმუთს კიდე რო შეეხო ეგ გასაკვირი არაა ნებისმიერი დაბალი დონის გუნდი როცა გრანდს ხვდება პატარა გუნდის ფანებისგან აქტიურობა ახალი ამბავი არაა იმათთვის მოტივაციაა და გრანდისთვის იმდენად არა, მერე კიდე ადგილობრივი ფანები მესმის მარა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული გულშემატკივრების უმეტესობა წყნარი და მშვიდია , 1 სიტყვით როცა კრაიზე რონალდუ და ფრინავდა პუბლიკა ფეხზე იდგა, როცა გუნდში ბექემი იყო სქოულზი და გიგზი თავისი თამაშიტ აღფრთოვანებაში მოყავდა პუბლიკა , დღეს მარტო სანჩესია ვისაც ეს შეუზლია და დე ხეას სეივებზე კიდე თუ გადავირევით თორე სხვა დიდად ვერაფერს აკეტებს და აღფთოვანებაში მე პირადად არც მარსიალს მოვყავარ არც პოგბას არც ლუკაკუს და სხვას არც არავის მიუხედავად იმისა რო ტალანტი აქვთ, რაღაც სვხანაირად თამაშობენ არვიცი მე პირადა მოხარული ვარ რო გუნდი ჭაობიდან ამოვიდა მარა მაგარი უმარილო გუნდია ეს მანცესტერი
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
4 თებერვალი 2018 18:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგა ხანია უკვე ეს პრობლემაა
0
№8
ავტორი: dybbuk
4 თებერვალი 2018 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: shotkin
ეს ძაან რთული საკითხია რა , ერთია რო ფეხბურთი უნდა ითამაშო და პუბლიკა ამით აღფრტოვანებაში მოიყვანო, როცა გუნდი აგებს ფანები მაინც მღერიან ხოლმე, ზოგადად არცერტი გუნდის ბალეშიკები ყველა თამაშში არარიან ერთნაირად აქტიურები , და ძნელია ჰადელსფილდთან თამაშზე სულ ფეხზე იდგე და ხაოდე როცა არაფერი ისეთი არ ხდება და გუნდი წყნარად იგებს, ამდროს ნაწილი მღერის ვისაც უნდა ნაწილი ზის და წყნარად უყურებს თამაშსს, ფერგის დროსაც ჩვეულებრივი დონის გუნდებთან არასდროსაც არიკლავდა გულშემატკივარი სულ თავს გააჩნია რა, პორტსმუთს კიდე რო შეეხო ეგ გასაკვირი არაა ნებისმიერი დაბალი დონის გუნდი როცა გრანდს ხვდება პატარა გუნდის ფანებისგან აქტიურობა ახალი ამბავი არაა იმათთვის მოტივაციაა და გრანდისთვის იმდენად არა, მერე კიდე ადგილობრივი ფანები მესმის მარა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული გულშემატკივრების უმეტესობა წყნარი და მშვიდია , 1 სიტყვით როცა კრაიზე რონალდუ და ფრინავდა პუბლიკა ფეხზე იდგა, როცა გუნდში ბექემი იყო სქოულზი და გიგზი თავისი თამაშიტ აღფრთოვანებაში მოყავდა პუბლიკა , დღეს მარტო სანჩესია ვისაც ეს შეუზლია და დე ხეას სეივებზე კიდე თუ გადავირევით თორე სხვა დიდად ვერაფერს აკეტებს და აღფთოვანებაში მე პირადად არც მარსიალს მოვყავარ არც პოგბას არც ლუკაკუს და სხვას არც არავის მიუხედავად იმისა რო ტალანტი აქვთ, რაღაც სვხანაირად თამაშობენ არვიცი მე პირადა მოხარული ვარ რო გუნდი ჭაობიდან ამოვიდა მარა მაგარი უმარილო გუნდია ეს მანცესტერი

როგორც ყოველთვის გეთანხმები ბრატ, ძალიან მიხარია ხოლმე როდესაც ადამიანი თავის საყვარელ გუნდს ობიექტურად აფასებს. რაც შეეხება მოურინიოს ამ განცხადებას, ყველაზე ნაკლებად უნდა უნდოდეს გულშემატკივრების წყნენინება, იმიტომ რომ მათზეა მეტწილად დამოკიდებული ვინ დარჩება გუნდში და ვინ არა(თავის ტრენერებიან ფეხბურთელებიანად), მათ აზრს ინგლისში დიდ ყურადღებას აქცევენ გუნდის ხელმძღვანელები და ჩემი აზრით კარგასც შვებიან, ეს გუნდი მათ ეკუთვნის პირველ რიგში და არა გლეიზერებს და ფეხბურთელებს. არავინ თხოვდა 75000 გულშემატკივარს შეხვდიო, რაღაც გარკვეული ჯგუფთნა მოუწევდა შეხვედრა და 1-2 საათს მიუძღვნიდა, მაგრამ არ ისურვა იმიტომ რომ მისი კრიტიკა ზუსტად რომ იმ ტურისტებიდან გამოწვეულია რომლებიც ხშირად სტუმრობენ ოლდ ტრაფორდს, მემგონი ძაან მარტივია
1
№9
ავტორი: psixi13
4 თებერვალი 2018 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
რომელ ძლიერ გუნდსაც ვეტამაშეთ ყველამ გადაგვიბინა მოვიგეთ თუ წავაგეთ და ეს უნდა უხაროდეთ რომ სხვ გუნდი გვინგრევს კარებს?კაგი გუნდი გვყავს და სულ მეორ ნომრად თამაშობს თითქმის.ლუკაკუს არ ტვითავენ პასებით იმიტომაც დგაას მედოლესავით..ტოტენჰემმა გადაახია ბურთი მთელ მანჩესტერს.ცოტა ყურადღებით რომ ეთამაშათ ტიბებს ალბად მინიმუმ 5-0 მორჩებოდა
0
№10
ავტორი: Svanchester
5 თებერვალი 2018 00:24
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
გუნდმა უნდა აჩვენოს ის დუხი რაც მაყურებელს მოუსვენარს გახდის. თუმცა არ ვამართლებ მაყურებელს იმაშიც რომ როდესაც გუნდი ვერ გამოიყურება კარგად ტრიბუნები ჩუმადაა. ზოგადად ვიტყვი რომ იუნაიტედს დიდებული საგულშემატკივრო მასა ყავს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top