სეზონის დასრულების შემდეგ "იუნაიტედის" ვეტერანი ფეხბურთელი მაიკლ კერიკი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. "წითლებს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი ღირსეული შემცვლელის პოვნა სურთ.
მოურინიო "ნაპოლის" ნახევარმცველ ჟორჟინიოთი ინტერესდება. შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 26 - წლის ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" იხილოს "იუნაიტედის" გულშემატკივარმა.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის წარმომადგენლები "მანჩესტერში" უკვე იმყოფებოდნენ და კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან შემოთავაზებებიც მოისმინეს. - იუწყება Rai Sport.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში "ნაპოლის" მაისურით ჩატარებულ შეხვედრებში, ჟორჟინიომ თავი 2 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.