თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2018, 14:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2110,
კომენტარები: 12
მოურინიო კვლავ უკმაყოფილოა "ოლდ ტრაფორდის" ატმოსფეროთი
ჟოზე გულშემატკივართა მხარდაჭერას იწუნებს.
მოურინიო კვლავ უკმაყოფილოა
გუშინ "ოლდ ტრაფორდზე" "ჰადერსფილდთან" მოგებული მატჩის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კვლავ გამოხატა უკმაყოფილება სტადიონზე არსებული ატმოსფეროთი.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა არაერთხელ გააკრიტიკა "იუნაიტედის" ქომაგები, ამ უკანასკნელებმა კი ის შეხვედრაზე მიიწვიეს, რათა ტრიბუნებზე არსებული მდგომარეობა განეხილათ.

მოურინიომ ეს მიწვევა არ მიიღო და თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ის ვერ დაელაპარაკება 75 ათას გულშემატკივარს და ვერ მოისმენს ყველას აზრს, თუმცა შეუძლია საჯაროდ მოისმინოს მათი კომენტარები.

სიტუაციის უცვლელობის შემდეგ ჟოზე კვლავ არ მალავს თავის უკმაყოფილებას და განაგრძობს კრიტიკას.

"მიუხედავად იმისა, რომ წყნარ სტადიონზე ვთამაშობთ, ნათელია, რომ ფეხბურთელები აქ თავს კარგად გრძნობენ.

"ოლდ ტრაფორდზე" არსებული ატმოსფერო სულაც არ ჰგავს "პორტსმუთის" საშინაო მატჩების ატმოსფეროს. მათი პატარა სტადიონი კარგად მახსოვს, სადაც დაუჯერებელი მხარდაჭერაა. "ოლდ ტრაფორდზე" კი გაცილებით წყნარი მდგომარეობაა",
- განაცხადა მწვრთნელმა.
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
5 თებერვალი 2018 01:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
როგორი თამაშიც გინდა აჩვენოს გუნდა მაინც არ უნდა იყოს წყნარი ოლდრაფორდი:(( არასოდეს არ ხდებოდა ადრე ეს და ეხლა რა ჯანდაბა ჭირთ?
0
№12
ავტორი: rooney-scholes
5 თებერვალი 2018 08:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
ციტატა: Manstark_United
ათამაშე გუნდს ისეთი ფეხბურთი,რომ ხალხი ვერ ჩუმდებოდეს,სკამზე ვერ ჯდებოდეს.ფეხზე იდგეს და ყვიროდეს სულ.მაშინ დაინახავ მხარდაჭერას.ახლა უბრალოდ მოვლენ,დაესწრებიან,ნახავენ რომ გუნდი შედეგს დებს და წავლენ.მაგრამ რაღაც დააკლდება გულშემატკივარს... რაღაც ენთუზიაზმი,რაღაც დიდი გრძნობა,რომელიც ოდესღაც ტელევიზორიდან ყურებისასაც მეუფლებოდა. ასე რომ... that's all your fault Jose winked fellow

100% getanxmebi es mizezebs ezebs tu raari cnobilia ro manchesters erterti sauketeso gukshematkivari yavs mara lai gulshematkivrobas cecxli unda moedanze
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top