თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2018, 17:26
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2391,
კომენტარები: 11
ლამპარდი: "პოგბამ მეტი პასუხისმგებლობით უნდა ითამაშოს"
ფრენკ ლამპარდი პოგბას შესახებ საუბრობს.
ლამპარდი:
ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ფრენკ ლამპარდი, პოლ პოგბას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს, მისი თქმით ფეხბურთელმა ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეასრულსოს მწვრთნელის დავალებები.

"ტოტენჰემთან" განცდილი მარცხი, ანგარიშით 2-0 პოგბასთვის შესანიშნავი სერიის შემწყვეტი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, პოგბა გარკვეული დროის მანძილზე, როდესაც ის ძირითადი შემადგენლობიდან იწყებდა თამაშს არ მარცხდებოდა, ეს სერია კი "უემბლიზე" გასულ ტურში შეწყდა.

შეხვედრის მსვლელობისას კამერებმა დააფიქსირეს, რომ ფეხბურთელი ზედმიწევნით არ ასრულებდა მოურინიოს მითითებებს და ეს მათ საუბარშიც გამოჩნდა, როდესაც პოგბამ მოურინიოსთან სალაპარაკოდ მიირბინა, ხოლო მწვრთნელის მითითებები გააპროტესტა, ამის შემდეგ ჟოზე მოურინიო იძულებული იყო ეს პრობლემა, ფეხბურთელის ჩანაცვლებით აღმოეფხვრა. შეხვედრის 63- ე წუთზე ის მატამ შეცვალა. არსებული უკმაყოფილებების შესახებ მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში, ჟოზე მოურინიომ ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.

აღნიშნული თემის ირგვლივ, კომენტარი ჟოზე მოურინიოს ყოფილ ფეხბურთელმა ფრენკ ლამპარდმა გააკეთა: "პოგბას კარგი ფეხბურთელისთვის დამახასიათებელი შესანიშნავი თვისებები აქვს, მისი ათლეტიზმი, უნარი ბურთის ფლობის, მას ასევე შეუძლია შასანიშნავი გადაცემების გაკეთება. მაგრათ შენ გეუბნებიან, რომ უნდა ითამაშო ნემანია მატიჩთან ახლოს, შენ ეს უნდა გააკეთო მთელი პასუხისმგებლობით. მან უნდა მიიღოს მწვრთნელის ყველა დავალება და შეასრულოს ზედმიწევნით ისინი, დღეს კი მისი მხრიდან ეს ვერ დავინახე, ჟოზემ მას უთხრა, რომ მატიჩთან ერთად დაცვას დახმარებოდა, რისი შეუსრულებლობის გამოც დატოვა მოედანი. პოგბა მოურინიოსთვის ერთ-ერთი მთავრი ფიგურაა გუნდში.

ჩემი კარიერის განმავლობაში მოგეხსენებათ მე ნახევარდაცვაში ვთამაშობდი, ხოლო ის მწვრთნელები ვისი თაოსნობითაც მე მოედანზე გამოვდიოდი ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ მეტი სათამაშო დისციპლინა გამომეხატა მოედანზე - ფეხბურთელმა საჭიროა ეს კარგად გაიაზროს და მწვრთნელს უსმინოს. როდესაც შენ თამაშობ მოწინააღღმდეგის პირისპირ, ხოლო მათ ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია საფრთხე შეგიქმნას, შენ ამ დროს უნდა დაფიქრდე: რა ხდება ჩემს ირგვლივ? და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. პოგბა ამ თამაშში ბურთის გარეშე კონტაქტში არ შედიოდა მოწინააღმდეგესთან, ხოლო როდესაც ბურთი მისგან ოდნავ მოშორებით იყო ის აუჩქარებლად მირბოდა, ჩემი აზრით ეს პრობლემას წარმოადგენს".-
ციტირებს ლამპარდის სიტყვებს The Daily Express.

ლამპარდი: "პოგბამ მეტი პასუხისმგებლობით უნდა ითამაშოს"

ლამპარდი: "პოგბამ მეტი პასუხისმგებლობით უნდა ითამაშოს"






წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: de gea1
3 თებერვალი 2018 01:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
აქ კომენტარები ასეთუ ისე გადავიკითხე და არვინ ფიქრობს საფრთხეზე რასაც ჩვენ რაიოლა გვიმზადებს და უკვე მოგვიმზადა, პოგბას ტრანსფერს ჩაკვეხებული მხიტარიანის ტრანსფერი, კარგად ვიცით დღეს მხიტარიანი სადაა და რაიოლა როგორ ფიქრობს , პოგბა დღეს ბომბია ჩემი აზრით მანჩესტერსი, რაც ძალიან სამწუხაროა, მე მაქვს ისევ და ისევვ მაურინიოს იმედი რაც არუნდა ცუდ ფეხბურთს ათამაშებდეს გუნდს, მისი ავტორიტეტიტ დღეს ფონს გავდივართ, ძალიან რთული პერიოდი გვიდგას იმდი მაქვს ეს ყველაფერი დიდი პროფესიონალიზმის ხარჯზე გამოსწორდება და არა ფულის და აგენტების ხარჯზე. მინდა რო ვცებოდე მარა ეგრეა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top