თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2018, 17:26
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2389,
კომენტარები: 11
ლამპარდი: "პოგბამ მეტი პასუხისმგებლობით უნდა ითამაშოს"
ფრენკ ლამპარდი პოგბას შესახებ საუბრობს.
ლამპარდი:
ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ფრენკ ლამპარდი, პოლ პოგბას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს, მისი თქმით ფეხბურთელმა ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეასრულსოს მწვრთნელის დავალებები.

"ტოტენჰემთან" განცდილი მარცხი, ანგარიშით 2-0 პოგბასთვის შესანიშნავი სერიის შემწყვეტი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, პოგბა გარკვეული დროის მანძილზე, როდესაც ის ძირითადი შემადგენლობიდან იწყებდა თამაშს არ მარცხდებოდა, ეს სერია კი "უემბლიზე" გასულ ტურში შეწყდა.

შეხვედრის მსვლელობისას კამერებმა დააფიქსირეს, რომ ფეხბურთელი ზედმიწევნით არ ასრულებდა მოურინიოს მითითებებს და ეს მათ საუბარშიც გამოჩნდა, როდესაც პოგბამ მოურინიოსთან სალაპარაკოდ მიირბინა, ხოლო მწვრთნელის მითითებები გააპროტესტა, ამის შემდეგ ჟოზე მოურინიო იძულებული იყო ეს პრობლემა, ფეხბურთელის ჩანაცვლებით აღმოეფხვრა. შეხვედრის 63- ე წუთზე ის მატამ შეცვალა. არსებული უკმაყოფილებების შესახებ მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში, ჟოზე მოურინიომ ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.

აღნიშნული თემის ირგვლივ, კომენტარი ჟოზე მოურინიოს ყოფილ ფეხბურთელმა ფრენკ ლამპარდმა გააკეთა: "პოგბას კარგი ფეხბურთელისთვის დამახასიათებელი შესანიშნავი თვისებები აქვს, მისი ათლეტიზმი, უნარი ბურთის ფლობის, მას ასევე შეუძლია შასანიშნავი გადაცემების გაკეთება. მაგრათ შენ გეუბნებიან, რომ უნდა ითამაშო ნემანია მატიჩთან ახლოს, შენ ეს უნდა გააკეთო მთელი პასუხისმგებლობით. მან უნდა მიიღოს მწვრთნელის ყველა დავალება და შეასრულოს ზედმიწევნით ისინი, დღეს კი მისი მხრიდან ეს ვერ დავინახე, ჟოზემ მას უთხრა, რომ მატიჩთან ერთად დაცვას დახმარებოდა, რისი შეუსრულებლობის გამოც დატოვა მოედანი. პოგბა მოურინიოსთვის ერთ-ერთი მთავრი ფიგურაა გუნდში.

ჩემი კარიერის განმავლობაში მოგეხსენებათ მე ნახევარდაცვაში ვთამაშობდი, ხოლო ის მწვრთნელები ვისი თაოსნობითაც მე მოედანზე გამოვდიოდი ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ მეტი სათამაშო დისციპლინა გამომეხატა მოედანზე - ფეხბურთელმა საჭიროა ეს კარგად გაიაზროს და მწვრთნელს უსმინოს. როდესაც შენ თამაშობ მოწინააღღმდეგის პირისპირ, ხოლო მათ ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია საფრთხე შეგიქმნას, შენ ამ დროს უნდა დაფიქრდე: რა ხდება ჩემს ირგვლივ? და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. პოგბა ამ თამაშში ბურთის გარეშე კონტაქტში არ შედიოდა მოწინააღმდეგესთან, ხოლო როდესაც ბურთი მისგან ოდნავ მოშორებით იყო ის აუჩქარებლად მირბოდა, ჩემი აზრით ეს პრობლემას წარმოადგენს".-
ციტირებს ლამპარდის სიტყვებს The Daily Express.

ლამპარდი: "პოგბამ მეტი პასუხისმგებლობით უნდა ითამაშოს"

ლამპარდი: "პოგბამ მეტი პასუხისმგებლობით უნდა ითამაშოს"






წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
2 თებერვალი 2018 17:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ამ კაცის შეფასებები მომწონს ეს ბოლო დროა.ძაან დაბალანსებულად აფასებს ხოლმე.რაც შეეხება პოგბას სეირნობის და კოტრიალის მეტი არაფერი არ გაუკეთებია
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
2 თებერვალი 2018 17:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ხანდახან ისე იქცევა ეზოში რო ფეხბურთს თამაშობ და ავარდები ბავშვივით, მეტი მოეთხოვება, კარგია სუონსისთან და ნიუკასლთან ლამაზი ფეხბურთის ჩვენება და შედეგი მარა გრანდებთანაც უნდა გამოჩნდეს ეს ყველაფერი თორე დაემსაგვსა იოზილს
0
№3
ავტორი: Svanchester
2 თებერვალი 2018 18:05
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ხელფასის მომატებაზე კი გამოთქვა პრეტენზიები
0
№4
ავტორი: snatch77
2 თებერვალი 2018 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
თუ გინდა რომ სანახაობა იხილო "ურჩ ბიჭს" ხელ-ფეხი უნდა გაუხსნა, თავისუფლება მისცე მთელ მოედანზე ამიტომაა საჭირო მატიჩს მეწყვილედ დარჩენილ დროში ერერა ჰყავდეს და ზაფხულში მრავალმხრივი შესაძლებლობის დამხმარე მოუყვანონ (კოკე მაგალითად) და ეს ზარმაცი კაცი wink იყოს ათიანზე. ჩემი აზრით, უკეთესი ხარისხი ექნება თამაშსაც და შედეგსაც უკეთესს მივიღებთ, მასე იყო იუვეში იქ პირლო მარკისიო იყვნენ უფრო დაცვაზე ორიენტირებულნი და პოგბას და ვიდალს ჰქონდათ თავისუფლება , საჭიროების შემთხვევაში მწყობრად უკან იხევდნენ კიდეც , მაგრამ უმთავრესი დავალება შეტევა და მომენტის შექმნა იყო
0
№5
ავტორი: ikeoni
2 თებერვალი 2018 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Ar gavda tavis tavs :((
0
№6
ავტორი: Tyeshela
2 თებერვალი 2018 19:48
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
ისმის კითხვა, ვინაა გუნდის ლიდერი. პოგბა? - სასაცილოა. მარსიალი? - ძალიან ახალგაზრდაა და თამაშის საკუთარ თავზე აღება არ გამოსდის ან მოურინიოს არ უნდა მარსიალზე აწყობილი თამაში. ლუკაკუ ძაან უვარგისია, არ ვიცი არის თუარ მთლად ლუკაკუს ბრალი, ნახევარმცველების მოვალეობაა ბურთი ფორვარდებამდე მიიტანონ, დანარჩენი თავდამსხმელებზეა დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ პოგბა ზოგიერთ თამაშში საერთოდ იკარგება, ლუკაკუს უვარგისობას მაინც ვერ ამართლებს, მომენტებს მომენტებად აფუჭებს და საერთო პერფორმანსითაც სრულიად ამოვარდნილია თამაშიდან. სანჩეზის ყიდვა ძაან დააგვიანდა გუნდს, წლევანდელ სეზონში ისღა დარჩენია გუნდს რომ ლიგაზე რაც შეიძლება შორს გავიდეს + მოურინიო კარგად თამაშობს ლიგაზე ასე თუ ისე ყოველთვის. ჩემიაზრით ლინგარდზე მეტად მატა უნდა იყოს მოედანზე რომელიც ლუკაკუს პასებით მოამარაგებს, ლინგარდს რაც შეეხება რიგ მომენტებში გადასარევია, მაგრამ ძირითადს ვერ უქაჩავს, ვერ დომინირებს მოედანზე მაინც. მოკლედ გუნდს ლიდერი ჭირდება, იმედია სანჩეზი შეძლებს აიღოს თავის თავზე ეგ მოვალეობა, თუარადა ზაფხულში აუცილებლად დიბალა ან გრიზმანია მოსაყვანი.
0
№7
ავტორი: zuranistelroy
2 თებერვალი 2018 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
სრულ სიმართლეს ამბობ პოგბა მოედანზე კიარ თამაშობს დასეირნობს......თუ ლიდერია დიდ გუნდებთან უნდა დაამტკიცოს ეს თორე სუონსთან და კრისტალთან ყველა მაგარია.... რაც შეეხება სანჩეს ათამაშოს მარჯვნივ მარსიალი ძალიან კარგად გამოიყურება მარცხნივ და პრობლემა მარჯვენა ფლანგია...და რაც მთავარია მატიჩთან ერთად კარგი იქნება ერთი საყრდენი კიდევ..... პოგბას და ლუკაკუს ცოტა ხანი დავსვავდი სკამზე გონზე რომ მოვიდნენ მარკუსი ათამაშოს ფორვარდად ცოტა ხნით
0
№8
ავტორი: kobinio
2 თებერვალი 2018 23:20
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato kutaisi
ამ კაცის შეფასებები მომწონს ეს ბოლო დროა.ძაან დაბალანსებულად აფასებს ხოლმე.რაც შეეხება პოგბას სეირნობის და კოტრიალის მეტი არაფერი არ გაუკეთებია

ყველაზე ზუსტი და დაბალაბსებული პასუხები აქვს მუდამ და რასაც ეხლა ამბობს ზედმიწევით ზუსტადაა შესასრულებელი.ამისგან კაი მწვრთნელი დადგებოდა.
0
№9
ავტორი: LASHQARA
2 თებერვალი 2018 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
არსენალმა ობამეიანგი იყიდა. am
0
№10
ავტორი: Alexis7
3 თებერვალი 2018 00:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
სანჩესი როცა არსენალში იყო მთელი თამაშის წაყვანა იმას უწევდა და ყველას მაგივრადაც ის აკეთებდა პასებს და გოლებიც იმას გაქონდა.. ეს ოზილიც კი არაფრის მაქნისი ყავდა გვერდით და ეხლა აქაც იგივე თუ მოუწევს ძაან ცუდი იქნება.. პოგბამ ნახევარდაცვა მთლიანად უნდა აკონტროლოს წესით მაგ დონის და მაგ ნიჭის ნამდვილად არის და არ უნდა მოუწიოს ტოტენჰემთან არ იყოს სანჩეს უკან ჩამოსვლა და ბურთის განაწილება და ა.შ. უნდა ათამაშდეს თორე ასე ნებისმიერ გუნდთან დაკარგავენ ქულებს.. მატიჩმაც უნდა მოუმატოს და ჟილკით უნდა ითამაშოს.. ალექსასგან აიღონ ეგ მაგალითი რო ყოველი ბურთისთვის იბრძოლონ და არაფერი დათმონ.. ამ მენტალიტეტით ნებისმიერ გუნდს მოუგებენ..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top