თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2018, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2465,
კომენტარები: 12
მოურინიო: "მაკტომინეიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა"
მწვრთნელმა ახალგაზრდა ნახევარმცველი შეაქო.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო მოხიბლულია სკოტ მაკტომინეის თამაშით "ჰადერსფილდთან" მატჩში და ფიქრობს, რომ მისმა მონდომებამ და ბრძოლისუნარიანობამ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მაკტომინეიმ თავისი მეორე მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგის შეხვედრების სასტარტო შემადგენლობაში და მეწყვილეობას უწევდა ნემანია მატიჩს.

"ტოტენჰემთან" წაგებულ მატჩთან შედარებით გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იყო შეტანილი და ერთ-ერთი მათგანი იყო პოლ პოგბას ნაცვლად სკოტის გამწესება, რაც მოურინიომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განმარტა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა მისი იმედი გაამართლა.

"სკოტმა ოდნავ ნერვიულად დაიწყო, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას თანდათან იზრდებოდა. ვფიქრობ, ჩვენთვის ფუნდამენტური როლი ითამაშა თავისი მონდომებით და ბურთის წართმევის უნარით.

რამდენიმე ფეხბურთელი შევცვალე ამ თამაშის ხასიათიდან გამომდინარე. ვინმეს დასჯა სულაც არ მინდოდა; ვინმე რომ დავსაჯო, ჯერ მე უნდა დამსაჯონ, რადგან ჩვენ გუნდი ვართ. როცა ვიმარჯვებთ, ერთად ვიმარჯვებთ, როცა ვმარცხდებით, ერთად ვმარცხდებით. ყოველთვის, რა მომენტიც არ უნდა იყოს, ვცდილობ, გუნდს საუკეთესო მივცე.

სკოტი 9 წლის ასაკში მოვიდა დედასთან ერთად თავის პირველ სავარჯიშო სესიაზე. 10-11 წლის შემდეგ იგი პრემიერ ლიგის მნიშვნელოვან მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით თამაშობს.

მას ბურთის წართმევის დიდი სურვილი აქვს. როცა გუნდი ბურთს არ ფლობდა, ის ასრულებდა უმნიშვნელოვანეს როლს მოედნის სიღრმეში პრესინგის მიმართვაში, ხოლო როცა მისი გუნდი ფლობდა ბურთს, მარტივად თამაშობდა. "ჰადერსფილდის" მსგავსი გუნდების წინააღმდეგ კი, რომლებიც მუდამ ახლოს არიან და ბურთს უკან შეჯგუფებული თამაშობენ, სიმარტივე ზოგჯერ გენიოსობაა. თუკი სივრცეები არ გაქვს, იგი სიმარტივით უნდა მოიპოვო.

პოლმა საქმისადმი დიდებული მიდგომა გამოავლინა, როცა მოედანზე შემოვიდა და გამოიყენა სივრცეები, რომლებიც იმ მომენტში გვქონა, რადგან უკვე 1-0 ვიგებდით და შეეძლო მისი ნიჭი და უნარები ეჩვენებინა. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და სათადარიგოთა სკამზე ერთხელ მოხვედრა სამყაროს აღსასრულს არ მოასწავებს".
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
4 თებერვალი 2018 11:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ჰაჰაჰა იმენა პოგბას გასაგონად ლაპარაკობდა
1
№2
ავტორი: gaga1987
4 თებერვალი 2018 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
pogbas utxra es 6velaperi.
0
№3
ავტორი: kantona-7
4 თებერვალი 2018 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
albat pogba mova azrze

maktominei tu moixoda zaan kai iqneba da magrad gamixqrdeba>>>fizikuradac zaan kai tipia da simaglec aqvs rac mtavaria,ambijma tumartla zalian kargad itamashi kai cyoba gamogvdis da pogba zevit aiwevs tavis adgilze da matichi maktominei ukan
------------------LUKAKU----------------
MARSIALI------------------SANCHESI
-------------------POGBA---------------------
------MATICHI----------MAKTOMINEI
SHOW--JONS--BAILI----VALENSIA
-------------------DEXEA---------------------
mgoni wels yvelaze kai shemadgenloba da yvelaze kai wyoba iqneba ase
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: Manuille
4 თებერვალი 2018 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
მაკტომინეის სტილი ძალიან მაგონებს კერიკის სტილს და ძალიან მომწონნს ეს ყველაფერიი...ძალიან დიდი მომავალი აქვს ამ ბიჭს და იმედია ნამდვილ წითელ ეშმაკად დარჩება
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
4 თებერვალი 2018 13:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: Manuille
მაკტომინეის სტილი ძალიან მაგონებს კერიკის სტილს და ძალიან მომწონნს ეს ყველაფერიი...ძალიან დიდი მომავალი აქვს ამ ბიჭს და იმედია ნამდვილ წითელ ეშმაკად დარჩება


სტილი მართლა იდენტური აქვთ, მარა იმედია მაკტომინეი კარიერის ბოლოს უფრო წარმატებული იქნება
0
№6
ავტორი: Buk777
4 თებერვალი 2018 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Nu jer naadrevia magaze saubari vnaxot ra iqneba me mata momwons da 10 tamashidan 9 tamashs tamashobs mata dzan shdambechdavat nu valensiaze zedmetia saubari imena gundis birtvi gaxta valensia imedia ori sami weli egre ganagrdzobs valensia tamashs

ციტატა: Manuille
მაკტომინეის სტილი ძალიან მაგონებს კერიკის სტილს და ძალიან მომწონნს ეს ყველაფერიი...ძალიან დიდი მომავალი აქვს ამ ბიჭს და იმედია ნამდვილ წითელ ეშმაკად დარჩება

მე მაინც ნაადრევი მგონია ვინმესთან მიდარება ვნაახოთ როგორ გააგრზელებს
0
№7
ავტორი: dachi_mu
4 თებერვალი 2018 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
anu moum tqva.. zogjer pogbasgan simartive mindao
0
№8
ავტორი: ikeoni
4 თებერვალი 2018 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
ეგ არაფერი ხდება ხოლმე ესეთები პოლთან მიმართებაში:))
0
№9
ავტორი: shotkin
4 თებერვალი 2018 17:28
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
რო ვთქვა რო ამ ბიჭში რაღაცას ვხედავ მოგატყუებთ, ერთი ჩვეულებრივი მონდომებული ახალგაზრდაა , გრძელი ფეხები აქვს და ართმევაზე ცუდი არაა, მონდომება კაია ამით ქაჩავს ტუ რამე ახალს შეიძლენს და რამეს დაემსგავსება ვნახოთ , მარა ჯერ ჯერობით ტალანტი და მსგავსი რამ ზედმეტია
0
№10
ავტორი: F1RSTA
4 თებერვალი 2018 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 90
ნორმალური იგროკია სკოტი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top