თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2018, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2467,
კომენტარები: 12
მოურინიო: "მაკტომინეიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა"
მწვრთნელმა ახალგაზრდა ნახევარმცველი შეაქო.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო მოხიბლულია სკოტ მაკტომინეის თამაშით "ჰადერსფილდთან" მატჩში და ფიქრობს, რომ მისმა მონდომებამ და ბრძოლისუნარიანობამ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მაკტომინეიმ თავისი მეორე მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგის შეხვედრების სასტარტო შემადგენლობაში და მეწყვილეობას უწევდა ნემანია მატიჩს.

"ტოტენჰემთან" წაგებულ მატჩთან შედარებით გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იყო შეტანილი და ერთ-ერთი მათგანი იყო პოლ პოგბას ნაცვლად სკოტის გამწესება, რაც მოურინიომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განმარტა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა მისი იმედი გაამართლა.

"სკოტმა ოდნავ ნერვიულად დაიწყო, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას თანდათან იზრდებოდა. ვფიქრობ, ჩვენთვის ფუნდამენტური როლი ითამაშა თავისი მონდომებით და ბურთის წართმევის უნარით.

რამდენიმე ფეხბურთელი შევცვალე ამ თამაშის ხასიათიდან გამომდინარე. ვინმეს დასჯა სულაც არ მინდოდა; ვინმე რომ დავსაჯო, ჯერ მე უნდა დამსაჯონ, რადგან ჩვენ გუნდი ვართ. როცა ვიმარჯვებთ, ერთად ვიმარჯვებთ, როცა ვმარცხდებით, ერთად ვმარცხდებით. ყოველთვის, რა მომენტიც არ უნდა იყოს, ვცდილობ, გუნდს საუკეთესო მივცე.

სკოტი 9 წლის ასაკში მოვიდა დედასთან ერთად თავის პირველ სავარჯიშო სესიაზე. 10-11 წლის შემდეგ იგი პრემიერ ლიგის მნიშვნელოვან მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით თამაშობს.

მას ბურთის წართმევის დიდი სურვილი აქვს. როცა გუნდი ბურთს არ ფლობდა, ის ასრულებდა უმნიშვნელოვანეს როლს მოედნის სიღრმეში პრესინგის მიმართვაში, ხოლო როცა მისი გუნდი ფლობდა ბურთს, მარტივად თამაშობდა. "ჰადერსფილდის" მსგავსი გუნდების წინააღმდეგ კი, რომლებიც მუდამ ახლოს არიან და ბურთს უკან შეჯგუფებული თამაშობენ, სიმარტივე ზოგჯერ გენიოსობაა. თუკი სივრცეები არ გაქვს, იგი სიმარტივით უნდა მოიპოვო.

პოლმა საქმისადმი დიდებული მიდგომა გამოავლინა, როცა მოედანზე შემოვიდა და გამოიყენა სივრცეები, რომლებიც იმ მომენტში გვქონა, რადგან უკვე 1-0 ვიგებდით და შეეძლო მისი ნიჭი და უნარები ეჩვენებინა. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და სათადარიგოთა სკამზე ერთხელ მოხვედრა სამყაროს აღსასრულს არ მოასწავებს".
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
5 თებერვალი 2018 00:20
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
გადამწყვეტი როლი არა მაკტომინიმ არამედ სანჩესმა ითამაშა ჟოზე.
0
№12
ავტორი: stepno
5 თებერვალი 2018 01:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პოგბაზე რა საკაიფოდ იბაზრა :)))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top